რეგისტრირებული ფაქტები91756
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარქის და სოლომონ არუთინოვები ვიოლინოს ქურდობისთვის დააპატიმრეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენერალი ვ. ი. იანოვსკი ქალაქ ჩერნომორკიდან ჩამოსულმა თანამშრომლებმა ქუთაისიდან გააცილეს სხვა სამსახურში. იანოვსკიმ ოფიცრებს მადლობა გადაუხადა ერთგულებისთვის. იგი ვაგონში ხელით შეიყვანეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. ი. იანოვსკი კავკასიის ოლქის ინტენდანტი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. ი. იანოვსკი გენერალ-ლეიტენანტი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე თეიმურაზის ასული გედევანოვის სახლი, რომელიც ბარიატინსკის ქუჩაზე მდებარეობდა, დაზიანებული იყო და პოლიციამ ქალაქის გამგეობას სთხოვა შეემოწმებინა რამდენად უსაფრთხო იყო საცხოვრებლად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარქის არუთინოვი ქაზახის მაზრაში ცხოვრობდა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჟიულ მურიე ეროვნებით ფრანგი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 მარტს იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორი სტეფანოვი ნივთების შესამოწმებლად ესტუმრა, მაგრამ მან წიგნებისა და რვეულების დათვალიერების უფლება არ მისცა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 მარტს სარქის და სოლომონ არუთინოვებმა შვეიცარიის ქვეშევრდომ ვარონინს მოპარეს 100 მანეთის ღირებულების ვიოლინო, რომელიც პოლიციამ იპოვა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 9 მარტს დაკრძალეს თბილისის სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლე კოსტა ყაზარაშვილი. დაკრძალვაზე გარდაცვლილს პატივი მიაგეს და სიტყვით გამოვიდნენ სომეხი, რუსი და ქართველი მოსწავლე-მასწავლებლები.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ შუშაბერიძე ახალციხის მცხოვრები იყო.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ბეზრუკოვი, ზაქარია ნათაძე, ალექსანდრე ვერონინი თბილისის მცხოვრებნი იყვნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ბეზრუკოვმა, ზაქარია ნათაძემ, ალექსანდრე ვერონინმა და მიხეილ შუშაბერიძემ თბილისის არსენალიდან 12 ფუთი და 20 გირვანქა ტყვიები მოიპარეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

