რეგისტრირებული ფაქტები88490
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელ ოქტომბერს აკაკი გიორგის ძე აბულაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ 1911, 1912, 1913 წლებში ერევანში კერძო პედაგოგად მუშაობდა და იმავე პერიოდში სახალხო დირექტორმა ბორის იაკობის ძე ვასილიევმა მასწავლებლად მიიწვია პროგიმნაზიაში, რომელიც მისი მფარველობის ქვეშ იყო. აბულაძის საბუთები ე. წ. „ლექციის წიგნი" ერევნის ოლქის სახალხო სკოლების დირექციაში ინახებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 ივნისს მეათე უბნის კომისარმა ღონღაძემ და მისმა თანაშემწე შვანგირაძემ დაიჭირეს თავრიზის რკინიგზის უფროსის თანაშემწე კილიატხან კალანტარი, რომელსაც საქართველოდან დიდძალი ოქროს ლირები უნდა გაეტანა. მან აღიარა, რომ ეს ფული ეკუთვნოდა ვაჭარ რახმანოვს, რომელსაც სავაჭრო ჰქონდა თავისუფლების მოედანზე თამამშევის ქარვასლაში.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 1-ლ ოქტომბერს აკაკი გიორგის ძე აბულაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ საშუალო განათლების მიღების შემდეგ გაემგზავრა გერმანიაში და სწავლობდა კიოტინის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ორი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და სხვადასხვა მიზეზის გამო აღარ დაბრუნდა სწავლის დასასრულებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 7 ივლისს გარდაცვალებიდან 15 წლისთავის აღსანიშნავად სოფელ გუბში ადგილობრივი მოღვაწის ნესტორ წერეთლის საიუბილეო საღამოს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
კლუბების, რესტორნების, სასტუმროებისა და სხვა მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის გამგეობის პრეზიდიუმმა გამოაცხადა, რომ 1920 წლის 15 ივნისიდან გამგეობის წევრები – აპოლ. ბოლქვაძე, ლიუბა კანდესი და სიბირცევი – წევრებად აღარ ირიცხებოდნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი სექტემბრიდან ალექსანდრე ოვაკიმეს ძე ბეზირგანოვი ახალციხის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხატვა-ხაზვის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 18 ოქტომბრიდან სპირიდონ ბედიაშვილი ფონ ბრენერის კერძო სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 29 იანვარს თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი პედაგოგიური საბჭოს დადგენილებით ქართული ენისა და ფსიქოლოგიის მასწავლებლად აირჩიეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი სექტემბრიდან 1919 წლის პირველ თებერვლამდე თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი სიღნაღის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის, ისტორიისა და ფსიქოლოგიის მასწავლებელი იყო.
1891
ტიპი: პირადი ინფორმაცია
თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი, თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელი, დაიბადა 1891 წლის 4 მაისს. მართლმადიდებელი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი თებერვლიდან თედო ბეგიაშვილი თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ქართული ენისა და ფსიქოლოგიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან ანდრია ბეგიაშვილი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 1-ლ სექტემბრამდე თამარ ბებურიშვილი მასწავლებლად მუშაობდა პეტრაშევის კომერციულ სასწავლებელში.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის პირველი სექტემბრიდან თამარ ბებურიშვილი სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე კომიტეტმა გეოგრაფიისა და ბუნების-მეტყველების მასწავლებლად მიიწვია.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 1-ლ სექტემბერს თამარ ბებურიშვილმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა პეტრაშევის კომერციულ სასწავლებელში.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით სასწავლებელთა გაეროვნების გამო ხონის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგი ალექსანდრა მავრიკის ასული ჩხენკელი-ზველსკაია შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით ხონის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგი რახილ ბახარევსკაია სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით გორის საოსტატო სემინარიის მოსამზადებელი კლასის პედაგოგი გ.პოპოვი სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით გორის საოსტატო სემინარიის გალობის პედაგოგი გრიბუშინი სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით გორის საოსტატო სემინარიის ხატვა-ხაზვის პედაგოგი ა. ლუტოსლავსკი სასწავლებლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით სასწავლებელთა გაეროვნების გამო გორის საოსტატო სემინარიის სომხური ენისა და მათემატიკის მასწავლებელი ბ. შაგინიანცი შტატის გარეშე დარჩა.

