საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88502

1870

ტიპი: თანამდებობა

1870-1916 წლებში ნესტორ ავქსენტის ძე რობაქიძე ძევრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1870

ტიპი: თანამდებობა

1870 წელს გიორგი კანდელაკი ჭყვიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1870

ტიპი: თანამდებობა

1870-79 წლებში პავლე გიორგის ძე ოყრეშიძე ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წლიდან თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მოსე ჯანაშვილს აკრძალულ ლიტერატურას აწვდიდა ეგნატე იოსელიანი.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წელს მოსე ჯანაშვილმა სამწერლო მოღვაწეობა დღიურების წერით დაიწყო.

1870

ტიპი: ღონისძიება

მოსე ჯანაშვილი 1870 წელს გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლიდან ჟურნალ-გაზეთებსა და სამეცნიერო გამოცემებში მოსე ჯანაშვილმა დაბეჭდა 662 თხზულება.

1870

ტიპი: ავტორობა

1873 წელს კონსტანტინე ნიკოლაძის ჟენევის სასწავლებელში სწავლის შესახებ ივანე მესხს დაუწერია წერილში „ყმაწვილების აღზრდა შვეიცარიაში“.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ივანე მირიანაშვილმა თავისი შვილი ალექსი სოფელ საცხენისის სკოლაში წაიყვანა სასწავლებლად.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს საცხენისის სკოლაში გადასული ალექსი მირიანაშვილი მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა.

1870

ტიპი: განათლება

1870 წლიდან ალექსი მირიანაშვილმა მრავალი სკოლა მოიარა კახეთში, სანამ მამამისმა ივანემ თელავში არ წაიყვანა სასულიერო სასწავლებელში მისაბარებლად.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს თელავში ჩასული ალექსი მირიანაშვილი თელავის სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად ერთ იქაურ მღვდელს უნდა მოემზადებინა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წლიდან ალექსი მირიანაშვილის სკოლიდან სკოლაში გადასვლის მიზეზი მამამისის გამოუცდელობა და კარგი სკოლების არცოდნა იყო.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წლიდან ალექსი მირიანაშვილის მამა ივანე ცდილობდა შვილი კარგ სკოლაში მიებარებინა და რადგან არ იცოდა, სად იყო ასეთი სკოლა, ვინც რას ურჩევდა, შვილიც იქითკენ მიჰყავდა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წლისთვის სოლომონ კოპტონაშვილმა პურის მოსავლით შეძლებულ გლეხებსაც გადააჭარბა.

1870

ტიპი: განათლება

შიო მღვიმელმა ანბანი და წერა-კითხვა 1870-იან წლებში სოფელ შილდაში ისწავლა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში შიო მღვიმელი უფროსმა ძმამ, გიორგიმ სოფელ შილდაში წაიყვანა.

1870

ტიპი: თანამდებობა

1870-იან წლებში გიორგი ქუჩუკაშვილი სოფელ შილდაში მასწავლებელი იყო.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში შიო მღვიმელმა ძმასთან ერთად შილდისკენ მიმავალ გზაზე პირველად იმგზავრა მატარებლით.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში შილდისკენ მიმავალ გზაზე შიო მღვიმელი და მისი ძმა გიორგი თბილისში ჩავიდნენ, საიდანაც მატარებელი კახეთისკენ მიემგზავრებოდა.

1870

ტიპი: ავტორობა

1870-იან წლებში შილდისკენ მიმავალ გზაზე შიო მღვიმელმა და მისმა ძმამ, გიორგიმ ერთი ღამე თბილისში, ავლაბრის სადგურში, გაათენეს.

1870

ტიპი: ავტორობა

1870-იან წლებში შილდისკენ მიმავალ გზაზე შიო მღვიმელმა და მისმა ძმამ, გიორგიმ ერთი ღამე თელავის დუქანში გაათენეს.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში შილდაში ჩასულმა შიო მღვიმელმა და მისი ძმამ, გიორგიმ ლეკების შემოსევის გამო სოფლის ციხე-გალავანს შეაფარეს თავი.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში ვარიანში მხოლოდ ორი მონადირე იყო: წეროებზე − ურჯუმელაშვილი გლახა და მტრედებზე − სანდრო ქუჩუკაშვილი.