საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81839

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ვასილის ძე მანსვეტაშვილი გენერალ ბაგრატ გიორგის ძე ჟღენტის სიძე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო ბაგრატის ასული მანსვეტაშვილისა გენერალ ბაგრატ გიორგის ძე ჟღენტის შვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინა ბაგრატის ასული იავჩენკოსი გენერალ ბაგრატ გიორგის ძე ჟღენტის შვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნატალია ილარიონის ასული ჟღენტისა გენერალ ბაგრატ გიორგის ძე ჟღენტის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალი ბაგრატ გიორგის ძე ჟღენტი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ია კარგარეთელის წერილი „მუსიკა ქართულ სკოლაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მოსე ჯანაშვილის წერილი „ახალი გორი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „შრომა და სურსათი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში პოლონეთის წარმომადგენელმა ვაცლავ ოსტროვსკიმ მიწისძვრით დაზარალებულებს 10 000 მანეთი შესწირა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გამოვიდა ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძის (ჟუჟისპირელის) მოთხრობა „ტყის ძმები“ გურიის 1905 წლის მოძრაობის შესახებ. ფასი 40 მანეთი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს იოსებ იმედაშვილი ყოველკვირეული სახელოვნებო-სალიტერატურო უპარტიო ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში გაიმართა მოლაპარაკება გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბესარიონ ალექსის ძე ჭიჭინაძესა და იტალიის სამოქალაქო მისიის ფინანსურ კომისიას შორის. იტალიის მთავრობამ აიღო ვალდებულება, 30 მილიონი იტალიური ლირა გადაეცა გზათა დეპარტამენტისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში ივანე სარაჯიშვილის ბენეფისისთვის ოპერა „ჰუგენოტები“ უნდა დაედგათ. სარაჯიშვილს რაულის პარტია უნდა შეესრულებინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის რედაქტორობით გამოვიდა ახალი მხატვრული ჟურნალი „პარნასი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში ცნობილი მოცეკვავე ლიდია ჯონსონი ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში ლიდია ჯონსონი თეატრ „ტარტოში“ მეორედ უნდა გამოსულიყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში ტასო აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილისა და შალვა დადიანის შემადგენლობით ქართული დასი თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში აჭარიდან ჩამოსული დელეგაცია შეხვდა აკაკი ჩხენკელს. მათ აჭარასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ანჯაფარიძე ართვინსა და არტანუჯში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში თბილისში ჩამოვიდა მიხეილ ნანობაშვილი, რომელიც პარიზის გრანდ-ოპერაში მღეროდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში აფრიან ევანგულოვი თანამდებობიდან გადადგა და ერევანში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში თბილისის მილიციის უფროს ვლადიმერ სულაქველიძეს პასკევიჩის ქუჩის № 13-ში მდებარე კლუბ „უნიონის“ დახურვა დაევალა, რადგან იქ სისტემატურად თამაშობდნენ ბანქოს, რაც კანონით აკრძალული იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გაზეთ „აზერბაიჯანში“ გამოქვეყნდა ბაქოში ვიზიტად მყოფი საქართველოს საგარეო მინისტრის, ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორის წერილი (სურათით) ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აუცილებლობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელი 1-ელ მარტს ორგანიზაცია „ჩემოსა“ და ტიტო იულევის ძე ვალლაცს შორის დაიდო ხელშეკრულება ამერიკაში 2 000 ტონა მარგანეცის გასატანად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ მარტს ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოსა“ და ტიტო ვალლაცს შორის დაიდო ხელშეკრულება 2000 ტონა მარგანეცის ამერიკაში გატანაზე. ვალლაცი ტვირთში 410 000 იტალიურ ლირას იხდიდა. საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენელი იყო იაკობ ოკონჩი, კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი ჟურული, ხოლო კომიტეტის წევრები – ი. მენაბდე და ნიკო ნიკოლაძე.