რეგისტრირებული ფაქტები89942
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქთა კავშირის საექიმო-სასანიტარო საბჭომ განიხილა საკითხი ქალაქების წყლით უზრუნველყოფის შესახებ. ექიმმა მუხარინსკიმ თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ წყლით უზრუნველყოფა საზოგადოებრივი თვითმმართველობის მთავარი ვალდებულება იყო. წყალსადენის მოწყობის დროს უნდა გამოკვლეულიყო წყლის გეოლოგიურ-სანიტარული პირობები, მდინარის წყლის მიწოდების შემთხვევაში მოწყობილიყო საფილტრაციო სადგური, ეპიდემიების დროს შემოეღოთ წყლის და წყალსადენის დაწესებულების დეზინფექცია, ასევე უნდა განვითარებულიყო კანალიზაცია.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 იანვარს სახელმწიფო გვარდიის საგანგებო ბატალიონთან არსებული კ. კაუცკის სახელობის თეატრ „საპიორნში“ (სახელმწიფო საოპერო თეატრის უკან) გაიმართებოდა გიორგი ქუჩიშვილის სალიტერატურო საღამო, აფიშები არ იქნებოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში პიესა „მარიამ მაგდალელს“ ლადო მესხიშვილის მიზანსცენებით მეორედ წარმოადგენდნენ, რადგან პირველი წარმოდგენის ყველა ბილეთი გაიყიდა და საზოგადოების ნაწილი უბილეთოდ დარჩა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 19 იანვარს მეჰმედ ედიბმა ხოფიდან ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისწერა, რომ ბათუმის ავტონომიის მომხრეებს სურდათ შეეკრიბათ 40-კაციანი ასამბლეა, რომელიც გადაწყვეტდა ავტონომიის საკითხებს, მაგრამ, რადგან ბათუმში ქართული ჯარი იდგა, ეს გადაწყვეტილება კანონიერი არ იქნებოდა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მიხეილ ღვამიჩავას „წერ. რედაქციისადმი“, რომელშიც ის რედაქციას მიმართავს თხოვნით, დაადასტურონ, რომ 16 იანვრის ნომერში გარეშეს ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილი „კიდევ ნაციონალიზაცია“ მას არ ეკუთვნის. რედაქციამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დასნეულებული მწერლის, მელანიას (დეკანოზი ნიკოლოზ ნათიძე) სასარგებლოდ რედაქციამ საზოგადოება „იმედისგან“ მიიღო 3 000 მანეთი და დავით კასრაძისგან − 15 000 მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვარს ჯარში, მესანგრე ათასეულის თეატრში წარმოდგენა გაიმართებოდა. ჯარისკაცები ვალერიან გუნიას სამმოქმედებიან კომედიას „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე“ წარმოადგენდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ სახალხო განათლების სამინისტროს ნებართვით, ალექსანდრე გ. საათაშვილმა დააარსა პირველი ქართული ბუღალტერიის კურსები. ყველა საგანი ქართულ ენაზე ისწავლებოდა მისამართზე: თბილისი, დუშეთის ქ. სახლი N9, წყნეთის ქუჩასთან ახლოს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კოოპერატივ „კახეთის“ მფლობელ ლ. ა. გოგნიაშვილის განცხადება, რომ ეძებდა ცეცხლგამძლე სალაროს. კოოპერატივი მდებარეობდა ქართული თეატრის ეზოში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-13 საკომისარიატოს ხელმძღვანელი მიხეილ გოგლიძე და კონტროლიორები – გიორგი ყიფიანი და ბარბალე მელიქოვა. ბიურო მდებარეობდა საბურთალოს თეატრში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-12 საკომისარიატოს ხელმძღვანელი არჩილ მათიკაშვილი, კონტროლიორები – ჩხიკვიშვილი და ბერიძე. ბიურო მდებარეობდა ტექნიკური რკინიგზის სასწავლებელში, შერემეტიევის ქუჩაზე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-11 საკომისარიატოს ხელმძღვანელი გიორგი სადაგიშვილი, კონტროლიორები – კალანდია და კანდაშვილი. ბიურო მდებარეობდა ნაძალადევის თეატრში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-10 საკომისარიატოს ხელმძღვანელი კ. ლაბაური, კონტროლიორები – თამარა შაფათავა და გარაყანიძე. ბიურო მდებარეობდა ქალაქის სახალხო სახლში, კირკის ქუჩაზე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-9 საკომისარიატოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ბადრიძე, კონტროლიორები – ქიტიაშვილი და კირკიტაძისა. ბიურო მდებარეობდა ქალაქის სკოლაში, ჩერქეზიშვილის ქ. N29.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-8 საკომისარიატოს ხელმძღვანელი იაშვილი, კონტროლიორები – რომელაშვილი და ლომაური. ბიურო მდებარეობდა 1-ელი კომერციული სასწავლებლის შენობაში, 19 თებერვლის ქ. N 82.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-7 საკომისარიატოს ხელმძღვანელი გრიგოლ ლორთქიფანიძე, კონტროლიორები – ვლ. ჯაფარიძე და მაისურაძისა. ბიურო მდებარეობდა ქალთა მე-6 გიმნაზიაში, კახეთის მოედანზე.

