საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81232

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წლის 10 ივნისს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება დაღესტნის ოლქის შექმნის შესახებ.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წლის 10 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცდა წმინდა ნინოს ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების ახლადშედგენილი წესდება.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წლის 9 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას მიენიჭა უფლებამოსილება, გაეცა მედლები სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში გაწეული შრომისათვის.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წლის 9 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას სახელმწიფო ხაზინიდან შემოსული ყოველწლიური თანხა გაეზარდა 6000 მანეთამდე.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წლის 9 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით დამტკიცებულ იქნა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ახალი წესდება.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წლის 9 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცდა კავკასიაში მართლმადიდებელ ქრისტიანთა აღორძინების საზოგადოების წესდება.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წლის 9 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებით დამტკიცდა კავკასიური საზოგადოების სოფლის მეურნეობის წესდება.

1860

ტიპი: გარდაცვალება

1860 წლის 21 მაისს სოფ. გოგნის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იოვანე იოვანეს ძე ჯიბლაძე გარდაიცვალა.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860 წლის 24 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ ნიკიფორე კანდელაკი მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860 წლის 8 მარტს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით ნიკიფორე კანდელაკი მონაზვნად აკურთხეს.

1860

ტიპი: მფლობელობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძე დაბრუნდა საქართველოში, რადგან შეექმნა პრობლემა – მამის, გრიგოლ ჭავჭავაძის დროიდან შემორჩენილი ვალის გამო მის მამულს გაყიდვა ემუქრებოდა.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860 წლის 24 თებერვალს ივანე გიორგის ძე ლოლაძე ხრეითის წმ. გიორგის (ლოლაძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1860

ტიპი: გარდაცვალება

1860 წლის 13 თებერვალს სე­ვის წმ. სა­მე­ბისა და ჭიბ­რე­ვის მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ე­ლის ეკლესიების მღვდელ­ი სპირიდონ ქრისტეფორეს ძე კირვალიძე გარდაიცვალა.

1860

ტიპი: გარდაცვალება

1860 წლის 13 თებერვალს სე­ვის წმ. სა­მე­ბის ეკლესიის მღვდელ­ი ნიკოლოზ მახარობელას ძე გრძელიშვილი გარდაიცვალა.

1860

ტიპი: გარდაცვალება

1860 წლის 7 თებერვალს ზე­მო კრი­ხის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკლესიის მღვდელ­ი ლეონტი დავითის ძე ფანჯავიძე გარდაიცვალა.

1860

ტიპი: გარდაცვალება

1860 წლის 28 იანვარს მო­ტყი­ა­რის წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელ­ი იოანე კაციას ძე მიქაუტაძე გარდაიცვალა.

1860

ტიპი: გარდაცვალება

1860 წლის 10 იანვარს ჯიქთუბნის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი თომა იოვანეს ძე კოპალეიშვილი გარდაიცვალა.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე 1860 წლის 10 იანვარს დაიბადა სოფ. კვალითში.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1860 წელს ნიკოლოზ მაღლაკელიძე დაიბადა. იგი ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში ცხოვრობდა.

1860

ტიპი: გარდაცვალება

1860 წელს ნიკოლოზ მაღლაკელიძე დაიბადა. იგი 1956 წლის 5 სექტემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ დიხაშხოში.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860 წელს კავკასიის მეფისნაცვლად დაინიშნა ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკი.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წელს კავკასიის მეფისნაცვალ ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკის ბრძანებულებით კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების წესდებაში დამატებები შეუტანიათ.

1860

ტიპი: ღონისძიება

1860 წელს რუს სკულპტორს, პიმენოვს დაევალა მიხეილ ვორონცოვის ძეგლის ჩამოსხმა. დაკავებულობის მიზეზით, პიმენოვმა ძეგლის ჩამოსხმა გადადო. მალევე დაუძლურდა და გარდაიცვალა. თუმცა, გარდაცვალებამდე მოასწრო ძეგლის მონახაზის დატოვება, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით ძეგლი მაინც ჩამოისხა.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860-1896 წლებში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე იმერეთის ეპისკოპოსი იყო.