რეგისტრირებული ფაქტები89436
სორტირება თარიღი კლებადობით
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მეორე მოსამზადებელ კლასში ქართულის მასწავლებელი იყო პოლიევქტო კვიცარიძე.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1-ელ იანვარს გასაყიდად უნდა გამოსულიყო გიორგი თუმანიშვილის მიერ შედგენილი წიგნი „ალმანახი“, რომელიც ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებში 2 აბაზად გაიყიდებოდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში- ფარნაოზ ნათიევისას, ქუთაისში - ალექსი ჭიჭინაძის წიგნის მაღაზიაში და ახალციხეში - ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა შემდეგი წიგნები: თ. ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები და შექსპირის „მეფე ლირი“.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 29 დეკემბერს სოფ. კორბოულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ გლახუას ძე შეყლაშვილი გარდაიცვალა.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 29 დეკემბერს სოფ. მოძვის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ გლახუას ძე შეყლაშვილი გარდაიცვალა.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 16 დეკემბერს ტყაჩირის წმ. კვირიკესა და ივლიტეს ეკლესიის მღვდელი ნესტორ სიმონის ძე ცქიტიშვილი გარდაიცვალა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 15 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახელმწიფო ქონებათა გამგეობა თავისუფალი მამულების იჯარით გაცემის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა გლეხებს, რასაც ორმაგი ზარალი მოჰქონდა ქვეყნისთვის. მამულებს ხელში მოხერხებული მოვაჭრენი იგდებდნენ და დროულად არ იხდიდნენ მამულის იჯარას.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხაილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკის წესდების თანახმად, გაიყიდებოდა ქუთაისში მდებარე ქვითკირის სახლი, რომელიც ბესარიონ ანდრიას ძე ხელთუფლიშვილს ეკუთვნოდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში უნდა გაეყიდათ ივანე თეიმურაზის ძისა და ელისაბედ თეიმურაზის ასული ამილახვრების მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 3641 მანეთი და 46 კაპიკი იყო.

