საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის 1830 წლის უმაღლესი განკარგულება. განკარგულების თანახმად, საჭიროდ ჩაითვალა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის კავკასიაში მივლენა იმ მხარეში გავრცელებულ ქოლერასთან საბრძოლველად.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 28 აგვისტოს რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ანდრიას ძე ზაკრევსკი ანგარიშით წარსდგა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის წინაშე. ანგარიში ეხებოდა იმ ზომებს, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის 1830 წლის 28 აგვისტოთი დათარიღებული ანგარიშის ასლი. ანგარიში ეხებოდა იმ ზომებს, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 25 აგვისტოს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალ პასკევიჩ-ერევანსკის თურქეთთან ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენით წარწერით „სიმამაცისათვის“ დაუჯილდოებია გურიის ლაშქრის პრაპორშჩიკები: დიმიტრი ერისთავი, ალექსანდრე მაჭუტაძე, გიორგი და ვახუშტი ნაკაშიძეეები.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 25 აგვისტოს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალ პასკევიჩ-ერევანსკის თურქეთთან ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენით წარწერით „სიმამაცისათვის“ დაუჯილდოებია იმერეთის ლაშქრის პოდპორუჩიკები: სიმონ ასიაშვილი, გიორგი ჩიჯავაძე, დავით აგიაშვილი და ბეჟან ლორთქიფანიძე.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 25 აგვისტოს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალ პასკევიჩ-ერევანსკის თურქეთთან ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით დაუჯილდოებია: სამეგრელოს ლაშქრის მაიორი ლევან ჩიჩუა, გურიის ლაშქრის მაიორი ვახტანგ ერისთავი, იმერეთის ლაშქრის პოლკოვნიკი სეხნია დავითის ძე წულუკიძე.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 25 აგვისტოს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალ პასკევიჩ-ერევანსკის თურქეთთან ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენით წარწერით „სიმამაცისათვის“ დაუჯილდოებია სამეგრელოს განაყოფის პრაპორშჩიკები: ბესარიონ დადიანი, პეტრე დადიანი და ალექსანდრე ხიტუს ძე ფაღავა.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 25 აგვისტოს კავკასიის კორპუსის მთავარსარდალმა პასკევიჩ-ერევანსკის თურქეთთან ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა სამეგრელოს ქვეითი პოლკის პორუჩიკი დავით დადიანი და ორმოცდამეოთხე ეგერთა პოლკიდან გათავისუფლებული პოდპორუჩიკი მელიქოვი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 25 აგვისტოს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალ პასკევიჩ-ერევანსკის თურქეთთან ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დაუჯილდოებია: გურიის ლაშქრის პრაპორშჩიკები, მამუკა თუღუნოვი და გიორგი გურიელი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 25 აგვისტოს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალ პასკევიჩ-ერევანსკის თურქეთთან ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დაუჯილდოებია: სამეგრელოს ლაშქრის პრაპორშჩიკი ალექსი დადიანი, იმავე ლაშქარში მომსახურე სიკო კორზაევი, გურიის ლაშქრის პოდპორუჩიკი ალექსანდრე მამუკას ძე თავდგირიძე.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 16 აგვისტოს სამთავრობო სენატის უმაღლესი განკარგულებით, საქართველოში ოთხი წლის განმავლობაში მომსახურე, ხელმწიფის კარის მრჩეველი ლებედევი კოლეგიის მრჩევლად დაინიშნა.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 15 აგვისტოს, რუსთა მიერ ახალციხის აღების დღეს, ახალციხის მხარის მმართველ თედორე კარლის ძე დრეშერნის განკარგულებით ქალაქში ჩატარდა სამი ადგილობრივი ეკლესიის კურთხევის ცერემონია.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 12 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ: პასკევიჩ-ერევანსკის ქვეითი პოლკის კაპიტანი ვაჩნაძე, ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის პორუჩიკები – ჭავჭავაძე და შალიკოვი, ბელოგოროდის ულანთა პოლკის კავალერიის მაიორი ყორღანოვი, კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის პორუჩიკი ფიქალოვი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ ორმოცდამეოთხე ეგერთა პოლკში მსახურობდნენ: ლეიბ-გვარდიის იუნკერი დოხტუროვი, უნტერ-ოფიცრები – წერეთელი და გარაყანიძე.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ დავით ლევანის ძე დადიანი კაზაკთა პოლკის ლეიბ-გვარდიაში მსახურობდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის ეგერთა პოლკის ლეიბ-გვარდიის იუნკერი დოხტუროვი პრაპორშჩიკად გაამწესეს ორმოცდამესამე ეგერთა პოლკში.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულების მიხედვით, პოდპორუჩიკი ნაკაშიძე გურიის ლაშქარში მსახურობდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ პოდპორუჩიკი ყორღანაშვილი ოცდამეერთე საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ კავკასიის ცალკეულ კორპუსში მსახურობდნენ: მაიორი თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანსკი, პრაპორშჩიკები – ციციანოვი და ჩერქეზოვი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ სამეგრელოს ქვეით პოლკში მსახურობდნენ პრაპორშჩიკი კიკნაძე და უნტერ-ოფიცერი ზუბალაშვილი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ კავკასიის ცალკეული კორპუსის პორუჩიკები: ჩხეიძე და თუმანოვი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ: ქართული გრენადერთა პოლკის პრაპორშჩიკი აფხაზოვი, პასკევიჩ-ერევანსკის ქვეითი პოლკის პრაპორშჩიკი ბურკიევი, კავკასიის ცალკეული კორპუსის პრაპორშჩიკები – ციციანოვი და ჩერქეზოვი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის პორუჩიკი წინამძღვრიშვილი და იმავე პოლკის პრაპორშჩიკები: ავალიშვილი და ჭავჭავაძე.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ: ქართული გრენადერთა პოლკის შტაბს-კაპიტანი ბოსტოევი, იმავე პოლკის პორუჩიკი ოსინოვი, კავკასიის ცალკეული კორპუსის პოდპორუჩიკები – ორბელიანი და ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ კავალერიის პოლკოვნიკი ივანე მალხაზის ძე ანდრონიკოვი და ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის პორუჩიკები, ჭავჭავაძეები.