რეგისტრირებული ფაქტები89431
სორტირება თარიღი კლებადობით
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 5 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას დაესწრო. სხდომის დადგენილებით სათავადაზნაურო სკოლის დასახმარებლად 13 500 მანეთი, ხოლო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დასახმარებლად 11 000 მანეთი გამოიყო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 2 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საერთო კრებას, რომელზეც სათავადაზნაურო სკოლის დაარსების საკითხი განიხილეს.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ კულტურის სფეროს მოღვაწეები 18 მაისს ქართული თეატრალური საზოგადოების დამფუძნებელ კრებაზე დასასწრებად მიიპატიჟა.
1879
ტიპი: გარდაცვალება
1879 წლის მაისში სოფ. ზედა ზეგნის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იოვანე მახარობელას ძე დოგრაშვილი გარდაიცვალა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 30 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას, რომელზეც ბანკის წლიური ანგარიში განიხილეს.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 30 აპრილს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძე მეორედ აირჩიეს ბანკის მმართველად.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 30 აპრილს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ კოლეგებს ქართული თეატრისთვის 3000 მანეთის გამოყოფა შესთავაზა. სხდომამ ილიას წინადადება მიიღო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 23 აპრილს ილია ჭავჭავაძეს ცენზურამ ნება მისცა „გლახის ნაამბობი“ ცალკე წიგნად გამოეცა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პროექტი დაამტკიცეს.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 12 ივლისს კონსტანტინე მამაცაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას მოახსენა, რა რაოდენობის წიგნები და სასკოლო ინვენტარი იყო საჭირო რუისის ახალგახსნილი სკოლისთვის.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 11 აპრილის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ ხელის მოწერა თბილისში მიიღებოდა გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში და ქუთაისში - ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

