საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89442

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ნ. იმნაიშვილის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი დაჭრილთა და დასახიჩრებულთა ოჯახებისა და ომში დაღუპულთა ოჯახების უზრუნველყოფისათვის 5 000 000 მან. გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობაში“ დუშეთის სამაზრო ერობის გამგეობამ სკოლების ინსტრუქტორ ექვთიმე მიქელაძეს საქმეების მოსაგვარებლად ერობაში სასწრაფოდ გამოცხადება სთხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მომარაგების სამინისტროს მთ. რწმუნებულმა ქუთათელაძემ სამინისტროს შეატყობინა, რომ შემსყიდველებს დამზადებული აბრეშუმი სოხუმიდან, ოჩამჩირიდან, ფოთიდან და ბათუმიდან კონსტანტინეპოლით გააქვთ და ითხოვს, სათანადო ნებართვის გარეშე აბრეშუმის რკინიგზით გადატანა აიკრძალოს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანის ბარათი ამერიკის ახლო აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარის, პოლკოვნიკ ჰასკელის მიმართ, რომელშიც მას მთავრობის სახელით მადლობას უხდის გაწეული მუშაობისთვის.