საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89225

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა ბოიჩევსკის განკარგულების ეფექტურად განხორციელებისთვის, რომლის დამსახურებითაც, 1865 წელს რამდენიმე ათასმა ჩეჩენმა გაიარა თბილისის გუბერნია და თერგის მაზრის გავლით მივიდა ოსმალეთამდე.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა რუდანოვსკის განკარგულების ეფექტურად განხორციელებისთვის, რომლის დამსახურებითაც, 1865 წელს რამდენიმე ათასმა ჩეჩენმა გაიარა თბილისის გუბერნია და თერგის მაზრის გავლით მივიდა ოსმალეთამდე.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადას ყუზანოვს განკარგულების ეფექტურად განხორციელებისთვის, რომლის დამსახურებითაც, 1865 წელს რამდენიმე ათასმა ჩეჩენმა გაიარა თბილისის გუბერნია და თერგის მაზრის გავლით მივიდა ოსმალეთამდე.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ რომანოვმა მადლობა გადაუხადა კოლუბანსკის განკარგულების ეფექტურად განხორციელებისთვის, რომლის დამსახურებითაც, 1865 წელს რამდენიმე ათასმა ჩეჩენმა გაიარა თბილისის გუბერნია და თერგის მაზრის გავლით მივიდა ოსმალეთამდე.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 12 ოქტომბერს თბილისში, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში გაიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ავადმყოფობის გამო სამსახურიდან უნდა დაეთხოვათ კავკასიის მეფისნაცვლის უმთავრესი სამმართველოს მედიცინის დოქტორი და მრჩეველი, ივანე მარკუზოვი.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 12 ოქტომბერს თბილისში, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში გაიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც მიქაბერიძე უნდა დაენიშნათ სენაკის გამგეობის მმართველად.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 10 ოქტომბრიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, თუმანიშვილს ორი თვით დაატოვებინეს თანამდებობა, რადგან ის ამ პერიოდში საფრანგეთსა და იტალიაში იმყოფებოდა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, მესამე მომიჯნავე კომისიის მოსამართლე წევრი იოსებ წინამძღვრიშვილი „კოლლეჟსკი სეკრეტარი“ გახდა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის მიწის მზომავი, როტინოვი გახდა „ტიტულიარნი სოვეტნიკი“.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, საფინანსო დეპარტამენტის ბუღალტერი, მიხეილ ამბარდანოვი გახდა „ტიტულიარნი სოვეტნიკი“.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს ბრძანებით, ივანე თუმანიშვილი გახდა „კოლლეჟსკი ასსესორი“.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს ბრძანებით, ლავრენტი არდაზიანი, რომელიც მსახურობდა თბილისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიაში, გახდა „ნადვორნი სოვეტნიკი“.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, ნაცვალოვი გახდა „ნადვორნი სოვეტნიკი“.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, „კოლლეჟსკი სოვეტნიკი“ ვახტანგ გურამოვი, რომელიც იქამდე საგლეხო საქმის სასამართლოში თბილისის აზნაურობის მიერ დანიშნული წევრი იყო, გახდა „სტატსკი სოვეტნიკი“.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით, მეექვსე კლასისა და განსაკუთრებული მინდობილობის მოხელე ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი გახდა „სტატსკი სოვეტნიკი“.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით ანტონ ყარაევი კოლეგიის ასესორი გახდა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის ოქტომბერში ქუთაისში დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის თაოსნობით გაიხსნა სასწავლებელი ახალგაზრდა ქალებისთვის, რომელშიც წერა-კითხვა და სხვადასხვა ხელობა ისწავლებოდა.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1866 წლის პირველ ოქტომბერს თბილისში დაიბადა არტემ ახნაზაროვი.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 26 სექტემბრიდან, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, ნაკაშიძე უნდა დაენიშნათ რწმუნებულად სახელმწიფო ქონების დეპარტამენტში.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 26 სექტემბრიდან ნიკოლოზ ყენია კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, უნდა გამხდარიყო ოზურგეთის პირველი განყოფილების მომრიგებელი შუამავალი.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1866 წელს მიხეილ რომანოვმა მელიქოვის თანაშემწეს, პოლკოვნიკ კომაროვს, დავალების გულდასმით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1866 წელს მიხეილ რომანოვმა დავალების გულდასმით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა მელიქოვის თანაშემწეს, პოლკოვნიკ ჩიჯავაძეს.

1866

ტიპი: სტატუსი

ჩიჯავაძე იყო თავადი.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 23 სექტემბერს მიხეილ რომანოვის ბრძანებით კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის დირექტორი ვიტტე დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მრჩეველად. იგი იმავდროულად დარჩა წინა თანამდებობაზეც.

1866

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1866 წელს მიხეილ რომანოვმა დავალების გულდასმით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა მელიქოვის თანაშემწეს, გენერალ-მაიორ ჯომარჯიძეს.