რეგისტრირებული ფაქტები81459
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ საქართველოს მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭო იუწყება ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის გარდაცვალებას.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ დაბეჭდილი თეოფანე ზემო აკეთელის წერილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილ წევრ სიმონ ხუხუნაიშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ქაშვეთის ეკლესიაში დანიშნული იყო დამფუძნებელი კრების კანცელარიის მოსამსახურის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ვერა საღარაძის პანაშვიდი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ფინანსთა სამინისტრომ მიიღო ხისგან ქაღალდის გაკეთების სპეციალისტის, როზენკრანცის შუამდგომლობა. იგი აღნიშნავდა, რომ ჰქონდა გაუმჯობესებული ქაღალდის საკეთებელი მანქანები და 7-8 თვის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა ქარხნის ამუშავება. წარადგინა მისი მოწყობის გეგმა და ხისგან დამზადებული საქონლის ნიმუშებიც. სამინისტრომ ეს მასალები შესასწავლად სპეციალისტს გადასცა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ წერს, რომ საინჟინრო-ტექნიკური ჯარების უფროსმა, გენ. თაყაიშვილმა სამხედრო მინისტრს წარუდგინა მოხსენება უმაღლესი სამხედრო-ტექნიკური განათლების საქმის განვითარების საჭიროების შესახებ, რათა ამ გზით მომზადდეს საავტომობილო და საჰაერო საქმის სპეციალისტთა კადრი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობას“ რუბენ ყიფიანმა დეპეშით აცნობა, რომ მთელ სვანეთში იარაღის აკრეფა დასრულდა. 4 სექტემბერს მოწვეული ჰყავდათ სვანეთის წარმომადგენელთა კრება ზოგიერთი საკითხის მოსაგვარებლად. ფრანგი მწერალი ქალი ოდეტ კიუნი ყაჩაღებს შეუშინებიათ. ყაჩაღებმა იარაღი რომ ჩააბარეს, მწერალი მათ გახარებული დაემშვიდობა; რამდენიმე დღე მათთან ერთად იმგზავრა დამფუძნებელი კრების წევრმა ვლასა მგელაძემ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს ქაშვეთის ეკლესიაში ილია წინამძღვრიშვილის პანაშვიდს დაესწრნენ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეები: ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე და ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლები: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების თავმჯდომარე ს. ყაზახაშვილი, მიწათმოქმედების სამინისტროს ხაზინადარი თ. მეგრელიშვილი, მეღვინეობა-მევენახეობის ყრილობის საბჭოს მდივანი გ. წინამძღვრიშვილი, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე მიქაბერიძე და ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი პ. გოთუა. დაკრძალვის ხარჯები მიწათმოქმედების სამინისტრომ გაიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს თბილისის 1-ლი კომერციული სასწავლებლის დირექტორმა აარონ სარქისოვმა საკომერციო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის ყოფილი ინსპექტორი გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძე მისდამი რწმუნებულ სასწავლებელში ისტორიის მასწავლებლად დაემტკიცებინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების სენაკის განყოფილების თხოვნა 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნის მაღაზია „განათლების“ მეპატრონის, სილიბისტრო თავართქილაძის თხოვნა 40 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისთვის 30 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების თავმჯდომარის, დავით კარიჭაშვილის თხოვნა 6 სექტემბრიდან ერთთვიანი შვებულების მიცემის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა და მისი მოვალეობის შესრულება სეით იაშვილს დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განსვენებული ილია წინამძღვრიშვილის სახელობის ფონდის გასაძლიერებლად 10 000 მანეთის გადადება გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, ნინო ნაკაშიძე და შიო დედაბრიშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ილია წინამძღვრიშვილის დაკრძალვას გამგეობის ყველა წევრი დასწრებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის გადაწყვეტილება ადგილობრივი სკოლის ქონების ქალაქის გამგეობისთვის დათმობის შესახებ. ქონება უნდა გადაეცათ გამოსაყენებლად, არა საკუთრებად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის, ივანე ავალიშვილის თხოვნა უფროსი ნოქრის მიწვევის შესახებ. გამგეობამ ამ საქმის გამორკვევა პრეზიდიუმს დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კავკავის ქართულ სკოლაში 370 მოსწავლე სწავლობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველ ქალთა საზოგადოების თხოვნა ახლად გახსნილი ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის საზოგადოების გამოცემებიდან თითო ეგზემპლარის მიცემის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ყიფიანის თხოვნა წიგნის აკინძვის ფასის მომატების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს მასწავლებელთა კავშირის ბიუროს თხოვნა 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ თედო სახოკიას ვაჟა-ფშაველას ნაწერების ბიბლიოგრაფიის შესადგენად 60-საათიანი მუშაობისთვის 6 000 მანეთი ჰქონდა მიღებული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორჯომის განყოფილების გამგეობის თხოვნა 40 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისთვის 30 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა.