რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გარეშე საქმეთა სამინისტროს თხოვნა თავის საჭიროებისთვის წიგნსაცავიდან სამუსლიმანო საქართველოს შესახებ არსებული მასალების მიწოდების შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1919 წლის თებერვლის შემოსავალ-გასავალი. შემოსავალი იყო 57323 მან. 79 კაპ., გასავალი – 37680 მან. 87 კაპ. ანგარიში შეამოწმა გამგეობის წევრმა შიო დედაბრიშვილმა. გამგეობამ საზოგადოების ვექილ კირილე ნინიძეს დაავალა 8000 მანეთის ვექსილების განაღდება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბაქოდან მოსული ცნობა, რომ იქ შესაძლებელი იყო 510 ფუთამდე ქაღალდის ყიდვა, ფუთის ღირებულება 120 მანეთი იყო. გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების სახელით ქაღალდის ყიდვის შესახებ, აზერბაიჯანის სახალხო განათლების მინისტრისათვის მიეწერა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გალის სკოლის ყოფილი მასწავლებლის ბორის ეზგუბიას თხოვნა სტიპენდიის დანიშვნის შესახებ. გამგეობამ მას თხოვნაზე უარი უთხრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 თებერვლის დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის განცხადება, რომ საქმისთვის უფრო ხელსაყრელია მაღაზია ღია იყოს 8.30 საათიდან 16.00 საათამდე და საღამოობით არ იღებოდეს. გამგეობის დადგინებით, მაღაზია დღისით უნდა იღებოდეს 9 საათზე, იხურებოდეს 14.00 საათზე, საღამოობით 16.30-იდან 19 საათამდე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პანთეონის გამგის არჩევის საკითხი და დაადგინეს, პანთეონის საქმეთა მმართველად გიორგი ყაზბეგი აერჩიათ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიისა და მასთან არსებული დაწყებითი სასწავლებლის სამი კლასის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელმა, დეკანოზმა ივლიანე აბესაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ყველა სემინარიელს და, ზოგადად, საშუალო განათლებამიღებულ პირებს წარსულში მოუსწრო ახალი შტატის წყობილებამ, რომელმაც სემინარიადასრულებული პირები გაათანასწორა უმაღლეს სასწავლებელდამთავრებულ მასწავლებლებთან, როგორც ჯამაგირით, ასევე, პენსიის მიღების უფლებით.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 8 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიისა და მასთან არსებული დაწყებითი სასწავლებლის სამი კლასის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელმა, დეკანოზმა ივლიანე აბესაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ასწავლიდა მსოფლიო ისტორიასა და გეოგრაფიას მეოთხე კლასში, რომელიც იმავე წელს კვლავ გიმნაზიის შემადგენლობაში ირიცხება. თუ საჭირო იქნებოდა, მას შეეძლო მომავალ სასწავლო წელს თავისი მოსწავლეებისთვის მეხუთე და მეექვსე კლასში წარმატებულად ესწავლებინა აღნიშნული საგნები.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიისა და მასთან არსებული დაწყებითი სასწავლებლის სამი კლასის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელმა, დეკანოზმა ივლიანე აბესაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სთხოვა, რომ აღედგინათ მისთვის წარსულში მინიჭებული უფლება და სხვების მსგავსად ისიც გაეთანასწორებინათ უმაღლესდამთავრებულ მასწავლებლებთან მაღალი ჯამაგირისა და პენსიის მიღების უფლებით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 თებერვალს სახალხო განათლების სამინისტრომ ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ გიმნაზიის საქმისმწარმოებლად პავლე ბლუაშვილი დაენიშნა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 8 თებერვალს ნიკო ალექსის ძე კუცია მოკლეს სოჭის ფრონტზე მოხალისეთა ჯარის შეტაკების დროს.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 8 თებერვალს გარდაიცვალა დეკანოზი ალექსანდრე იოსების ძე სიმონიშვილი.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 8 თებერვალს ალექსანდრე (ტუპა) სვიმონის ძე მაჩაბელი მოკლეს ახალციხის ომში.
1919
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინისგან მიიღო ნოტა, რომელშიც ის თეთრი მოძრაობის ლიდერის, ანტონ ივანეს ძე დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ჩაბმას მოითხოვდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 თებერვალს გზატკეცილების კანცელარიამ ი. ი. გოპაძეს (ყორღანოვის N28. ბ. N15) სთხოვა, 8 ან 10 თებერვალს, 12 საათისთვის, მმართველოში გამოცხადებულიყო (სერგიევის N8).
1919
ტიპი: ავტორობა
სალიკვიდაციო განყოფილების რწმუნებულმა 1919 წლის 6 თებერვალს გზათა მინისტრს მიმართა, რომ 21 იანვრის ბრძანებით მას დაევალა მთავარი პარკის ლიკვიდაციის რწმუნებულისგან ყველა საქმის ჩაბარება, განყოფილების გაუხარჯავი თანხების მიღება და შესაბამისი აქტის შედგენა; პ.(?) ი. მაჭავარიანის სამინისტროდან სასწრაფოდ წასვლის გამო ზოგი მიმდინარე მიმოწერა, მაგ., ბუდაღიანცის ფირმასა და ამხანაგობა „მშენებელთან“, მის საქმეებში დარჩა. მინისტრს სთხოვს, ბრძანება გასცეს ამ მიმოწერის მოსაძებნად.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მხეიძის ყოფილი კურსების საკითხი და დაადგინეს, რომ კურსების საქმეთა გამოსარკვევად მოსალაპარაკებლად მოეწვიათ მხეიძე და სასწავლებლის კოლეგიის წარმომადგენელი. თუ მხეიძე ამგვარივე კურსების გახსნის ნებას ითხოვდა, შეიძლება ნებართვა მიეცათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 თებერვალს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე განიხილეს სენაკის ყოფილი სასულიერო სასწავლებლის პედაგოგის, ჩხეტიანის მდგომარეობა.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ შირსკისა და საქმისმწარმოებელ კრასოვსკის თხოვნა დახმარების შესახებ. უარი ეთქვათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1919 წლის 6 თებერვლის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს საკითხი ბ. ჩინჩალაძის ლათინური ენის სახელმძღვანელოს მიღების შესახებ.

