რეგისტრირებული ფაქტები88502
სორტირება თარიღი კლებადობით
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-იან წლებში აბაშიძეებს, ვისთანაც დუტუ მეგრელი იზრდებოდა, მასწავლებლებად შვილებისთვის დაქირავეული ჰყავდათ რუსები.
1870
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ქუთაისის პანსიონში გადასვლით დუტუ მეგრელს დიდი ტვირთი მოეხსნა, რადგან სამადლოდ სხვებთან ცხოვრება აღარ მოუწევდა.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-იან წლებში ზაქარია დედაბრიშვილი ღარიბი მღვდელი იყო, რომელიც ერთი სამრევლოდან მეორეში გადადიოდა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 25 დეკემბერს გაზეთ „დროების“ თანახმად, იშვიათი ქართული წიგნების ახლებური გამოცემის პროექტს გრიგოლ ორბელიანი ხელმძღვანელობდა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „დროების“ თანახმად, იშვიათი ქართული წიგნების ახლებური გამოცემის პროექტისთვის საჭირო სახსრების მოძიება გრიგოლ ორბელიანმა პლატონ იოსელიანს დაავალა.
1869
ტიპი: გარდაცვალება
1969 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კერძო განცხადება, რომელიც განსვენებული ქაიხოსრო თეთრაძის მემკვიდრეებს მოუწოდებდა, რწმუნებულ დ. ჩუბინოვისთვის წარედგინათ საბუთები სამემკვიდრეო თანხის, 70 თუმნის, მისაღებად.
1869
ტიპი: ავტორობა
1969 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ კილოკავაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა კირილე ლორთქიფანიძის წერილი „ორიოდე სიტყვა უფ. იაკ. გოგებაშვილისგან შედგენილ ხელთმძღვანელოზედ“, რომელშიც ავტორი ერთმანეთს ადარებს იაკობ გოგებაშვილის, პლატონ იოსელიანისა და პეტრე უმიკაშვილის ანბანის სწავლების მეთოდებს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1969 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა კერძოობითი განცხადება, რომელიც განსვენებული ქაიხოსრო თეთრაძის მემკვიდრეებს მოუწოდებდა, რწმუნებულ დ. ჩუბინოვისთვის წარედგინათ საბუთები სამემკვიდრეო თანხის, 70 თუმნის მისაღებად.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 4 დეკემბერს გაზეთი „დროება“ წერდა ახალი, არომატული ჩაის შესახებ, რომელიც ქუთაისში, ქალანთაროვის მაღაზიებში, იყიდებოდა.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ქალაქისთავად აირჩიეს თავადი იასონ თუმანოვი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 29 ნოემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი სრულიად რუსეთის ხელთ-საქმარების გამოფენის შესახებ, სადაც ქართული ექსპონატები გენერალ-მაიორ ალექსანდრე მურავიოვს უნდა წარედგინა.

