რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორი სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვდა, 1919 წლის პირველი სექტემბრიდან მის მიერ რწმუნებულ გიმნაზიაში ქართული ისტორიის შტატის მასწავლებლად დაენიშნათ თბილისის მერვე გიმნაზიის მასწავლებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან ეკატერინე ბერიძე პედაგოგიურ ინსტტიტუტთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მასწავლებელს, კარპეზ იოსების ძე ბერიძეს მიენიჭა საშუალო სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლის წოდება. 1919 წლის პირველი სექტემბრიდან კი იმავე თანამდებობაზე დამტკიცდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელ სექტემბერს სამტრედიის რკინიგზის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელი რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე თანამდებობაზე დაამტკიცეს. 1919 წლის 2 სექტემბერს ხელს აწერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის განკარგულებით ივლიანე გაბუნია ბანძის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
ფოთის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა გაუგზავნა წერილი სასწავლებელთა მთავარ-გამგეს, რომლის მიხედვითაც აცნობა, რომ ფოთის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თვამჯდომარის მოვალეობის აღმსრულებელი სტეფანე დავითის ძე გაგუა, თანახმად პედაგოგიური საბჭოს სურვილისა, მიიწვიეს ხსენებული გიმნაზიის უმცროს კლასებში 1919 წ. პირველი სექტემბრიდან ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკის მასწავლებლად.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან სტეფანე გაგუა საკუთარი თხოვნის თანახმად, ფოთის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან კიწიის უმაღლესი გამგის თანამდებობის აღმასრულებლად გედეონ ივანეს ძე ხუხუნი დამტკიცდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან ვასილ ჯანაშია კიწიის სასწავლებლის პედაგოგად დაამტკიცეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის პირველი სექტემბრიდან განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის ბრძანებით, ივანე გარსიაშვილი თელავის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან ივანე ერასტის ძე გაჩეჩილაძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან აკაკი გვახარია ქობულეთის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 იანვარს განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ზაქარია კლიმიაშვილს მისწერა, რომ მინისტრის მოადგილის N77 ბრძანებით 1-ლი სექტემბრიდან გიორგი გიორგიძე დამტკიცდა ისტორიის მასწავლებლის თანამდებობაზე. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ აბესაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 იანვარს განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ზაქარია კლიმიაშვილს მისწერა, რომ მინისტრის მოადგილის N77 ბრძანებით 1-ლი სექტემბრიდან გიორგი გიორგიძეს მიენიჭა საშუალო სკოლის მასწავლებლის წოდება ისტორიაში. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ აბესაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან პლატონ გერასიმეს ძე გამზარდია კიწიის სასწავლებლის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილი დაინიშნა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის შტატის მასწავლებლად.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დამტკიცდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ლ სექტემბერს ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი თელავის ვაჟთა გიმნაზიაში რუსული ენის მასწავლებლის თანამდებობაზე დაამტკიცეს და 1-ლ ოქტომბერს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის რუსული ენის მასწავლებლის წოდება მიანიჭეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ხატვის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველ სექტემბრისათვის ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მუშაობდნენ: სერგო თოფურია, ანტონ სულამანიძე, პავლე ბჟალავა და უშანგი ბაღათურია.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან დეკანოზი კონდრატე მალაქიას ძე ჩაჩიბაია კიწიის სასწავლებლის პედაგოგად დაამტკიცეს.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 30 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გუდაუთაში შეიპყრეს ცნობილი ყაჩაღი კოკი დადიანი.

