საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81358

1919

ტიპი: ღონისძიება

ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძე იშუამდგომლა განათლების სამინისტროს წინაშე, რათა ანა გეგელაშვილი დაემტკიცებინათ გიმნაზიის ხელსაქმის შტატის მასწავლებლად.

1880

ტიპი: განათლება

1880 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ სტიპენდიატად მიიღო ტ. კონსტანტინოვი, რომელსაც ამავე წლის პირველი სექტემბრიდან გორის სამასწავლებლო სემინარიაში უნდა დაეწყო მუშაობა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბუჭუა აფაქიძის თხოვნა, რომ გამგეობა დახმარებოდა მას ეწერში, სამეგრელოში მის მიერ დაარსებული სამრევლო სკოლის მასწავლებლისათვის ხელფასის, 10 მანეთის დანიშვნით. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 მარტს პეტრე ივანეს ძე ზაჩინიაევი, ალექსი ტროფიმეს ძე სობჩაკი, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ანოხინი, ნიკოლოზ მიხეილის ძე ეგოროვი, მანუელ ალექსანდრეს ძე პოტიომკინი, ალექსანდრე ანდრიას ძე სკალევოი, ვლადიმერ მიხეილის ძე ვიაზმინი, ალექსანდრე ტიმოთეს ძე პიკალოვი, ივანე ქრისტეფორეს ძე რეილი, ოლგა ივანეს ასული გაბულოვა ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობდნენ.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 9 თებერვალს გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორ დ. სემინოვის რეკომენდაციისა და ნიკო ცხვედაძის მოხსენების საფუძველზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატებად მიიღეს: ო. კვიჟინაძე, ე. ოდიშელიძე, დ. კერესელიძე, დომენტი ფირცხალავა, ბესარიონ ჭილაძე. მათთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მათ სემინარიის დასრულების შემდეგ 6 წელი საზოგადოების სკოლებში უნდა ემუშავათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 აგვისტოს ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები ყოფილი პოლიციელი პორფილე ვარშალომიძე შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებს სწერდა, რომ მის შვილებს – მოსკოვის საქალებო ინსტიტუტის მოსამზადებელი განყოფილების სტუდენტ ეკატერინას, 14 წლის ალექსანდრესა და თბილისის ქალთა ინსტიტუტის სტუდენტებს, თამარსა და ელენეს – ოზურგეთის მაზრის კომისარი ეხმარებოდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე განიხილეს წიგნსაცავისა და მუზეუმის შენობის აგების საკითხი, რაზეც იაკობ გოგებაშვილმა განაცხადა, რომ ეს საჭირო არ იყო, მით უფრო, რომ საზოგადოებას, წესდების მიხედვით, არ ჰქონდა უძრავი ქონების შესყიდვის უფლება; წინააღმდეგ შემთხვევაში წესდება უნდა შეცვლილიყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს ი. ს. ჩერნიშევი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში მართლწერის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 აპრილს განათლების სამინისტროს სალიკვიდაციო თანხის ანაზღაურების თხოვნით მიმართეს ბათუმისა და ყარსის გიმნაზიების თანამშრომლებმა: ლ. ი. სახაროვმა, ალექსანდრე თოხაძემ, ო. ა. ივანოვმა, დ. ს. მგელაძემ, ტ. ვ. დობროლიუბოვამ, ე. ი. ნაუროვამ, დ. ს. მგელაძემ, ვ. მ. სკარდინომ, ო. ა. დახნოვიჩმა, ა. გ. ტუვოვმა, გ. პ. ვაიევმა, ნ. ვ. ბურიშინმა, ე. ი. ილიუშინმა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 19 ოქტომბერს ყარსის ქალთა სასწავლებლის ყოფილმა ზედამხედველმა ნ. გ. სერგეევამ განათლების სამინისტროს თბილისის პირველი დაწყებითი სკოლის გამგის მ. გ. კონიაშვილისთვის დახმარება სთხოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 19 აგვისტოს მარიამ ბესარიონის ასულ კვინიხიძე-სოკოლოვას განათლების სამინისტრომ სასწავლებლის დამთავრების მოწმობის უგამოცდოდ გაცემაზე უარი უთხრა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 ოქტომბერს მარტვილის ორკლასიანი სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრები – იასონ გეგეჭკორი, სერაფიონ გეგეჭკორი, ნ. ხვინგია, ნ. ქუთათელაძე და ვ. მონიავა –განათლების სამინისტროს სკოლის დირექტორად ნაღვარევის ერთკლასიანი სასწავლებლის გამგის, სილიბისტრო პეტრეს ძე ფაციას, დანიშვნას სთხოვენ.