რეგისტრირებული ფაქტები89988
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის აპრილში ანასტასია ხელაძისამ სხვიტორში აკაკის სახ. სკოლის ასაგებ ფონდს მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის აპრილში ანასტასია ხელაძისამ ქართული თეატრის ასაგებ ფონდს მანეთი შესწირა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ივანე როსტომაშვილმა გამოსცა იაკობ ფანცხავას თარგმნილი ფერიერის „დარვინიზმი“.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის შემოდგომაზე ქუთაისში გამართულ მეურნეთა ყრილობაზე თავმჯდომარედ იაკობ ფანცხავა აირჩიეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, იაკობ ფანცხავამ დატოვა საადგილმამულო ბანკის თბილისის განყოფილების გამგის თანამდებობა.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911-1912 წლებში იაკობ ფანცხავა იყო საადგილმამულო ბანკის თბილისის განყოფილების გამგე.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის აგვისტოში ქუთაისის საადგილმამულო ბანკის გამგეობამ და ზედამხედველმა კომიტეტმა იაკობ ფანცხავა თბილისში მიავლინა ამავე ბანკის თბილისის განყოფილების გამგედ.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის მაისში იაკობ ფანცხავა ქუთაისის მიხეილის სახელობის საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრად აირჩიეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის მაისში ჩხრეკისას ჩამორთმეული წიგნები ჟანდარმერიამ იაკობ ფანცხავას რამდენიმე დღეში დაუბრუნა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის მაისში ჩხრეკისას ჟანდარმერიამ იაკობ ფანცხავას სახლიდან უამრავი წიგნი წაიღო.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის პირველ იანვარს იაკობ ფანცხავა დაინიშნა ქუთაისის ქალაქისთავის მოადგილედ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 27 აპრილიდან იაკობ ფანცხავა მუშაობდა ფოთის გამგეობისა და ქალაქის საბჭოს მდივნად.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ნიკო ნიკოლაძემ იაკობ ფარცხავა დანიშნა ქალაქ ფოთის გამგეობის უფროს ბუღალტრად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 აპრილს ნიკო ნიკოლაძემ იაკობ ფანცხავა დანიშნა ქალაქ ფოთის გამგეობისა და ქალაქის საბჭოს მდივნად.

