რეგისტრირებული ფაქტები90611
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი პოლიტიკური განათლების საბიბლიოთეკო განყოფილება სთხოვს 3 მილიონის წიგნებს ნისიად. განჩინებით ამ თხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო იყო განათლების კომისარიატის ოფიციალური მიმართავა. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე შიო დედაბრიშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ივანე ავალიშვილის თხოვნა 15 ივნისიდან თვენახევრიანი შვებულების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ავალიშვილისთვის ერთთვიანი შვებულება მიეცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მ. კაკაბაძე, ქრ. შარაშიძე, თ. კიკვაძე, ნ. ნაკაშიძე, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი, თავმჯდომარის მოვალობის შემსრულებელი: შ. დედაბრიშვილი.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე ავალიშვილი აცნობებს, რომ 5 და 6 იანვარს შესრულებული ზედმეტი სამუშაოსთვის ანაზღაურება ერგება მაღაზიის შემდეგ მომსახურეებს: დევაძეს, გლადიშევს, დანელიას, ბახტაძესა და ავალიშვილს, ხოლო ერთი დღის: ავალიშვილს, ბახტაძეს, დანელიასა და სტეფანოვს. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მაღაზიის მომსახურეებისთვის შესაბამისი ანაზღაურება.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ სენაკის გამგეობას კუთვნილი ქონება ჩამოართვეს. დაიკეტა სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველო. მუშაობა შეჩერდა საქსოვ სახელოსნოსა და წიგნის მაღაზიაში. რევოლუციურმა კომიტეტმა ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ განათლების კომისარიატის წევრებმა სენაკის გამგეობასთან შეუთანხმებლად გასცეს ბიბლიოთეკისა და საქსოვი სახელოსნოს მუშაობის ნებართვა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 10 ივნისს პარიზში კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს საერთო დეკლარაცია (4 ეგზემპლარად), რომელსაც ხელს აწერენ სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის თავმჯდომარე ავეტის აგარონიანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის თავმჯდომარე ალი მანდარ-ბეგ თოფჩიბაშევი, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის დელეგაციის თავმჯდომარე ა. მ. ჩერნიაევი და საქართველოს რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აკაკი ჩხენკელი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 6 ივნისს დავით ალექსანდრეს ძე მგელაძემ ატესტატი ნოტარიულად დასამოწმებლად ნოტარიუს კონსტანტინე ალექსის ძე ბახტაძეს მიუტანა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 6-9 ივნისს ჟენევაში გამართულ ერთა ლიგის საზოგადოებათა V კონგრესზე საფრანგეთის საზოგადოების წარმომადგენელმა, ისტორიკოსმა, პროფ. ოლარმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, ეს დემოკრატიულად მოწყობილი ერი, დაიპყრო უცხოელმა ჯარმა ქართველი ხალხის აშკარა სურვილის წინააღმდეგ.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 6-9 ივნისს ჟენევაში გამართულ ერთა ლიგის საზოგადოებათა V კონგრესზე რუსეთის საზოგადოების წარმომადგენელმა ბრიანჩანინოვმა, რუსმა შავრაზმელმა, მოითხოვა რეზოლუციის ტექსტში სიტყვების „უცხოელ ჯარმა დაიპყროს“... მაგიერ შეეტანა „ბოლშევიკებმა დაიპყრეს“. აშკარა იყო, მას სურდა ხაზი გაესვა, რომ საქართველო რუსეთს, ე.ი. უცხოელ ჯარს, არ დაუპყრია. ეს შესწორება კონგრესმა უკუაგდო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: ნინა კანდელაკი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ქარცივაძე, გიორგი მირიანის ძე გურგენიძე, ალექსანდრე იოსების ძე ბერელაშვილი, ივანე ურუშაძე, ლუბა ლომინაძე, გიორგი კონიაშვილი, იოაკიმე ფარნაოზის ძე უშვერიძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას დაესწრნენ: დავით კარიჭაშვილი, იოსებ მახარაძე, ივანე ძიძიშვილი, ელისაბედ ძიძიშვილი, ბართლომე კილაძე, იოსებ იმედაშვილი, აბესალომ ბუკია, ამირან ნიკოღოსოვი, მარიამ ხმიადაშვილი, ქრისტინე შარაშიძე, სერგო გორგაძე, ეკატერინე ყიფშიძე, მაქსიმე გაჟონია, ივანე მგელაძე, გერასიმე ლომჯარია, იოსებ მერკვილაძე და ანა მერკვილაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას დაესწრნენ: ირაკლი რამიშვილი, სოფრომ ტარუაშვილი, მეთოდე კაკაბაძე, დიმიტრი დუმბაძე, ვარლამ ბურჯანაძე, სამსონ ბახტაძე, სოლომონ გულისაშვილი, სიმონ გრიაზნოვი, სპირიდონ თორთლაძე და ირაკლი გუნცაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს პორფირე წიქვაძის, თევდორე კიკვაძის, პლატონ ლეჟავასა და ჯგუფი „ერნის“ მიერ წარმოდგენილი რწმუნებულთა ასარჩევი სია.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს მიხეილ ზანდუკელი, მდივნად – ნიკოლოზ შაფაქიძე.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: თამარ ვასილის ასული ჯაფარიძე, ქეთევან კონსტანტინეს ასული ჯაფარიძე, რევაზ კონსტანტინეს ძე ჯაფარიძე, ბესარიონ პავლეს ძე ჩიქოვანი, დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძე, ჰაიდარ ალიბეგის ძე აბაშიძე, ისააკ ივანეს ძე საბაშვილი, ბენია გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი, ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილი და ვასილ მარკოზის ძე ნოდია.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: გიორგი აქვსენტის ძე ფაღავა, პავლე ლუკას ძე წულაია, ნოე კონსტანტინეს ძე ცინცაძე, ვასილ ბასილის ძე გოგოლაშვილი, ნინო გიორგის ასული გოგოლაშვილი, ბესიკ ნინიას ძე გოგოლაშვილი, გიორგი ბასილის ძე გოგოლაშვილი, სოფიო ვასილის ასული ახმეტელაშვილი, სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი და არკადი მოსეს ძე ავალიანი.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: იოსებ სოლომონის ძე ქარცივაძე, სიმონ ქარცივაძე, ალექსანდრა მეხუზლა, გრიგოლ გიორგის ძე ქარცივაძე, იონა ნემსაძე, მარიამ მხეიძე, ტერეზა ხელაძე, ნეონილა ჩიქვილაძე, სერაპიონ პეტრეს ძე ჩიკვილაძე და სიმონ ჩიქვილაძე.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: მარიამ ქარცივაძე, ნინო იოსების ასული ქარცივაძე, გრიგოლ გორდელაძე, ეკატერინე გორდელაძე, ეფროსინე ბერეჟიანი, ზაქარია ბარტყულაშვილი, მიხეილ თავდგირიძე, ამირან ნიკოლოსოვი, აკაკი ქარცივაძე და ვარლამ ქარცივაძე.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: პელაგია კალანდაძე, ევგენი სამსონის ძე დარჩია, მოსე სიმონის ძე თოიძე, ლიპა ქარცივაძე, ანა ქარცივაძე, ეკატერინე მეგრელაძე, ნინო მამულაიშვილი, ტერეზა პავლეს ასული კალანდაძე, გაიანე ყიფშიძე და ნინო სულიკაშვილი.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: ვარდენ ბეკოს ძე მიქაძე, მარიამ ნიკოლოზის ასული თალაკვაძე, ვერა რომანის ასული ტარუაშვილი, კონსტანტინე ტარუაშვილი, თამარ ტარუაშვილი, ირაკლი ტარუაშვილი, გიორგი ახალაძე, სიმონ სალუქვაძე, სოლომონ იასეს ძე დოლიძე და სიმონ კვინიხიძე.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ახალ წევრებად აირჩიეს: დიმიტრი ქიტუაშვილი, ილია გიორგის ძე ბადრიძე, იონა კიზირია, მიხეილ ზურაბის ძე ზანდუკელი, გრიგოლ გიორგაძე, მამია არსენის ძე ხუხუნაიშვილი, ბესარიონ გრიგოლის ძე გაბუნია, სიმონ სოლომონის ძე ვაჩნაძე, მიხეილ სიმონის ძე ჭყონია და ნიკოლოზ ნოეს ძე ჩიგოგიძე.

