რეგისტრირებული ფაქტები85213
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1934
ტიპი: ავტორობა
1934 წლის 4 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა შვილსა და ორსულ მეუღლეზე, რომლის სამსახურის გამოც მათ სახცოვრებელი ადგილი შეიცვალეს. ასევე შეატყობინა, როგორი წახალისება ჰქონდათ საფრანგეთში მასწავლებლებს შვილების გაჩენის შემთხვევაში.
1934
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1934 წლის 24 მაისს პარიზიდან შალვა შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს შეატყობინა, რომ მეორე შვილს ელოდებოდა.
1933
ტიპი: თანამდებობა
1933 წელს საფრანგეთში დავით შარაშიძე მუშაობდა საპროფესიო და ტექნიკური განათლების სკოლაში, სადაც ბუღალტერია, კომერციული საგნები, ენები, ჭრა-კერვა და ა. შ. ისწავლებოდა.
1933
ტიპი: თანამდებობა
1933 წელს პარიზში დავით შარაშიძის მეუღლემ, ელენე ტუსენმა სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
1932
ტიპი: გარდაცვალება
1932 წლის 12 თებერვალს ლევილში მყოფმა დავით შარაშიძემ შეიტყო, რომ მამამისი, გიგო შარაშიძე გარდაიცვალა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს შუსტერის სახელობის თბილისის პირველ ებრაულ გიმნაზიაში მუშაობდნენ შემდეგი პედაგოგები: 1. ბ. კ. კრამორენკო, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 2. ისააკ რაბინოვი, ებრაული ენის პედაგოგი, სპეციალური განათლება, 3. მ. ი. ბერკოვიჩი, ებრაული ენა, მოსამზადებელი კლასები, 4. მოსე ბერნშტამი, ებრაული ენა, განათლება: სამასწავლებლო სემინასრია. 5. ვ. ა. ჩომენკოვი, ლათინური ენა, საუნივერსიტეტო განათლება. 6. მ. ი. მოროზოვა, გერმანული ენა. 7. ვ. ი. გერი, ფრანგული ენა, უმაღლესი განათლება. 8. ა. დ. ლეტუჩი, გერმანული ენა, უმაღლესი განათლება. 9. სოფია მიხეილის ასული მიხაილოვა 10. ი. დ. მელიქ-შახნაზაროვი, ისტორიის პედაგოგი, განათლება: უნივერსიტეტის სამასწავლებლო კურსები, 11. რ. ა. რუბენშტეინი, ისტორია, გეოგრაფია .12. ა. იაროშენკო, ბუნებისმეტყველება 13. ა. ა. იაროშენკო, საუნივერსიტეტო განათლება, 14. პ. დ. ბაბრო, ხელსაქმე. 15. ა. ა. სიდორენკო, ხატვა. 16. მ. პ. ხალაპოვა, 17. ს. პ. გრიგორევა, 18. მინა ისაკის ასული შაში, საანბანო კლასის პედაგოგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 სასწავლო წელს განათლების სამინისტროდან მიიღეს ერთჯერადი დახმარება სწავლის საფასურის ანაზღაურებისათვის თბილისის მეშვიდე გიმნაზიის ლტოლვილმა მოწაფეებმა: გიორგი ჩივაძემ, ზურაბ ციციშვილმა, ზაზა ციციშვილმა, გივი ციციშვილმა, გიორგი ფალავანდიშვილმა, ბესარიონ ჩერქეზიშვილმა, ს. გვერდწითელმა, ზურაბ ანდრონიკაშვილმა, ივანე ფალავანდიშვილმა, ნიკოლოზ ზაალიშვილმა, გიორგი კლიმიაშვილმა, დავით ფარესაშვილმა, მიხეილ წიკლაურმა, ვასილ ალექსიძემ, ზურაბ რატიშვილმა, ნიკოლოზ ციციშვილმა, ევგენი ტატიშვილმა, ვახტანგ თაქთაქიშვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა, რევაზ ფალავანდიშვილმა, ირაკლი ფალავანდიშვილმა და ალექსანდრე რატიშვილმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
გაზეთის მოწინავე განიხილავს იმ მიზეზებს, რომლებმაც ხელი შეუწყო გენერალ დენიკინის იოლ გამარჯვებას მთიელებზე, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ დაღესტნის აჯანყებით სხვა დროება დგება კავკასიაში.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აჰმედ ცალიგოვი წერს, რომ „ერთიანი და განუყოფელი“ რუსეთი ფინეთსაც კი არ თმობს (ს. საზონოვის პროტესტი), მით უფრო არასოდეს აიღებს ხელს ამიერკავკასიაზე. მას შავი რეაქციისგან კავკასიის ხსნის გზად ერთიანი ბრძოლა და კონფედერაცია მიაჩნდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გამომძიებლად დაინიშნა კარსკი, ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ – ნაფიცი ვექილი ნ. ქიქოძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 მარტის „ერთობა“ წერდა, რომ თბილისში დაბრუნდა ეროვნული საბჭოს მიერ სამეგრელოში გაგზავნილი დელეგაციის წევრი ლეო შენგელაია-ქიაჩელი, რომელმაც აღნიშნა, რომ მობილიზაციის საქმე კარგად მიდიოდა, ხალხი შეგნებით ხვდებოდა ოსმალეთის განზრახვას და სამშობლოს დაცვის საჭიროებას აღიარებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 მარტის „ერთობის“ ცნობით, დუშეთის მაზრის კომისრად იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი (პართენაშვილი) დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 სექტემბრიდან ვლადიმერ გაჩეჩილაძე ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვლადიმერ სამსონის ძე გაჩეჩილაძე დაქორწინდა მარი ნიკოლოზის ასულ ამაშუკელზე. ჰყავდათ ვაჟი - რევაზი. ცოლ-შვილი ორივე მართლმადიდებელი სარწმუნოების იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 31 აგვისტოდან ვლადიმერ გაჩეჩილაძე დაინიშნა ახალციხის ვაჟთა პროგიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად.