საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85184

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 32 დაიბეჭდა ქუთაისის შემომწირველთა სია: ანა ვასილის ასული ერისთავისა, სოფიო ნიჟარაძე, ნინო კალანდარაშვილი, ოლინკა წულუკიძე, ქეთო ჩარკვიანისა, სანდრო მსხილაძე და გეორგაძისა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) ცნობით, ლუბა კონდრატის ასულმა ჩაჩიბაიამ სოფ. კიწიიდან რედაქციის ფონდის გასაძლიერებლად შესწირა 8 მანეთი. ყველა შემომწირველს რედაქცია დიდ მადლობას უხდიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა ალექსანდრა გუნიას წერილი რედაქტორის მიმართ, რომელმაც გამოგზავნა დ. სუჯუნში გაზეთის სასარგებლოდ ქალების მიერ შეგროვებული ფული – 110 მან. 10 კაპ., დ. სუჯუნის ორკლასიანი სასწავლებლის მოწაფეების მიერ შეგროვებული ფული – 116 მან. 40 კაპ. და შემომწირველთა სია: ივანე, ლევანტი, მიხა, ქეთევან, დესპინა, ვარდიკო, კატო, ფედოსია, სევერიანე და მარო ნოდიები, კეკელა და იოსებ კუჭუხიძეები, ამბაკო ბარაბაძე, კაკო გუგულავა, სანდრო ჭანტურია, ვარდიკო ხოშტარია, ალექსანდრა გუნია, ნიკიფორე საბაშვილი, კუკულა მიხაილიშვილი, მატრონა დანელია, ვალენტინა ხონელიძე, მატრონა და კატო მიმინოშვილები, ანეტა და სოლომონ მატკავები და გრიგორი გვაზავა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) ცნობით, ანეპოდისტე (ვარლამ) სოლომონის ძე ახვლედიანმა რედაქციის ფონდის გასაძლიერებლად შესწირა 100 მან. პაპულა ნიკოს ძე აბაშიძემ – 10, ალექსანდრე ვლადიმერის ძე წერეთელმა – 3 მან., ნინო ფილიპოვამ – 5 მან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 32 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის „ჩემი სიტყვა, რომლის წარმოთქმის უფლება არ მომცა აკ. ჩხენკელმა ეროვნულ ყრილობაზე 20 ნოემბერს ქ. თბილისში“, რომელშიც ის ლაპარაკობს ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 32 ცნობით, 1-ლ დეკემბერს ქუთაისში ჯაჭვის ხიდთან მილიციელმა გურგენიძემ დააკავა 4 ფუთი შაქარი, რომელიც მიჰქონდა ვ. კაკიტელაშვილს. მან მილიციონერს ქრთამად 40 მანეთი მისცა, მაგრამ მან ფულიცა და შაქარიც სამილიციო ნაწილში წარადგინა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N32 ცნობით, ქუთაისის ქალაქის გამგეობის ახლად არჩეული წევრი ვ. მოსიძე თავის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N32 ცნობით, 3 დეკემბერს ქუთაისის საგუბერნიო სასურსათო სამმართველომ მიიღო 8 ვაგონი შეშა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 დეკემბერს ქუთაისის საგუბერნიო სასურსათო სამმართველომ მიიღო 3 ვაგონი შაქარი. 4 ვაგონი შაქარი  ფოთში ჩავიდა, მაგრამ იქიდან მუშების გაფიცვის გამო გამოგზავნა ვერ მოხერხდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N32 ცნობით, ქუთაისის ქალაქის სასურსათო კომიტეტმა დაადგინა, რომ მოსალოდნელ შიმშილობასთან და პურის შემოზიდვის შეწყვეტასთან დაკავშირებით პურის ნორმა შემცირდეს ნახევარ გირვანქამდე. 5 დეკემბრიდან თითო სულზე ნახევარი გირვანქა პური გაეცემა, ფიზიკურად მომუშავეებს კი 1,5 გირვანქა მიეცემათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N32 ცნობით, 4 დეკემბერს მოხდება ქუთაისის გუბერნიის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი კრება, სადაც გაირჩევა საკითხი ქუთაისის გუბერნიაში ერობის შემოღების თაობაზე. კრებას მაზრების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 23 ნოემბერს ქ. ქუთაისში გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქციის (რედაქტორი კატო მიქელაძე) ფონდის და ქალთა კლუბის სასარგებლოდ გაიმართა ყულაბებით ფულის შეგროვება. შეგროვდა 2057 მანეთი და 77 კაპიკი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 7 დეკემბერს ეკატერინე გაბაშვილისა და დარია ახვლედიანის თაოსნობით ქ. თბილისში გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ ქართველ მწერალ და მსახიობ ქალთა საღამო გაიმართებოდა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 16 ნოემბერს ქუთაისის საერთო ქალთა პოლიტიკური კლუბის მიერ მოწვეულ კრებაზე მარიამ ყაუხჩაშვილის გიმნაზიის დარბაზში 19 ნოემბრის ეროვნულ ყრილობაზე თბილისში გასაგზავნად დელეგატად აირჩიეს კატო ნიკოლაძე, მის კანდიდატად კატო მიქელაძე. პირველის ავადმყოფობის გამო ყრილობას დაესწრო კატო მიქელაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N32 ცნობით, ყოფილი იმპერატორის, ნიკოლოზ რომანოვის იაპონიაში გაქცევის ამბავი ტყუილი გამოდგა. მის დასაცავად ტობოლსკში წითელი გვარდია გაიგზავნა, უკანასკნელი ცნობებით, მისი ოჯახი კრონდშტატში გადაჰყავთ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N32 ცნობით, სროლის გამო ქ. თბილისი შიშმა მოიცვა, დაიხურა მაღაზიები, ქუჩებში შეიარაღებული რაზმი დადიოდა, სასახლის წინ ტყვიამფრქვევები იდგა, მცხოვრებთ თავდასაცავად იარაღი დაურიგეს. სასახლეს გარედან იცავდა სამხედრო რაზმი პოლკოვნიკ სტეფანე ახმეტელაშვილის ხელმძღვანელობით.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 4 დეკემბრის (N32) გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ გამოქვეყნდა მარიამ ლიშნევსკაიას „ეკონომიკური რეფორმა შეუღლებისა“, გერმანულიდან თარგმნილი მ. როგოვიჩის მიერ. ავტორი წერს ბავშვის აღზრდასა და განსაკუთრებით მისი სოციალიზაციის („სოციალური პედაგოგიკა“) მნიშვნელობაზე (საბავშვო ბაღები, საზოგადო სკოლები და ა. შ.).

