რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი კლებადობით
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავამ თავისი მოხსენება „В вихре современности“ სამეგობრო წრესთან წარდგენის დღესვე დაწვა მისი სარისკო შინაარსის გამო.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1887 წლებში გორის სამაგალითო სკოლაში სწავლის პერიოდში შიო მღვიმელი ლადო ხმალაძესთან და მის ოჯახთან ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს.
1883
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1883-1887 წლებში შიო მღვიმელი წელიწადში მხოლოდ ერთი-ორი კვირით სტუმრობდა დედას.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1887 წლებში ალექსანდრე ხმალაძეს ირმებზე ნადირობისას ხშირად ახლდნენ შვილები – ლადო და გოლა, აგრეთვე შიო მღვიმელი.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს რუსეთში გადასახლებამდე მიხეილ ყიფიანმა გორის სემინარიიის დირექტორ სემიონოვს სთხოვა, შიო მღვიმელისთვის მეურვეობა გაეწია.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს გორის სემინარიის საავადმყოფოში გამწესებული შიო მღვიმელი პანსიონერების გამოკვების შემდეგ მოსამსახურეებთან ერთად სადილობდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლამდე თედო სახოკიას ტრაპეზის მსახურად გახდომა ჰქონდა განზრახული, მამამისის სურვილისამებრ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში ქუთაისის თეატრში წარმოდგენების ანტრაქტების დროს ახალგაზრდებს შორის, რომლებიც დიდხანს იხმობდნენ მსახიობებს, ყვიროდნენ და სკამებს ამტვრევდნენ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ნიკო თავდგირიძე.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში ადგილობრივი თეატრის წამყვანი მსახიობი, კოტე მესხი ნაპოლეონ პირველის როლს თამაშობდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, ჯერ კიდევ გიმნაზიაში ყოფნის პერიოდში, იაკობ ფანცხავა დაინტერესებული იყო საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენებით.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს შიო არაგვისპირელი თბილისის სასულიერო სასწავლებელში შეხვდა მასწავლებელს, რომელმაც მას სწავლა შეაყვარა.
1883
ტიპი: ღონისძიება
შიო არაგვსიპირელი ავტობიოგრაფიაში იხსენებდა, რომ 1883 წელს იგი ტიროდა, როცა დედა თბილისში სასულიერო სემინარიაში სასწავლებლად უშვებდა მას, რადგან დუშეთში მარტო ცხოვრების მწარე გამოცდილება ჰქონდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში შიო არაგვისპირელის უმცროსი ძმა, გიორგი აღარ მიიღეს თბილისის სასულიერო სასწავლებლის პანსიონში, რაკიღა იქ უკვე ცხოვრობდა მათი ოჯახის ორი წარმომადგენელი, შიო და მისი უფროსი ძმა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის პირველ კლასში შიო არაგვისპირელის ჩათვლით 98 მოწაფე მიიღეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში შიო არაგვისპირელის სწავლის პერიოდში, აქ სასწავლებლად მთელი საქართველოდან სხვადასხვა სასულიერო სასწავლებლიდან ჩამოდიოდნენ.

