რეგისტრირებული ფაქტები81358
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ივლისში ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი ჟენევაში გაემგზავრა პეტრე ზუბალაშვილის მიერ დაარსებული ბიბლიოთეკის საქმეების გასარკვევად, რასაც სამი დღე მოანდომა, თუმცა გარკვეული ცნობა ან ხარჯთაღრიცხვა ვერ მიიღო სამკითხველოს წევრებისაგან, ვერც ბიბლიოთეკაში წიგნების რაოდენობის შესახებ გაიგო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 22 სექტემბერს არჩილ ჯორჯაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, წინასწარ მიეცათ 5 თვის სტიპენდია, რადგან წამლისთვის სჭირდებოდა.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 20 დეკემბერს ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პარიზიდან გამოგზავნილ წერილში შესთავაზა, პეტრე ზუბალაშვილის მიერ ჟენევაში დაარსებული ბიბლიოთეკის ხარჯთაღრიცხვა სერაპიონ მიხეილის ძე დადუნაშვილისთვის ან გრიგოლ ივანე ძე გველესიანისთვის დაევალებინათ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა გადაწყვიტა, რომ ჟენევაში ქართველი სტუდენტებისთვის თავისი დაარსებული ბიბლიოთეკა გაეუქმებინა, რადგან სტუდენტები იქ სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით არ იკრიბებოდნენ. ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი თანხით კი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დაწყებითი განათლების საქმეში დახმარებოდა.
1879
ტიპი: თანამდებობა
გრიგოლ გველესიანი წყაროს „სამადლობელი წერილები ილია ჭავჭავაძისადმი; იაკობ გოგებაშვილის მოხსენება; ვაჟა-ფშაველასა და სხვა მწერლების განცხადებები 1879-დან 1908 წლამდე" მიხედვით ქუთაისის გამგეობის წევრი იყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა აღნიშნა, რომ თუ საზოგადოება თავის უფლებად მიიჩნევს კერძო სკოლების გახსნას, ეს უფლება თვითონვე არ უნდა დაარღვიოს და კერძო სკოლების ნაცვლად არ გახსნას ჩვეულებრივი ტიპისა, რომელშიც მასწავლებლებს საზოგადოება არ აირჩევს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე აკაკი წერეთელმა აღნიშნა, რომ სახალხო სკოლების გახსნა სასარგებლო არ იყო. ასეთ სკოლებში მოსწავლე გონებრივად არ ვითარდებოდა და ზნეობრივად ქვეითდებოდა, რადგან რუსულს ხალხის სავნებლად ასწავლიდნენ. წერეთელი ამჯობინებდა, ასეთი სკოლები საერთოდ არ გაიხსნილიყო, სანაცვლოდ კი დაებეჭდათ ბევრი იაფი და ადვილად გასაგები სახალხო წიგნი. როცა სოფლებში წიგნები გავრცელდებოდა, წერა-კითხვას ერთმანეთისგან ისწავლიდნენ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 4 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის ნებართვით საზოგადოებას ხუთი კერძო სკოლა ჰქონდა გახსნილი, მაგრამ მთავრობა ახალი კერძო სკოლების გახსნის ნებას აღარ აძლევდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 მარტს, საღამოს 9 საათზე, გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი კომისიის სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გაბრიელ საყვარელიძე, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში მთავრობის ტიპის პირველდაწყებითი სასწავლებლის პროგრამა დიდად არ განსხვავდება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლების პროგრამისგან.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 4 მარტს, 9 საათზე, გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი კომისიის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გაბრიელ საყვარელიძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძემ, ნიკოლოზ ზებედეს ზე ცხვედაძემ და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ აღნიშნეს, რომ საზოგადოების უფლების დასაცავად საჩივრის დაწერა იმ დროს არ იყო გამართლებული, უმჯობესი იყო დროებით ისეთი ტიპის სკოლების გახსნა, როგორის ნებასაც აძლევდა სახალხო მზრუნველი, იმ პირობით, თუ მასწავლებლების არჩევის უფლება საზოგადოებას ექნებოდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე არ მიემხრო აკაკი წერეთლის მოსაზრებას. მისი აზრით, როდესაც სოფლის სკოლა ვერ აღწევდა დასახულ მიზანს, მასწავლებელი იყო დამნაშავე. თუ პედაგოგი კარგი იყო, როგორი პროგრამაც უნდა ყოფილიყო, სწავლება ნაყოფიერი იქნებოდა. ჭიჭინაძის აზრით, თუ მასწავლებელს საზოგადოება აირჩევდა, სახალხო სკოლების გახსნა სასარგებლო იქნებოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ექვთიმე თაყაიშვილს ძველი ხმლის შესაძენად – 10 მანეთი, ხოლო ლაშა-გიორგის დროინდელი ფულის შესაძენად 20 მანეთი გადასცეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა აღნიშნა, რომ დიღომში სკოლის გასახსნელად საზოგადოების უფლების დათმობა არ არის საჭირო, რადგან მისი გახსნა თავისი სახელით შეუძლია იმ პირს, ვისი ხარჯითაც სკოლის გახსნას საზოგადოება აპირებს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ – ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გაბრიელ საყვარელიძე, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გადაწყდა, საზოგადოებას გაეხსნა მთავრობის ტიპის პირველდაწყებითი სკოლები, თუ კანონის თანახმად მასწავლებლის არჩევა და დამტკიცება მის ხელთ იქნებოდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან თამარ ნიკოლოზის ასული გაჩეჩილაზე ასრულებდა ხელსაქმის მასწავლებლის მოვალეობას ზესტაფონის ქალთა გიმნაზიაში.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან თამარ გაჩეჩილაძე დამტკიცდა ზესტაფონის ქალთა გიმნაზიის ხელსაქმის მასწავლებლად.
1886
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქვითარი №75 ადასტურებს, რომ ხაზინადარმა გიორგი ქართველიშვილმა 1886 წლის 22 ნოემბერს ნიკო მთვარელიშვილისგან ჩაიბარა ბანკიდან ჩეკით გამოტანილი 1886 წლის საწევრო ფული – 400 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი იანვრიდან ანა მიხეილის ასული გეგელაშვილი დამტკიცდა ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის ხელსაქმის შტატის მასწავლებლად.