რეგისტრირებული ფაქტები85213
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ სახლის პატრონ (მცხ. ქეთევანის ქ. N 19) თამარა თავართქილაძეს ოქმი შეუდგინეს, რადგან სახლის წიგნში ძაღლები ჩაუწერია როგორც შვილები, რადგან უნდოდა, ძაღლების სახელით სასურსათო ბარათები მიეღო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ სოხუმის საოლქო სასამართლოს ბრალმდებლად დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დელუტო, თავმჯდომარის მოადგილედ – ქუთაისის საოლქო სასამართლოს წევრი კონსტანტინე შნეიდერი, სასამართლოს წევრებად დაინიშნენ ნაფიცი ვექილი მახარაძე და ნაფიცი ვექილის თანაშემწე ვლადიმერ ემუხვარი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ივანე ფირცხალაიშვილის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი რუსეთში გასაგზავნი მუშათა დელეგაციის საჭიროებისათვის 8 მილ. მანეთის გამოყოფის შესახებ.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წელს ექიმი ე. მ. მძინარიშვილი, რომელსაც თბილისში კერძო სამკურნალო ჰქონდა, ღარიბ ავადმყოფებს უფასოდ ემსახურებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აგვისტოს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელსაც სიმონ მდივანი თავმჯდომარეობდა, ივანე გომართელის მოხსენებით თბილისის და სოხუმის დროებითი საგანგებო სასამართლოს გაუქმების შესახებ დეკრეტის საბოლოო ტექსტი მიიღეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო-სახაზინო ნაწილის უფროსის ა. კანდელაკის განკარგულებით სოხუმის, ფოთის, სენაკის, შორაპნის, ახალციხის და სხვ. ხაზინათა რევიზიამ გამოარკვია, რომ ყველა ოპერაციის ანგარიში და თანხის შენახვის საქმეები კარგ მდგომარეობაში იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 10 აგვისტოს გაზეთი „ერთობის“ ცნობით, ყირიმში მცხოვრებ ქართველთა ცენტრალური ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ვ. ი. ბელისიძე თბილისში დაბრუნდა, რათა მთავრობისთვის 1000-მდე ქართველის მდგომარეობის შესახებ მოეთხრო, რომელთაგან ბევრს სამშობლოში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ხელს გზის სიძვირე უშლიდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთში „ვოლნი გორეცი“ გაპო ბაევის სტატია გვიამბობს:„ დაღესტნის აჯანყებით დაწყებულმა ჩრდილოკავკასიელთა განმათავისუფლებელმა ბრძოლამ ოსეთის ხელისუფალთა წარმომადგენლებზეც იმოქმედა: ოსეთის მმართველის, პოლკოვნიკ ხაბაევის მიერ დანიშნული სოფლის მოხელეების სასტიკი ტონი უბრალო ხალხის მიმართ ამ რამდენიმე თვეში ისე შერბილდა, რომ ლამის ლაქუცად გადაიქცა“.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 თებერვალს მიხეილ გვასალიას დაეღუპა შვილი (ოთხი დღის) და ამის შემდეგ ცოლ-შვილი ერთად. აღსაზრდელი დარჩა ოთხი შვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების მინისტრის განკარგულებით ოზურგეთის, ზუგდიდის, სენაკის მაზრებისა და სოხუმის ოლქის ემისრად ვასო ქავჟარაძე დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
სახალხო მილიციის უფროსის ვლადიმერ სულაქველიძის განკარგულებით დააპატიმრეს ქალაქის კომენდანტი კაპიტანი ალექსანდრე ქრისტეფორეს ძე ცქიტიშვილი და მისი ადიუტანტი ბაგრატ კიმოთეს ძე გვამბერიძე, რომლებიც 1918 წლის 19 მარტს მთვრალები შესულან მილიციის უფროსთან და „ანგარიშების“ გასწორება მოუთხოვიათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ბათუმის ციხის კომენდანტად დაინიშნა გენერალი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი, ბათუმის რაიონის თავდაცვის უფროსად – მდივანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ტელეფონის, ტელეგრაფის და რადიო-ტელეგრაფის რწმუნებულად დაინიშნა ბართლომე გიორგის ძე სურგულაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება სკოლების მდგომარეობის შესახებ. სხდომის დადგენილებით, საზოგადოების სკოლების პერიოდული დათვალიერება სიღნაღის მაზრაში (ნუკრიანი, შრომა) ნიკოლოზ ყაზბეგს დაევალა, თელავში – გრიგოლ ბურჭულაძეს, ზუგდიდსა და მოდინახეში – ვლადიმერ გაგუას, ბათუმში – ილია ფერაძეს, სოხუმში – პეტრე ჭარაიას, ატენსა და ვარიანში – კირილე არველაძეს.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 24 მარტის „ერთობის“ ცნობბით, სპარსეთიდან მომავალ ამიერკავკასიის ქალაქთა კავშირის მოსამსახურეებს ნახიჩევანის გზაზე თავს დაესხა ყაჩაღთა ბრბო და მოკლეს ხუთი კაცი, მათ შორის ბეგოიძე და ბარსეგოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ, ქალაქის თვითმართველობის დადგენილებით, ბინის საკითხის გამგემ, გეპშტეინმა უნდა შეიმუშაოს ბინის პროექტი და საბჭოს წარუდგინოს განსახილველად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქალაქის გამგეობამ დაადგინა, სახლის კომიტეტებს, გარდა სურსათის განაწილებისა, დაევალოთ ბინის საქმე და სანიტარული მდგომარეობის მიხედვა. ამ საკითხის ინსტრუქციის შესადგენად აირჩიეს კომისია შემდეგი შემადგენლობით: კალუჟნი, პოპოვი, ფირუმოვი, დავიდხანიანი, გეპშტეინი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 ოქტომბრისთვის ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძე თბილისის ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში ასწავლიდა.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წელს ნინო ქიქოძემ საქართველოდან საფრანგეთში შვილიშვილს, გოგი შარაშიძეს ქართული ანბანი გაუგზავნა.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წელს დავით შარაშიძემ დედის, ნინო ქიქოძის საქართველოდან გაგზავნილი წერილები საფრანგეთში დაგვიანებით მიიღო, რადგან ფოსტაში არევიათ და ლევილის მაგივრად ლუისვილში გაუგზავნიათ, შემდეგ კი იქიდან ისევ საფრანგეთში დაუბრუნებიათ.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის ივნისში დავით შარაშიძე ცოლ-შვილთან ერთად ბოისზე, საფრანგეთის პროვინციაში, პარიზიდან 75 კილომეტრის დაშორებით გადასახლდა.