რეგისტრირებული ფაქტები90108
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის დადგენილება თელავის სკოლისთვის მესამე მასწავლებლის მიწვევის შესახებ.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები იყვნენ: შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გიორგი იესეს ძე ცინცაძე.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, ესტატე გიორგის ძე ავალიშვილი, დეკანოზი ნიკიტა მალაქიას ძე თალაქვაძე, გიორგი პავლეს ძე გორდეზიანი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მდივანი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ნიკოლოზ ცხვედაძემ ლუკა რაზიკაშვილს 5 თუმანი ასესხა. ეს თანხა მისთვის ნაშრომებში აღებული ჰონორარიდან უნდა ჩამოეჭრათ.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლიდან ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები იყვნენ.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლიდან დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 24 ივნისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სიღნაღში პირველდაწყებითი სკოლის გასახსნელად ყოველგვარ ხარჯს ადგილობრივი გამგეობა კისრულობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე 14 დეკემბრის საზოგადო კრების დადგენილებანი და საზოგადოების წესდების ახალი პროექტი განიხილეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 24 ივნისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სკოლების მეთვალყურე გრიგოლ ბურჭულაძის მოხსენება ფოთის სკოლის რევიზიის შესახებ. მეთვალყურემ მოსწავლეების საზოგადო სისუსტეზე გაამახვილა ყურადღება.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 24 ივნისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სიღნაღის განყოფილების თხოვნა პირველდაწყებითი სკოლის გასახსნელად სასწავლო მთავრობასთან შუამდგომლობის შესახებ.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 9 მარტიდან გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე იყო.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წლიდან ანდრია სოლომონის ძე ღულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 10 ივლისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბიბლიოთეკებისა და სახალხო სამკითხველოების მომწყობი სექციის გადაწყვეტილება კავკავის ქალთა საზოგადოების კლუბთან არსებული მუშა ქალების ბიბლიოთეკისთვის 10 მანეთის წიგნების გადაცემის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 მაისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ყალამშიის სკოლისთვის ფარდებისა და დაფის შესაძენად სასკოლო სექციამ 15 თუმანი გამოყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ღარიბ სახალხო სკოლებში „ჯეჯილის“ გასაგზავნად 10 თუმანი გამოეყოთ. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე დუმბაძე, მაისის ბოლოდან კავკავის სკოლის ყველა მასწავლებლის სამსახურიდან განთავისუფლება გადაწყვიტა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოუწოდა, ღარიბი სახალხო სკოლების დასაფინანსებლად სამასწავლებლო ფონდიდან 20 თუმანი გამოეყოთ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ოლღა მირზაშვილმა თონეთის სკოლიდან შვიდ იანვრამდე შვებულება ითხოვა. მისი წინადადება დააკმაყოფილეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ზაქარია ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკიდან დიმიტრი ბაქრაძის „მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ და ვახუშტი ბატონიშვილის „გეოგრაფია“ ითხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წიგნის მაღაზიისა და სკოლის შემოწმება გიორგი ლასხიშვილსა და ივანე გომართელს მიანდო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით იაკობ გოგებაშვილს 600 მანეთი გადაუხადა, ზაქარია გრიქუროვს – 200.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით კონსტანტინე თავართქილაძეს კალენდრების შედგენისა და წიგნებზე მუშაობისთვის 100 მანეთი გადაუხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ შიო არაგვისპირელი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე და ლუარსაბ ბოცვაძე; სხდომაზე გამგეობას იაკობ გოგებაშვილის ნების ამსრულებელმა გოგებაშვილის დაკრძალვისთვის საჭირო თანხა სთხოვა. გამგეობამ შიო დედაბრიშვილს, ფილიპე გოგიჩაიშვილსა და სოფრომ მგალობლიშვილს გარდაცვლილის ანდერძის დამტკიცებამდე 1 500 მანეთი სესხად მისცა.

