რეგისტრირებული ფაქტები89691
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სემინარიადამთავრებული ფარულავა მარტვილის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნოე ქუთათელაძე – უმაღლესი განათლებით, მარტვილის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მიხეილ პეტრეს ძე ლაბარტყავა მარტვილის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქარვასლის გამგე ირ. რამიშვილის წერილი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას უნდა გადაეხადა ქარვასლაში დაქირავებული ოთახების ქირის ყოველთვიური ხარჯი, 720 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, აღძრულიყო შუამდგომლობა მიწათმოქმედების სამინისტროს წინაშე, რომ საზოგადოებას გადასახადის მომატება არ შეხებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ნიკოლოზ იოსელიანის თხოვნა, აღიძრას შუამდგომლობა, რათა ავადმყოფი საზოგადო მოღვაწე გიორგი იოსელიანი (წყალტუბელი) მოეთავსებინათ მიხეილის საავადმყოფოში. გამგეობა დაეთანხმა ამ თხოვნას.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მატრონე ჩაჩავა 1917 წელს დაარსებული ხუჯუნის უმაღლესი დაწყებითი სკოლის ხელგარჯილობის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სოხუმის რეალური სასწავლებლის კურსდამთავრებული ივანე ანტონის ძე კიზირია 1917 წელს დაარსებული სუჯუნის უმაღლესი დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის ეპარქიული გიმნაზიის კურსდამთავრებული ალექსანდრა გრიგოლის ასული ჯაში 1917 წელს დაარსებული სუჯუნის უმაღლესი დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სიმონ იაკობის ძე მატკავა 1917 წელს დაარსებული სუჯუნის უმაღლესი დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ლუარსაბ ბოცვაძის და თევდორე კიკვაძის მოხსენებები „ბუნების კარის“ შესწორების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ამ საქმის მოგვარება სასკოლო კომისიას მიენდო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული მიხეილ ფარნაოზის ძე ჩიტაია 1917 წელს დაარსებული სუჯუნის უმაღლესი დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სოფელ შრომის სკოლის გამგე იოსებ ჩხატარაიშვილის მოხსენება 1-ლი აპრილიდან გრიგოლ ჩიქვინიძის სამსახურიდან წასვლის შესახებ. სხდომის დადგენილებით, მისი წასვლის შემდეგ შემცვლელს არ დანიშნავდნენ, ვინაიდან სკოლა ერობას უნდა ჩაბარებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკოლოზ იორ. ძე ქამუშაძე 1917 წელს დაარსებული სუჯუნის უმაღლესი დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა.

