საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82566

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს მთავრობის განკარგულებით სენაკის მაზრის სამსახურს გარეშე მყოფი პოლკოვნიკი ფარნაოზ მხეიძე წმ. ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 23 ოქტომბერს მინდვრის კულტურის მოღვაწეთა სხდომაზე ალექსანდრე ქალანთარმა დასვა საკითხი, შიმშილობის დროს როგორ მიეწოდებინათ ხალხისთვის სათესლე ხორბალი. გადაწყდა, თბილისში დაარსებულიყო სათესლე ხორბლის ბიურო. ბიუროს დააარსებლად მან 200 მან. შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ქალაქ სიღნაღის ზოგიერთმა რწმუნებულმა თბილისის გუბერნატორთან გაასაჩივრა სექტემბერში გამართული სიღნაღის ქალაქისთავის არჩევნები. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ ქალაქისთავად არჩეულ ვართან ენიკოლოფოვს არ ჰქონდა კანონიერი ცენზი, ამიტომ მისი არჩევა არ შეიძლებოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ბელგიის უსახელო საზოგადოების წარმომადგენელმა, თბილისის ცხენის რკინიგზის დირექტორმა, ინჟინერმა რაგოლერმა რწმუნების ქაღალდი წარუდგინა თბილისის გამგეობას – ატყობინებდა, რომ უსახელო საზოგადოებამ მას მიანდო მამა დავითის გორაზე ფუნიკულიორის გაყვანის საქმე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს კავკასიის შიდა მრეწველთა კრებაზე ალექსანდრე ქალანთარმა წაიკითხა მოხსენება შიდა მრეწველობის ნაწარმის შესაძლო წარმატებაზე, აღნიშნა, რომ საჭიროა კავკასიაში რაციონალურად მოეწყოს საოჯახო მრეწველობის საქმე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს კავკასიის შიდა მრეწველთა კრებას გახსნა მიულოცა კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს წევრმა ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეიმ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 ოქტომბერს კავკასიის შიდა მრეწველთა კრებას გახსნა მიულოცა სახალხო სკოლების ინსპექტორმა პერევოზნიკოვმა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 11 ოქტომბერს კავკასიის შიდა მრეწველთა კრებაზე ვ. ზელენიცკიმ წაიკითხა მოხსენება ბაქოს გუბერნიაში ვერცხლის მრეწველობის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ვლადიმერ სტაროსელსკიმ კავკასიის მევენახეთა და მეღვინეთა კრებაზე წაიკითხა მოხსენება ამერიკული ვაზის მოვლა-გაშენების შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 11 ოქტომბერს კავკასიის შიდა მრეწველთა კრებაზე ფ. ა. შიმანოვსკიმ წაიკითხა მოხსენება კავკასიაში სამრეწველო ხე-ტყის ჯიშების შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 ოქტომბერს ბათუმის ქალაქის საბჭოში გაიმართა ქალაქისთავის მოადგილის არჩევნები. აირჩიეს გრიგოლ ვოლსკი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 მარტს ქუთაისის თეატრში დავით აკოფაშვილის, ვარლამ რუხაძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა მონაწილეობით სალიტერატურო, მუსიკალურ-დრამატული საღამო გაიმართა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილის „ბუნება და ცხოვრება“ მე-2 ნაწილი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს გ. გვარამაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან არსებული წარმოდგენების მმართველი სექციის თავმჯდომარე იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვანო კარბელაშვილის მოთხრობა „პეპელა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა რედაქციის წერილი დესპინე ივანიძის ავადმყოფობის გამო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 მარტს სამტრედიაში გ. გვარამაძის თაოსნობით წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის პიესა „ციმბირელი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის მარტში „შორაპნის“ სტამბაში დაიბეჭდა კოტე მაყაშვილის ლექსთა კრებული.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 მარტს ვახტანგ ღამბაშიძემ თბილისის ქართველ ქალთა საზოგადოებას წაუკითხა მესამე ლექცია „ნორჩი ბავშვის ჰიგიენა და მოვლა“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 მარტს სახაზინო თეატრში გ. ერიციანმა და აშ. ათანასიანმა სომხურ ენაზე წარმოადგეს „მრუდე სარკე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „კულისებში“ (მსახიობი-პატრი).

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 მარტს თბილისის ქართველ მუშათა მომღერალ-მგალობელთა გუნდმა მიხეილ კავსაძის ლოტბარობით დიდი სახალხო კონცერტი გამართა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის საბჭოს ცეცხლის მქრობელი რაზმის გაუმჯობესების მზრუნველი კომისიის თავმჯდომარე ალიბეგოვმა თანამდებობა დატოვა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ობოლთა სასამართლოს თავმჯდომარე მ. ა. სულიევმა ამ თანამდებობაზე ხელმეორედ კენჭისყრაზე უარი განაცხადა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მარტს განჯაში თბილისის დრამატული საზოგადოების დასმა ვალერიან შალიკაშვილის რეჟისორობით წარმოადგინა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“.