რეგისტრირებული ფაქტები80985
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 7 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, არტურ ვართანოვის წიგნის მაღაზიაში მეექვსე კარი „ყარამანიანისა“ იყიდებოდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, გ. ა. ტატევოსოვი პედიატრი იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ი. ნ. ეგიაზაროვი ნევროლოგი იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, პ. ნ. დემიდოვი მეან-გინეკოლოგი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 10 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილი ხელახლა აპირებდა თავისი „სასოფლო გაზეთის“ გამოცემას.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 10 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ლავრენტი არდაზიანის რომანი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 11 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ბესარიონ ღოღობერიძემ ჯიხაიშში დააარსა გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ბანკი.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 11 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში ქართული სახალხო სიმღერების ნოტები იყიდებოდა.
1878
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1878 წლის 6 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ივანე ხიმშიაშვილი ილია ჭავჭავაძის მეგობარი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 11 ოქტომბრის „დროებაში“ თამბაქოს გაყიდვის შესახებ ივანე ალხაზოვის განცხადება დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, რაფიელ ერისთავმა სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე ღვინის მოყვანისა და ყურძნის სხვადასხვა ჯიშის შესახებ ისაუბრა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ეპისკოპოსი გაბრიელი იმერეთის სოფლების მოსახლეობას ხვდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის წიგნის მაღაზიაში „კრებული“ იყიდებოდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 14 მარტს პოლკოვნიკ ვლადიმერ (ლადო) დავითის ძე ვაჩნაძეს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ნახევარი წლის წირვას და პანაშვიდს გადაუხდიდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სიმონ სარდანის ძე ლორთქიფანიძემ, ანდრო ანტონის ძე შუბლაძემ და სიმონ ბეჟანის ძე ლორთქიფანიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს თითოეულმა 1.50 მანეთი შესწირა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 13 ივლისს სოხუმში ცნობილი ყაჩაღი მამსირ აბრაგიბ-გაბისონია ჩამოახრჩეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ივლისს ქუთაისში თავადმა თ. ა. ერისთავმა ვექილ კალისტრატე ჩიკვაიძის ძმა, დიდიმ ჩიკვაიძე დაჭრა.