საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81393

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხარჯთაღრიცხვა: 1-ლიდან 25 იანვრამდე საზოგადოების შემოსავალი იყო 1 332 მან. 92 კაპ., გასავალი – 754 მან. 80 კაპ., 1-ელი თებერვლის მდგომარეობით საზოგადოებას ჰქონდა ნაღდი 4 028 მან. 27 კაპ. ქაღალდებით – 11 816 მან. 11 კაპ., სულ – 15 844 მან. 31 კაპ., ასევე სხვა სათადარიგო და საგანგებო თანხები. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ წევრები საკითხის განხილვას მმართველობის სხდომაზე საქმის განმარტების შემდეგ დაიწყებენ. თავმჯდომარის გარდა არავის აქვს უფლება, მომხსენებელს სიტყვა გააწყვეტინოს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ჭიჭინაძეს წიგნებზე მუშაობისთვის 60.13 მანეთი გადაუხადა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნსაცავის კომისიის მოხსენება წარწერების გადასაღებად რადლოვის იარაღის 37 მანეთად შესყიდვის შესახებ, ასევე კავკასიის არქეოგრაფიური კომისიის აქტების ორი ტომისა – 50 მანეთად და გაგარინის საქართველოს ეკლესიის სურათებისა – 10 მანეთად. გამგეობამ დაამტკიცა ხარჯი. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ მიხეილ კლიმიაშვილის თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა ჟურნალი ან გაზეთი, ასევე ცარცი და მელანი, მისი თებერვლის ხელფასიდან 10 მანეთი მისი დისთვის გადაეცათ. გამგეობამ დაადგინა, მასწავლებელს გაგზავნოდა „მოამბე“. სხდომის ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის საკვირაო სკოლის გამგის თხოვნა, რომ გამგეობა დახმარებოდა 40 დედაენითა და 200 ქართულის რვეულით, რომელთა ღირებულება იყო 20 მან. 80 კაპ. გამგეობამ დაადგინა, სკოლას გაგზავნოდა მოთხოვილი საგნები. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების ნოემბრის ანგარიში, რომელიც გამგეობამ დაამტკიცა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 თებერვალს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე რატიშილი, ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე გამგეობემ ქართველთა ამხანაგობას გაყიდული წიგნების ანგარიშში 15 მანეთი გადასცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 თებერვალს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომაზე მღვდელ ვასილ კარბელოვს წიგნების ანგარიშში გადასცეს 9.48 მან., ექვთიმე ხელაძეს – 10 მან., ოლღა ჭავჭავაძისას – 25., გრიგოლ ჩარკვიანს კი – 6 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა დოპარტის (ტარტუს) უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა ამხანაგობამ, რომ გაეგზავნათ საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნები უსასყიდლოდ, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ 26 დეკემბერს გამართული კონცერტის შემოსავლიდან გამგეობას ჯერ კიდევ არ მიუღია დარჩენილი 150 მანეთი რის გამოც დაგვიანდა ანგარიშის დაბეჭდვა. გამგეობამ განაცხადა, რომ გადაედოთ ანგარიშის გამოცხადება.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე განცხადება გააკეთა ალექსანდრე ჭყონიამ, რომ გამგეობამ მიანდოს თავმჯდომარეს გამოითხოვოს მთავრობისგან ნებართვა ლატარიის გამართვისათვის საზოგადოების სასარგებლოდ. გამგეობამ განაცხადა, რომ საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძეს სთხოვდნენ ეშუამდგომლა გუბერნატორთან.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე ადამ ბერელაშვილმა წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა, საიდანა გამგეობამ ამოიღო 5.5 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 მარტს მთავარგამგე გ. ი. ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს ჰკითხეს, ხელფასის რამდენი პროცენტი ჰქონდა ხაზინაში შეტანილი საპენსიო ბიუჯეტის შესავსებად მასწავლებელ ცავრინა დისიონის ასულ ახვლედიანს. ეს ცნობები მათ ნამსახურეობის სიის შესადგენად სჭირდებოდათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N 49 ბრძანებით, 10 ოქტომბრიდან ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწედ დაინიშნა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების ბეჭდვის კომისიის მოხსენება იმის შესახებ, რომ გამგეობას დაებეჭდა ვაჟა-ფშაველას თხზულებანი წიგნად „პოემები, მოთხრობები და ლექსები ვაჟა-ფშაველასი“. კომისიამ წარადგინა დასაბეჭდი ნაწარმოებების სია. გამგეობამ დაადგინა, ვაჟას თხზულებანი დაბეჭდილიყო ერთ წიგნად. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძისა და მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება ფოტოგრაფიის შტატის შესახებ. ფოტოგრაფიის შემოსავლის შემცირების გამო 8 იანვრიდან გამგეობამ დაადგინა მოსამსახურეთა ახალი შტატები და მათი ხელფასებისა და სხვა ხარჯების ახალი ხარჯთაღრიცხვა – 575 მანეთის ოდენობით. ასევე – იმ პირებს, რომლებიც ახალი შტატების შემდეგ უმუშევრები რჩებოდნენ, მისცემოდათ ერთი თვის ხელფასი. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს იანვრის ხარჯთაღრიცხვა 231 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ მოაწერა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ კნეინა ელენე აფხაზისას კარდენახის სახალხო ბიბლიოთეკისათვის უსასყიდლოდ გადასცემოდა საზოგადოების ყველა გამოცემა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კარდენახის სახალხო ბიბლიოთეკის დამაარსებელ ელენე აფხაზის თხოვნა, რომ გამგეობა ბიბლიოთეკას საზოგადოების გამოცემული წიგნებით დახმარებოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს უდეს სახალხო ბიბლიოთეკის 1898 წლის ანგარიში და მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვა. გამგეობამ დაამტკიცა 1899 წლის ბიუჯეტი 957 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობამ გახსნა ნინო მაჭავარიანის მიერ წარმოდგენილი ყულაბა N153, რომელშიც იყო 25 მან. 60 კაპ. ოქმს ხელს აწერენ – გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, წევრები: გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი, დავით კარიჭაშვილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ნინო მაჭავარიანის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის მოსაგროვებლად წაღებული ყულაბა N153.