რეგისტრირებული ფაქტები88489
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 9 გამოქვეყნდა რედაქციის (კატო მიქელაძე) წერილი კრისტაბელ პანკჰერსტის „საზარელი მტარვალობის“ თარგმანის დასრულებასთან დაკავშირებით. ავტორის ცნობით, გაზეთ „მეგობარში“ დაიბეჭდა წერილი „პროტესტი ქართველი ქალისა“, რომელშიც ამ წერილების თარგმანს მოიხსენიებდნენ როგორც ვულგარულ გამოსვლას და მედიცინის წარმომადგენელთა გამოკვლევას საზიზღარს უწოდებდნენ.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა კრისტაბელ პანკჰერსტის „საზარელი მტარვალობა (რას ფიქრობენ ქალები)“, ბოლო ნაწილი, რომელიც 1914 წელს დაიბეჭდა „ქალთა პრესსაში“. პუბლიკაციაში ავტორი წერს, რომ მამაკაცთა აზრით, ქალები პოლიტიკურ თავისუფლებას ითხოვენ სქესობრივი თავისუფლების გამო. სუფრაჟისტებს კი მიაჩნიათ, რომ ქალები საარჩევნო ხმის მიღების შემთხვევაში უფრო მეტს გააპროტესტებენ სქესობრივ უთანასწორობას, რათა სქესი არ გადაიქცეს სათამაშოდ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17 დეკემბერს საქართველოს მთავარი კომიტეტის პლენარულ კრებაზე პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს კონსტანტინე მაყაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეებად – ტიციან ტაბიძე და აკაკი ფაღავა და წევრებად – ვახტანგ კოტეტიშვილი და ვალერიან რუხაძე.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ახალ მწერალთა კავშირის საბჭომ მთავარ კომიტეტში წარმომადენლებად აირჩია პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და ვახტანგ კოტეტიშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, კოლაუ ნადირაძე აწარმოებდა მოლაპარაკებას რ. ს. ფ. ს. რ.-ის წარმომადგენელთან თეოდორე დოსტოევსკის ხელნაწერების შეძენის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 თებერვალს სოფ. ბაზალეთში ჩატარდა მიტინგი, სადაც მენშევიკების მხრიდან გამოდიოდა ისიდორე რამიშვილი, ხოლო ბოლშევიკებისა – თედო შუშიაშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 15 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ონის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის, გიორგი კვიტაშვილის წერილი, რომელშიც იგი ონის გიმნაზიის მოსაწყობად გაღებული შეწირულობისთვის მადლობას უხდის შემდეგ პირთ: სპირიდონ ოტიას ძე ბენდუქიძეს, რაჟდენ ყარამანის ძე დათეშიძეს, ალექსანდრე მიხეილის ძე ჯაფარიძეს, ვარლამ ლავრენტის ძე კანდელაკს, ალექსანდრე გიორგის ძე ბაქრაძეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის თანაშემწე ქარცივაძემ ბორჩალოს მაზრაში ადმინისტრაციულ დაწესებულებათა რევიზია ჩაატარა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს თბილისიდან დუშეთის მაზრაში ბოლშევიკებმა პარტიის აგიტატორები – თედო შუშიაშვილი, ნესტორ ცერცვაძე და ფოფხაძე გაგზავნეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრი რ. ჩხაიძე აქვეყნებს ოზურგეთელ გვარდიელთა სიას, რომელთაც შტაბი დაეხმარა: სამსონ ხურციძე, დათიკო პავლოვი, დავით ჭანუყვაძე, არსენ ქავჯარაძე, დათიკო სურგულაძე, ვატა ხავთასი, ალექსანდრე კუნჭულია, ილიკო ვადაჭკორია, ეპიფანე დარჩია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 ივლისის „ერთობაში“ გურიის საოლქო შტაბის წევრი რ. ჩხაიძე აქვეყნებს იმ გვარდიელთა სიას მუხურის თემიდან, რომელთაც შტაბი დაეხმარა: ზოსიმე ფირცხალაიშვილი, ივაკი ფირცხალაიშვილი, კალისტრატე იმნაიშვილი, ქრისტეფორე იმნაიშვილი, იოსებ დოლიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ლუიზა ჰენრიხის ასული ჰორნიგი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის ხატვის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით ალექსანდრე ნიკიტას ძე მირზოიანი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ხატვის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით ფეოდოროვი თბილისის ვაჟთა მეექვსე გიმნაზიის ხატვის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, დანიშნულია დავით კაკაბაძე თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით გოკიელი-საბაშვილისა თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის ფრანგულის პედაგოგად დაინიშნა.

