რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება თარიღი კლებადობით
1879
ტიპი: გარდაცვალება
1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი.
1879
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1879 წლის გაზაფხულზე დიმიტრი ხოშტარია ყვავილის ინფექციით მძიმედ დაავადდა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით თ. ნ. ჩოლოყაშვილი თელავის მაზრის უფროსი იყო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ თელავის მაზრის აქციზის უფროსი მიხეილ პისანკო პირნათლად არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ძირითადად დროს საბილიარდოში ატარებდა და თუ რომელიმე ვაჭარი ხელმოსაწერად მიუტანდა „ბლანკს“, ვაჭრებს ეუბნებოდა, რომ იქ ბილიარდის ოთახი იყო და არა ქარხანა, ამიტომ მათ დილიდან საღამომდე უწევდათ ლოდინი.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რომანოზ ძამსაშვილის ჩანაწერი თელავის შესახებ. მისი გადმოცემით, თელავში მცხოვრები საზოგადოება ისევ ღვინის სმასა კარტის თამაშში ატარებდა დროს, ქალაქში უსუფთაობა იყო, პროდუქტს მაღალი ფასი ჰქონდა. ის იმედს გამოთქვამდა, რომ თელავის აზრის ახალი უფროსი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი მოახერხებდა ქალაქის გამოცოცხლებასა და განვითარებას.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რომანოზ ძამსაშვილის ჩანაწერი სოფელ შაქრიანში მოგზაურობის შესახებ. ის აღწერს, რომ ესტუმრა სოფლის მღვდელ ი. ლაშხაუროვს, რომელიც ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდა და გაკვირვებას გამოთქვამს სასულიერო და სამოქალაქო მთავრობის უყურადღებობის გამო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ წარსულმა ომებმა აჭარასა და ქობულეთს ძალიან დიდი ზარალი და ზიანი მოუტანა, დამხმარე ძალა კი არსაიდან ჩანდა, მხოლოდ თავადი გრიგოლ გურიელი ცდილობდა მოსახლეობის დახმარებას.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ნ. დავითიშვილის სტატია რომლის თანახმად გიორგი თუმანიშვილის მიერ შედგენილ „ალმანახში“ ის წუნს უდებდა საქართველოში არსებულ ჟურნალ-გაზეთების გამომცემლებს. ის ამბობდა, რომ ქართული გაზეთი ვერასდროს განვითარდებოდა ისე, როგორც რუსული და ევროპული გაზეთები.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, ქობულეთის მოსახლეობის დასახმარებლად რედაქციაში ნიკო ცხვედაძისგან 3 მანეთი მიიღეს, ნიკოლოზ ქანანოვისგან კი — 5 მანეთი.