საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81839

1920

ტიპი: ღონისძიება

განათლების სამინისტრო გაეცნო თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის 1920 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმების ამონაწერს, სადაც გიმნაზიის მასწავლებელი ნ. ნ. ბარანოვსკი ითხოვს შემწეობას, რადგან მას პალტო გიმნაზიის შენობაში დაეკარგა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის სხდომაზე დაადგინეს აღძრულიყო სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე შუამდგომლობა, რათა ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტს ნება მისცემოდა გაეღო გიმნაზიის სპეციალური თანხიდან 1600 მან. მასწავლებელ ბარანოვსკისთვის შემწეობის აღმოსაჩენად.

1920

ტიპი: ღონისძიება

თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის 1920 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმის მიხედვით, ნ. ნ. ბარანოვსკის ლაბადის დაკარგვის საქმე გიმნაზიის ინსპექტორ ნ. ნ. ქუთათელაძეს ჩააბარეს. სხდომის ოქმიდან ამონაწერის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე, სხდომის ოქმის შემოწმებას ხელს აწერს ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 თებერვლის თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის სხდომის ოქმის მიხედვით, ნ. ნ. ბარანოვსკის ლაბადის დაკარგვის შესახებ ჩვენება მასწავლებელმა მესტიაშვილმა მისცა. სხდომის ოქმიდან ამონაწერის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე და სხდომის ოქმის შემოწმებას ხელს აწერს ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 თებერვლის სხდომაზე თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტმა გადაწყვიტა, შუამდგომლობა აღეძრა სახალხო განათლების სამინისტროსთან, რათა ნებართვა მიეღო გიმნაზიის სპეციალური თანხიდან 1600 მანეთით დახმარებოდა მასწავლებელ ნ. ნ. ბარანოვსკის. სხდომის ოქმიდან ამონაწერის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე; სხდომის ოქმის შემოწმებას ხელს აწერს ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 თებერვლის სხდომაზე თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტმა მოისმინა გიმნაზიის მასწავლებელ ნ. ნ. ბარანოვსკის თხოვნა, რომ სამეურნეო კომიტეტი გიმნაზიაში დაკარგული ლაბადის მოძებნაში დახმარებოდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე და ვარლამ იოსელიანი.

1920

ტიპი: განათლება

1918 წლის 1-ლი ნოემბრიდან 1920 წლის 26 თებერვლამდე განათლების სამინისტროს მიერ სესხის სახით იქნა გაცემული თანხა უცხოეთში მყოფ შემდეგ სტუდენტებზე: 1. ნიკოლოზ ასათიანი 10400 მარკა, 2. ზაქრო შაიშმელაშვილი 11720 მარკა, 3. მუსხელიშვილი 11200 მარკა, 4. ბიძინა რამიშვილი 9100 მარკა, 5. ქობალავა 9750 მარკა, 6. გ. ვარაზაშვილი 12700 მარკა, 7. ირ. გველესიანი 11450 მარკა, 8. მიხეილ და 9. ლევან ხუნდაძეები 21000 მარკა, 10. ალ. გრიგოლია 1400 მარკა, 11. ს. ფოტიდი 1400 მარკა, 12. ხუნწარია 1800 მარკა, 13. ტატიშვილი 700 მარკა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 25 თებერვალს ალექსანდრე ცაგარელი ოლივერ უორდროპს ესტუმრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოს ტერიტორიაზე გამუდმებით ქმნიდნენ პრობლემებს. უორდროპი ცდილობდა, დავა მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად მოეგვარებინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გორში მომხდარი მიწისძვრის დროს ამილახვრების სახლის ფასადიღა გადარჩა. მიხეილ ერისთავის ოჯახის წევრები კი რამდენიმე ხალიჩით მოწყობილ კარავში აფარებდნენ თავს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გორში მომხდარმა მიწისძვრამ 30 000 ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. სტიქიამ დაანგრია გორის ციხის გალავანიც. დიდი ზარალი მიადგა 47 სოფელს, მსხვერპლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა, ხელისუფლება კი მოსახლეობის დასახმარებლად ღონისძიებებს არ ატარებდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიწისძვრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად მთავრობის მიერ შექმნილი საგანგებო კომიტეტის თავმჯდომარედ რაჟდენ არსენიძე აირჩიეს, წევრებად – სიმონ ჯაფარიძე და მთავარი შტაბის წარმომადგენელი ანანია სალუქვაძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიიღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენება რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქალაქთაშორისო სატელეფონო ქსელის მოსაწყობად თანხისა და საჭირო მასალის გადადების შესახებ.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ლიხაურის განყოფილების თავმჯდომარეს, ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძეს სწერდა, რომ თემის საბჭოს გადაწყვეტილება განყოფილების დახურვასთან დაკავშირებით არ შეესაბამებოდა საზოგადოების წესდებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, იუსტიციის მინისტრის რაჟდენ მათეს ძე არსენიძის განკარგულებით მთავრობის სასახლეზე ეროვნული დროშა დაუშვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ 21 თებერვალს ამერიკის საელჩოს მიერ თბილისში გამართულ წვეულებას დაესწრო. შეატყობინა, რომ არქეოლოგთა საზოგადოების წევრები მისთვის საპატიო წევრის სტატუსის მინიჭებას აპირებდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე ლიხაურის თემის საბჭომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გაუქმება გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს რომანოზ ფანცხავას თხოვნა საკუთარი წიგნის ჰონორარის სრული ანგარიშის, 5 300 მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობამ უარი უთხრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს აწყურის სკოლის შეტყობინება სწავლის დაწყების შესახებ. სკოლის 100-მდე მოსწავლისთვის საჭირო იყო სახელმძღვანელოები და სასწავლო ნივთები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება, „დედა ენის“ პირველი ნაწილის დასურათების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, კომისიას გამგეობისთვის დასრულებული მოთხრობების სია და „დედა ენის“ პირველი ნაწილი უნდა წარედგინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბაბილინა კურდღელაშვილის თხოვნა სასტიპენდიო ნაშთებიდან ერთდროული დახმარების მიცემის შესახებ. გამგეობამ მისთვის ერთდროული დახმარების სახით 1 000 მანეთის გადაცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭომ მუზეუმის თანამშრომლებს ხელფასი 500 მანეთამდე გაუზარდა და რადგან საზიარო მსახურები ჰყავდათ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასაც სთხოვა 1-ლი თებერვლიდან მათთვის ხელფასის მომატება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ხელფასებზე თვიურად 46 000 მანეთი იხარჯებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ მოსამსახურეებისთვის ჯამაგირის მომატების საკითხი. განხილვა გადაიდო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იტალიელი ვაჭრის წინადადება საკითხავი წიგნების ნაღდი ფულით შეძენის შესახებ. მისი ჩამოტანილი წიგნებიდან თითოს შეძენა საზოგადოებას 20 000 მანეთამდე დაუჯდებოდა. გამგეობა არ დათანხმდა.