საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86238

1931

ტიპი: განათლება

1931 წელს ირაკლი წერეთელმა დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის შემდეგ ნიკოლოზ ჩხეიძე რუსეთის მეოთხე სახელმწიფო დუმაში მენშევიკთა ფრაქციის თავმჯდომარე იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტიის წევრი თევდორე ზურაბის ძე ღლონტი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აპრილში ირაკლი გიორგის ძე წერეთელმა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წლიდან ირაკლი წერეთელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო იურიდიული საქმიანობა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წელს ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძემ ჩააბარა ხარკოვის საბეითლო (ვეტერინარულ) ინსტიტუტში, საიდანაც სტუდენტური გამოსვლების გამო გარიცხეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს თბილისის სიფილისით ავადმყოფ ქალთა საავადმყოფოს გამგე-ექიმმა ისტამანოვმა ქალაქის გამგეობას თხოვნით მიმართა, თეთრეულის შესაძენად გამოეყოთ 90 თუმანი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის კომერციული სასწავლებლის ყოფილი დირექტორი ფიშერი საოლქო ინსპექტორად დაინიშნა.

1892

ტიპი: ორგანიზაცია

1892 წლიდან ნიკოლოზ ჩხეიძე სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მესამე დასის წევრი გახდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-06 წლებში თევდორე ზურაბის ძე ღლონტი ლანჩხუთში მკითხველთა წრეებს ხელმძღვანელობდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლამდე ნიკოლოზ ჩხეიძე ბათუმის საბჭოს ხმოსანი იყო.

1863

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე ჩხეიძე 1863 წელს დაიბადა სოფ. ფუთში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ნიკოლოზ ჩხეიძე საფრანგეთში გაემგზავრა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტიის წევრი არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს შალვა ქარუმიძემ მოსკოვის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტიის წევრი სვიმონ გურგენის ძე მდივანი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტების სარევოლუციო პარტიის წევრი იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ირაკლი წერეთელი ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908-09 წლებში ლეო შენგელაია სოციალ-რევოლუციონერთა პარტიაში მუშაობდა.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წლიდან თევდორე ზურაბის ძე ღლონტი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913-14 წლიდან თევდორე ღლონტი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარი გამგეობის წევრი იყო.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის 7 ივლისს ნიკოლოზ ჩხეიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლიდან ნიკოლოზ ჩხეიძე თბილისის სათათბიროს ხმოსანი იყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს სამეურნეო საზოგადოების საბჭომ განიხილა პურის ვაჭრობის მოწესრიგების საკითხი, რისთვისაც შექმნეს კომისია, რომლის წევრები იყვნენ: აბგარ ა. იოანესიანი, ალექსანდრე თომას ძე ფრიდონოვი, გრიგოლ გ. ადელხანოვი, ივანე ალექსანდრეს ძე თაიროვი.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლიდან ნიკოლოზ ჩხეიძე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა.