რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წელს დუტუ მეგრელს სათავადაზნაურო გიმნაზიის ზედამხედველად დანიშვნაზე უარი უთხრეს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ივაშენკოვი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ დაასახელეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ანა მერკვილაძე იყო სამკერვალოს გამგე, რომელიც მამადავითის ქუჩა N 5-ში მდებარეობდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ექიმი მიხეილ გედევანიშვილი პაციენტებს ვერაზე, ყორღანოვის ქუჩაზე, საკუთარ სახლში იღებდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 7 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში, ლავრენტი არდაზანიას რომანი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ იყიდებოდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ყუბანის ყაზახთა სამხედრო შტაბის უფროსი გენერალ-ლეინტენანტი ფიოდორ გერშელმანი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანამდებობაზე ინიშნებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისს ხაშურში კოლა გალუსტოვის თაოსნობით მოყვარულმა მასახიობებმა ავქსენტი ცაგარლის კომედია „ციმბირელი“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს იმპერატორ ალექსანდრე მეორის ძეგლის კურთხევის ცერემონიაზე ქართველ თავად-აზნაურობას მთავარმართებლის სასახლის გოფმეისტერი კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანბატონი და ქუთაისის გუბერნიის მარშალი სიმონ გიორგის ძე წერეთელი წარმოედგენდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის სამსჯავროში სამსონ ყიფიანსა და პროკოფი გელეიშვილს შორის არსებული დავის განხილვა იყო დაგეგმილი.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 25 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე სოფელ ხაშმის სამრევლო სკოლის გამგე, ხოლო ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ივლისს ოზურგეთის მაზრის სოფელ ცხემლისხიდში ვასო ურუშაძის თაოსნობით მოყვარულმა მსახიობებმა ვოდევილი „რაც არ მერგება, არ შემერგება“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივლისს სოფელ სუჯუნაში ნატო გაბუნია-ცაგარელის თაოსნობითა და მონაწილეობით მსახიობებმა ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“ და ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ წარმოადგინეს.
1937
ტიპი: ორგანიზაცია
1937 წელს ივანე მაჭავარიანი საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში გაწევრიანდა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 25 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა სადაზღვევო საზოგადოება „ურბენის“ სარეკლამო განცხადება, რომელსაც საზოგადოების დირექტორები, ბაგრატ და ნიკოლოზ ტერ-მათეუზოვები აწერდნენ ხელს.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 25 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სადაზღვევო საზოგადოება „იაკორის“ სარეკლამო განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც ალექსანდრე გრიგოლის ძე სერგეევი აწერდა ხელს.
1899
ტიპი: ღონისძიება
ივანე მაჭავარიანი 1899 წელს რკინიგზაზე მუშაობის დაწყების შემდეგაც განაგრძობდა ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ივანე მაჭავარიანი იძულებული გახდა რკინიგზაზე დაეწყო სამსახური, რადგან ცენზურა ზღუდავდა მის სამწერლო საქმიანობას.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლამდე ივანე მაჭავარიანი იყო გაზეთის „მოამბე“ სარედაქციო კომისიის მდივანი.