რეგისტრირებული ფაქტები88502
სორტირება თარიღი კლებადობით
1870
ტიპი: მფლობელობა
1870 წლის 9 მარტს სოხუმის მთავარ სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო პეტრე იოსების ძე სააკოვის ერთსართულიანი სახლი, რომელიც მეპატრონეს სესხის, 7542 მანეთის, გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლის თებერვალში ქუთაისის კეთილშობილთა კლუბში დაიდგა გიორგი ერისთავის პიესა „უჩინმაჩინის ქუდი“.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლის თებერვალში ქუთაისის კეთილშობილთა კლუბში დაიდგა რაფიელ ერისთავის მიერ თარგმნილი კომედია „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწინდნენ“.
1870
ტიპი: გარდაცვალება
1870 წლის 22 იანვარს სოფ. დიხაშხოს წმ. სამების ეკლესიის მღვდელი სვიმონ გიორგის ძე სუპატაშვილი გარდაიცვალა.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წელს ფოსტის ქუჩაზე, სემინარიის პირდაპირ, ზუბალაშვილების სახლში ი. ივანოვის ბიბლიოთეკა-სამკითხველო გაიხსნა. ბიბლიოთეკა ფასიანი იყო და დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობდა.
1870
ტიპი: თანამდებობა
1870-იან წლებში დავით მელიქიშვილი რუსეთში, ნეჟნიგოროდის დრაგუნთა პოლკში მოხალისე ჯარისკაცად ჩაეწერა.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წელს ილია ჭავჭავაძე ანტონ ფურცელაძის სახლში დაესწრო მწერლის ახალი რომანის, „მაცი ხვიტიას“ საჯარო კითხვას.
1870
ტიპი: თანამდებობა
1870-1900 წლებში ეფრემ იესეს ძე გაჩეჩილაძე სოფ. აჭარის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1870
ტიპი: თანამდებობა
1870-1874 წლებში მოსე იოვანეს ძე მესხი იწის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წელს ხოვლეში მარიამ იოსების ასულ მამაცაშვილის სახელობის სკოლის დამაარსებელ ახალგაზრდებს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების სურვილიც ჰქონდათ, მაგრამ მოსალოდნელ წინააღმდეგობათა გამო განზრახვა ვერ განახორციელეს და მათი კავშირი დაიშალა.