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 26 ნოემბერს საღამოს 5 საათზე ქ. ქუთაისის სამკითხველოში ჩატარდა ქალთა საერთო კრება, რომელსაც დაესწრნენ ქუთაისის ქალთა კლუბის წევრები და გამგეობა, ასევე მუშა ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები. კრებას თავმჯდომარეობდა კატო მიქელაძე, რომელმაც წარუდგინა 19 ნოემბრის ეროვნული ყრილობის ვითარება, თუ რა როლი მიაკუთვნეს იქ ქალებს და როგორ შეხვდა სამანდატო კომისია ქუთაისის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის წარმომადგენელსა და ძველი „ქალთა საზოგადოების“ დელეგატს. მან კრებას აცნობა, რომ სამანდატო კომისიამ ქალთა კლუბისა და მუშა ქალთა ორგანიზაციის დელეგატებს მიანიჭა სათათბირო ხმა და ქალთა საზოგადოების დელეგატს კი გადამწყვეტი ხმა. კრებაზე გადაწყდა აერჩიათ ხუთი ქალისგან შემდგარი კომისია, რომელშიც შევიდოდნენ ქალთა კლუბის, მუშა ქალთა ორგანიზაციის და ასევე ძველი საზოგადოების წევრები. კომისიას დაევალა ძცელი საზოგადოების გამგეობას დაუნიშნოს წლიური კრება 15 დეკემბრამდე, თუ გამგეობა წლიურ კრებას არ მოახდენს, მაშინ თავად კომისიამ უნდა მოიწვიოს კრება ამ საზოგადოების საკითხის გასარკვევად. ამავე კრებაზე კატო მიქელაძემ წამოაყენა წინადადება მოწვეული იქნას ქალთა საგუბერნიო კონფერენცია და ქალთა საერთო პოლიტიკურ კლუბს შეეცვალოს სახელწოდება და იწოდებოდეს ქუთაისის საგუბერნიო ინტერპარტიულ ქალთა კავშირად.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) დაიბეჭდა ბაბო სულხანიშვილის წერილი „სიმართლის გზისკენ“ ფემინიზმის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ეროვნულ ყრილობაზე სოციალისტმა ცერცვაძემ კითხვით მიმართა ნოე ჟორდანიას, რატომ არ ჰყავდათ ქალებს თავიანთი წარმომადგენელი საბჭოში, რაზეც მან უპასუხა, რომ პარტიაში ქალები ჰყავდათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19-20 ნოემბრის ყრილობაზე ეროვნული საბჭოს არჩევის დროს ერთი ქალიც არ დასახელდა, გარდა მინადორა ტოროსელიძისა, რომელიც არჩეული იყო არა როგორც ქალთა წარმომადგენელი, არამედ როგორც ფრაქციის წევრი და თან უკანდიდატოდ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ნოემბერს ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიამ წაიკითხა მოხსენება პოლიტიკურ შიდა მმართველობაზე და აღიარა საქართველოს ტერიტორიული ავტონომია. ამის შემდეგ კრება 15 წუთით შეწყდა და დრო დაეთმო სხვა გამომსვლელებს, რომლებიც სიაში წინასწარ იყვნენ ჩაწერილი, სიის ბოლოში მოხვდა ქუთაისის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის დელეგატი, კატო მიქელაძე, რომელსაც სიტყვა არ მისცეს. კატო მიქელაძემ კრების თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19-20 ნოემბერს ქ. თბილისში საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა პარტიებმა ჩაატარეს ეროვნული ყრილობა. ყრილობაზე ქალებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 4 დეკემბრის (N32)გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ჩვენ და ეროვნული ყრილობა“ 19-20 ნოემბერს გამართული ეროვნული ყრილობის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N31) ცნობით, მოქალაქე ნინა ხანანაშვილმა ქ. სამტრედიის ქალთა წრის გასაძლიერებლად შესწირა 10 მან., რისთვისაც ქალაქის გამგეობა დიდ მადლობას უხდის.