საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89217

1829

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი სტატიიდან ირკვევა, რომ პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტს არარატის მწვერვალი დაუპყრია 1829 წლის 27 სექტემბერს.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 27 სექტემბერს პროფესორმა ივანე ეგორის ძე პაროტმა არარატის მთა დალაშქრა.

1829

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი, რომლის ადრესატი იყო გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პავლე სტეფენეს ძე სანკოვსკი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, 1829 წლის 3 აგვისტოს ახალციხის მხარის მმართველ პოლკოვნიკ თედორე კარლის ძე დრეშერნის განკარგულებით აკურთხეს ახალციხის ახალაშენებული ქალაქის მიდამოები. კურთხევის რიტუალი ჩატარებულა ქალაქის მთავარ მოედანზე, სადაც სამი ქუჩა გამოდიოდა. ამ ქუჩებზე განაწილებულან ბერძენ-ქართველი, სომეხი და კათოლიკე მღვდლები, ხოლო ებრაელები – ამათგან განცალკევებით.

1829

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილში აღწერილი იყო ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრება. როგორც ირკვევა, მაჰმადიანთა მიერ დანგრეული ქალაქი ხელახლა გაუშენებიათ მდინარე ფცხოვის მარცხენა სანაპიროზე. 1829 წლის 3 აგვისტოს იმ მხარის მმართველ პოლკოვნიკ თედორე კარლის ძე დრეშერნის განკარგულებით უნდა ეკურთხათ ახალაშენებული ქალაქის მიდამოები და დაერიგებინათ მიწები ხალხისათვის.

1829

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი, რომლის ადრესატი იყო გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პავლე სტეფანე ძე სანკოვსკი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, 1829 წლის 3 აგვისტოს იმ მხარის მმართველ პოლკოვნიკ დრეშერნის განკარგულებით ჩატარებულა ახალციხის ახალაშენებული ქალაქის მიდამოების კურთხევის ცერემონია. მთავარი მოედნისაკენ დაძრულან ოთხი სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები: ქართველები და ბერძნები, კათოლიკეები, სომხები და ებრაელები. კათოლიკეებს ხატებითა და ჯვრებით სამღვდელოება მოუძღოდა, არზრუმიდან გადმოსახლებულ სომხებს მთავარეპისკოპოსი კარაპეტი ექვს არქიმანდრიტთან ერთად. საკმაოდ უბადრუკ სანახაობას წარმოადგენდა ბერძენთა და ქართველთა პროცესია. მათ მხოლოდ ხის ჯვარი და საკურთხი წყლის თასი ჰქონიათ. პროცესია მორჩილად მიყვებოდა დეკანოზ იოსებ ორბელიანოვს, რომელსაც დაძონძილი, ალაგ-ალაგ ამომწვარი ანაფორა ეცვა.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 21 ივლისს მეცნიერები, კუპფერი, ლენცი და მეიერი იალბუზზე ავიდნენ.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 20 ივნისს ივანე თედორეს ძე პასკევიჩმა თურქეთის სერასკირი გაკი-ფაშა ტყვედ აიყვანა.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 19 ივნისს გენერალ-ადიუტანტმა ივანე თედორეს ძე პასკევიჩმა თურქეთის სერასკირი გაკი-ფაშა დაამარცხა დაბა კაინლისთან.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 15 ივნისს თბილისში ჩამოსულ ექსპედიციას პროფესორ პაროტის ხელმძღვანელობით გამოკვლევები უნდა ჩაეტარებინა არარატის მთაზე.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 15 ივნისს თბილისში ჩამოვიდა სწავლულთა ექსპედიცია დერპტის უნივერსიტეტის პროფესორის, პაროტის ხელმძღვანელობით.

1829

ტიპი: ავტორობა

1829 წლის ივნისში პარიზში ჟურნალ „მხედრის“ №1-ში კლარა მესხის წერილი გამოქვეყნდა.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 7 მაისს თბილისს ესტუმრა სპარსეთის უფლისწული ხოზრევ-მირზა.

1829

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი ივანე ივანეს ძე შოპენის წერილიდან ირკევა, რომ 1829 წელს იგი სამსახურებრივი დავალებით მოგზაურობდა არარატის მთის მახლობლად მდებარე სოფლებში.

1829

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით, 1829 წელს მთავარეპისკოპოს დოსითეოზს სამშოლოში დაბრუნების ნება დართეს.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წელს საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორი პეტრე დემიანის ძე ზავილეისკი დაინიშნა ხელმძღვანელად ექსპედიციისა, რომელსაც დაევალა ამიერკავკასიაში რუსეთის ფინანსური სარგებლის ზუსტად განსაზღვრა.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წელს გერასიმე მინდელი სოფ. ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წელს ბესარიონ შავგულიძე სოფ. ბანოჯის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წელს სიმონ ნანიტაშვილი სოფ. ბაზალეთის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წელს სვიმონ ვასილის ძე ფერაძე სოფ. ბეღლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წლამდე პართენ ქორიძე სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წლამდე დავით ნიკოლაძე სოფ. გამოჩინებულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წლამდე ტიმოთე სიმონის ძე ოდილავაძე სოფ. გვაზაურის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წლამდე ტიმოთე სიმონის ძე ოდილავაძე სოფ. გვაზაურის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წლამდე ზაქარია ღურწკაია სოფ. გვიშტიბის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წელს ვასილ გაბრიელის ძე მოსეშვილი სოფ. გუბის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.