საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87112

1854

ტიპი: ნასამართლეობა

1854 წელს ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვი მემამულე მირონ ამიროვმა დაატუსაღებინა.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს ქართული თეატრის დირექტორმა გიორგი ერისთავმა თანამდებობა დატოვა და მის ადგილზე ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვი დაინიშნა.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს ანდრია სვიმონის ძე მელქაძე უძლოურის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს რომანოზ იესეს ძე ვარდოსანიძე უხუთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს ანდრია სულას ძე ფხაკაძე ფარცხანაყანევის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს გრიგოლ ბესარიონის ძე ანთაძე ხარაგაულში ფაქუთის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს ექვთიმე ბეჟანის ძე კანდელაკი ქვაყუდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854-60 წლებში ანტონ სვიმონის ძე ჯაოშვილი ჩხირაულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს იოვანე გიორგის ძე სორმაგაძე ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854-77 წლებში მათე ანდრიას ძე შანიძე წიაღუბნის წმ. კვირიკესა და ივლიტეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854 წელს ონიფანტე ნადირაძე ბლაღოჩინის თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 14 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტმა ივანე მალხაზის ძე ანდრონიკოვმა თურქები დაამარცხა ახალციხის მახლობლად.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 7 ნოემბერს რუსთა ჯარმა გენერალ-ლეიტენანტ ანდრია ოსიპის ძე ბრუნერის ხელმძღვანელობით თურქები დაამარცხა აწყურის ციხესთან.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 3 ნოემბერს პოდპოლკოვნიკმა აპოლონ ერნესტის ძე ციმერმანმა ახალქალაქის ციხე-სიმაგრე დაიცვა თურქების შემოტევისგან.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 2 ნოემბერს გენერალ-ლეიტენანტ ვასილ იოსების ძე ბებუთოვის განკარგულებით შვიდი ბატალიონი დაიძრა ალექსანდროპოლიდან.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის პირველ ნოემბერს რუსთა მეოთხე ბატალიონმა გენერალ-მაიორ კოვალევსკის ხელმძღვანელობით აიძულა თურქები ახალციხე დაეტოვებინათ.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853 წლის პირველ ნოემბერს ახალციხესთან ბრძოლაში რუსთა მეოთხე ბატალიონის მეთაური იყო გენერალ-მაიორი პეტრე პეტრეს ძე კოვალევსკი.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის ნოემბერში ალექსანდროპოლიდან გენერალ-მაიორ დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანის ხელმძღვანელობით დაძრულ ქარავანს თავს დაესხნენ ქურთები.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის ნოემბერში გენერალ-მაიორ დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანის ჯარებმა არტილერიის დახმარებით უკუაგდო თურქთა შემოტევა.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853 წლის ნოემბერში რუსთა ალექსანდროპოლიდან დაძრულ შვიდ ბატალიონს მეთაურობდა გენერალ-ლეიტენანტი დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანი.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853 წლის ნოემბერში გენერალ-ლეიტენანტი ვასილ იოსების ძე ბებუთოვი იყო თურქეთის საზღვართან მოქმედი რუსთა ჯარის მეთაური.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის ნოემბერში რუსთა ქარავანზე ქურთების თავდასხმა მოიგერია დრაგუნთა ორმა დივიზიამ პოლკოვნიკ ტიხოვცევის მეთაურობით.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853 წლის 30 ოქტომბერს პოლკოვნიკი ყორღანოვი გურიის რაზმს მეთაურობდა თურქებთან გამართულ ბრძოლაში.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 30 ოქტომბერს პოლკოვნიკმა ყორღანოვმა გურიის რაზმის ნაწილით დაამარცხა თურქები, რომლებიც ოზურგეთს მიადგნენ.

1853

ტიპი: ავტორობა

1853 წლის 20 ოქტომბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მანიფესტი თურქებისთვის ომის გამოცხადების შესახებ.