რეგისტრირებული ფაქტები84920
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 29 დეკემბრის მოხსენების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში იყო 24 ვაჟთა გიმნაზია (ამასთან ოთხი ოთხკლასიანი გიმნაზია – V, VI, VII, VIII კლასები), სამი რეალური სასწავლებელი, 21 ქალების გიმნაზია, ოთხი საოსტატო სემინარია, ერთი ინსტიტუტი და სამი კომერციული სასწავლებელია (ორი თბილისში, ორი ქუთაისში).
1912
ტიპი: ავტორობა
ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი მოხსენებაში „საშუალო სასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“ აღნიშნავდა, რომ საშუალო სკოლის მასწავლებლის ხელფასი 495 მანეთს შეადგენდა. 1912 წლის 10 მაისის კანონით უმაღლესგანათლებული სკოლის მასწავლებელი თვეში 195 მანეთის გასამრჯელოს იღებდა, 1918 წლის 5 მარტის კანონით კი მათ 300 მანეთი დაემატათ.
1941
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1941 წლიდან ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში მუშაობდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის შემოდგომაზე გიორგი შარაშიძე და ნინო ქიქოძე საცხოვრებლად გადავიდნენ ჭიათურაში, სადაც ქალთა სკოლა დააარსეს.
1906
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1906 წელს ქრისტინე შარაშიძე ჭიათურაში ცხოვრობდა და კერძო გაკვეთილებს ატარებდა.
1930
ტიპი: ავტორობა
1930 წლის 23 აპრილს ქრისტინე შარაშიძე თბილისიდან ბახვში მშობლებს სწერდა, რომ 88 სალექსიკონო სიტყვის მიღებისთანავე აცნობა მათ ღია წერილით, ორი დღის წინ კიდევ მიიღო მამისაგან სიმღერა–გალობის ტერმინები და სხვა საინტერესო მასალა. სანამ არნოლდ ჩიქობავა საბოლოოდ არ შეამოწმებდა, სიტყვების რაოდენობა ვერ გაირკვეოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის მოხსენება საგანგებო სასამართლოს ახალი წევრისა და ბრალმდებლის მოადგილის დანიშვნის შესახებ. დაადგინეს: საგანგებო სასამართლოს წევრად ქრისტეფორე რაჭველიშვილის მაგივრად დაინიშნოს ლაზარე შურღაია, ბრალმდებლის მოადგილედ – ჩხატარაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება სენაკის ქართული სკოლისთვის 15 965 მანეთის გაღების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება შიო ჩიტაძის ობლებისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. ობლებს, თითოეულს, გაუზარდეს პენსია თვეში 25-დან 50 მანეთამდე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის მოადგილის მოხსენება 18 ათასი მანეთის მიცემის შესახებ ტაბახმელის აგარაკის პატრონების – ყაზაროვისა და შანშიევისთვის იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგათ ივლისში მათ აგარაკში წითელი გვარდიის ყოფნის გამო. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის მოადგილის მოხსენება კაპიტან რედკინის ქვრივისათვის 325 მან. ტალონების განაღდების შესახებ. დაადგინეს, მიეცეს ამის საშუალება როგორც გამონაკლისს, ქვრივს, დაბადებით კალანდარიშვილს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლად სიმონ მდივანი აირჩა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება ჯარისკაცთა და ოფიცერთა ფორმების შესახებ.
1951
ტიპი: ღონისძიება
1951 წლის 12 ივნისს ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში დანიშნული იყო რენე შმერლინგის დისერტაციის საჯარო დაცვა.