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 9 ნოემბერს ვარლამ კაპანაძემ განათლების სამინისტროს საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების მთავარგამგეს სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალ მსმენელად მიღება სთხოვა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 9 დეკემბერს კიევის კომერციული ინსტიტუტის საპროფესორო სტიპენდიატმა ნიკოლოზ ქოიავამ განათლების მინისტრს სტიპენდიით დაკმაყოფილების მოთხოვნით უნივერსიტეტის რექტორატს წერილი გაუგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 1-ელ ნოემბერს სოხუმის სასწავლო კომისარიატის თავმჯდომარე რ. ემუხვარმა საქართველოს განათლების სამინისტროს მ. კიტიასა და ნ. კემულარიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვასთან დაკავშირებით შუამდგომლობის წერილი გაუგზავნა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 8 სექტემბერს ხონის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ფარნაოზის ძე გავაზავა, რომელიც 1911-1918 წლებში ქუთაისის გუბერნიის სხვადასხვა სკოლაში მუშაობდა, განათლების სამინისტროს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლებას სთხოვს.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 16 სექტემბერს საქართველოს განათლების სამინისტრო სახელმწიფო უნივერსიტეტს სერგო პავლეს ძე ჩხენკელის, აკაკი (კალისტრატე) იოსების ძე ასათიანისა და ბართლომე მიქაიას ატესტატებს და ჩარიცხვის თხოვნას უგზავნის.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლ7 მარტს ქალაქ თბილისში მცხოვრებმა სამსონ ხეთაძემ, ი. მ. მაჩაიძის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულმა, განათლების სამინისტროს გიმნაზიის უფლებამოსილების დაუდასტურება სთხოვა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 11 ოქტომბერს ბათუმის ოლქის სოფელ ორთაბათუმის მუსლიმთა თემის მცხოვრები მუსტაფა ალის ძე კონცელიძე, როგორც ღარიბი ოჯახის შვილი, განათლების სამინისტროს უნივერსიტეტის სამეურნეო ფაკულტეტზე სახელმწიფო დაფინანსებით ჩარიცხვას სთხოვს.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 5 ნოემბერს აფხაზეთში მცხოვრებმა ალექსანდრე უბირიამ საქართველოს განათლების სამინისტროს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩარიცხვა და სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 9 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სკოლების გახსნასთან დაკავშირებული დამაბრკოლებელი მიზეზების განსახილველად სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: აკაკი როსტომის ძე წერეთელი, გაბრიელ საყვარელიძე, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ განმარტა სკოლების გახსნასთან დაკავშირებული პრობლემების განსახილველად არჩეული კომისიის დანიშნულება. კავკასიის ოლქის მზრუნველმა საზოგადოებას უარს განუცხადა კერძო სკოლების გახსნაზე და საზოგადოების თანხით მხოლოდ პირველდაწყებითი სახალხო სკოლების დაარსების უფლება მისცა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 აპრილს სათავადაზნაურო სკოლის საღმრთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართავს თხოვნით, დროებით დაუთმონ „ახალი აღთქმის“ ქართულ ენაზე გამოსაცემად საჭირო ხეზე ნაკვეთი ყვავილებიანი ასომთავრულები. დაკარგვის შემთხვევაში მთხოვნელი კისრულობს ზარალის ანაზღაურებას.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბუჭუა აფაქიძის თხოვნა, რომ გამგეობა დახმარებოდა მას სააფაქიძიო ეწერში, სამეგრელოში მის მიერ დაარსებული სამრევლო სკოლის მასწავლებლისთვის ხელფასის, 10 მანეთის დანიშვნით.