რეგისტრირებული ფაქტები89436
სორტირება თარიღი კლებადობით
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ იასე ქაიხოსროს ძე სალაგოვის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი, სათიბი, საძოვარი მიწები და ტყე, რომლებიც მდებარეობდა თბილისის მაზრის სოფელ ბორბალოში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის „დროებაში” სტამბოლიდან მოსულ ამბავი დაიბეჭდა, რომლის მიხედვით, ე.წ. “მუნთუანთ დარბაზში” მე-17 საუკუნის ბოლოს იულონ ბატონიშვილი ცხოვრობდა. დარბაზი ურიებს ჩაუვარდათ ხელში და თორად გადააკეთეს.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის “დროების” ცნობით, ვენის გაზეთები იუწყებოდნენ, რომ მუხთარ-ფაშას მცირე აზიაში არსებული ოსმალოების ჯარების ყარსში დაყენება გადაეწყვიტა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ “დროების” ცნობით, ალექსანდროპოლში მიმდინარე ომის დროს, 27 სექტემბერს ოსმალოების მთავარსარდალმა მუხთარ-ფაშამ უკან დაიხია.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ “დროების” ცნობით, 28 სექტემბერს რუსებმა განდევნეს ოსმალოები კავკასიიდან და მათი პოზიციები: სუბბოტანი და ჰაჯი-მალი დაიკავეს. ოსმალოების მთავარსარდალმა მუხთარ-ფაშამ თავს გაქცევით უშველა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „დროების” ცნობით, ოსმალთა ჯარი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მუხთარ-ფაშა, რუსებთან ბრძოლაში დამარცხდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 28 სექტემბერს მუხთარ-ფაშამ ყარსის მცხოვრებნი არზუმსა და ტრაპიზონში გადაასახლა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 13 ოქტომბრის „დროების" ცნობით, სტეფან ხუდადოვი შავი, ფერადი მელნითა და წაღების საცხით ვაჭრობდა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის „დროების” ცნობით, ოსმალთა მხედართმთავარი მუთხარ-ფაშა დამარცხდა რუსებთან ბრძოლაში.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მიხაილის აზნაურობის ბანკის განცხადება, რომ გაიყიდებოდა ქუთაისში მდებარე მამულები, რომელთა მფლობელები იყვნენ: ნიკოლოზ ანტონის ძე ფირალოვი და ელისაბედ სვიმონის ასული ჩარექოვი. ასევე გაიყიდებოდა სოფელ კვალითში, ცხრაწყაროსა და ზოვრეთში მდებარე მამულები.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 6 ოქტომბერს თელავში პარაკლისი გადაიხადეს მუხთარ-ფაშაზე გამარჯვების აღსანიშნავად. პარაკლისს ესწრებოდნენ თელავის მაზრის თანაშემწე დროზდოვი, დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძე და ადგილობრივი ჯარის უფროსი მაჭავარიანი.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის პირველ ოქტომბერს ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი დიმიტრი სვიმონის ძე აბაშიძე გარდაიცვალა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 29 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, ნაფარეულში ლეკები თავს დაესხნენ ა. ჯორჯაძის საქონელს და 130 სული კამეჩი და ძროხა მოიპარეს.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ-ს სტატია ფშავში არსებული სკოლების შესახებ. მისი გადმოცემით, მოსწავლეებს სიშორის, ცუდი ამინდებისა და გზების გამო ძალიან უჭირდათ სკოლაში სიარული, ხოლო ის მოსწავლეები, რომლებიც კვირიდან კვირამდე სკოლაში რჩებოდნენ ცუდ პირობებში ყოფნა უწევდათ, თუმცა მზად იყვნენ სწავლის გამო შეგუებოდნენ ამ გარემოს. ამის მიუხედავად, ისინი შესაბამის განათლებასაც ვერ იღებდნენ იქ მომუშავე პედაგოგებისგან.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დროზდოვი თელავის მმართველის თანაშემწე იყო.

