საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88146

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა მღვდელ ნიკოლოზ ბარნაბიშვილის წერილი, რომელშიც ის იუწყებოდა, რომ მისი ერთადერთი შემოსავალის წყარო სწორედ ერთშტატიანი საქმისმწარმოებლის თანამდებობა იყო. იმ მომენტისათვის მღვდელს არც მრევლი ჰყავდა, არც ეკლესია ჰქონდა და არც სხვა რაიმე სამსახური.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 იანვარს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორი განათლების სამინისტროში მთავარგამგეს 14 დეკემბრის N 5127 მიწერილობის პასუხად სწერს, რომ თავისი რწმუნებული გიმნაზიის კლასის დამრიგებელ ბარბარე ივანეს ასულ ამილახვარს ფრანგული ენა სხვა დროს არსად უსწავლებია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი თამარ ციციშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 იანვარს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს მთავარგამგეს მისწერა, რომ ბარბარე ამილახვრისთვის დაბალი კლასების ჩაბარება ვერ მოხერხდა, რადგან ის მე-6 და მე-7 კლასების დამრიგებელი იყო. მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ის წინა წლებში ფრანგულს ასწავლიდა ფრანგული არასავალდებულო საგანი იყო, ამიტომ მას პირველდაწყებითი კურსი უნდა გაევლო. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი თამარ დავითის ასული ციციშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 იანვარს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს მთავარგამგეს მისწერა, რომ ბარბარე ამილახვარს მეორედ შუამდგომლობდა. მას სურდა ამილახვარი მე-5 და მე-6 კლასების ფრანგული ენის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაენიშნათ. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი თამარ დავითის ასული ციციშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 4 იანვარს ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ გიმნაზიაში საქმისმწარმოებლის ერთ თავისუფალ ადგილას ორი თანამშრომლის დანიშვნა შეუძლებელი იყო, მაგრამ ორ თავისუფალ ადგილას ორი თანამშრომლის დანიშვნა კი – შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, სამართლიანად მიაჩნდა მისი დატოვება მე-8 გიმნაზიაში საქმისმწარმოებლის თანამდებობაზე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 4 იანვარს ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიაში საქმის მწარმოებლად არ დანიშნეს, რადგან ამ თანამდებობაზე სასულიერო სემინარიის მასწავლებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი ჰყავდათ დანიშნული და ორი საქმის მწარმოებლი არ სჭირდებოდათ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 4 იანვარს ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ სანამ სასულიერო სემინარია სასულიერო გიმნაზიას შეუერთდებოდა და თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიად გადაკეთდებოდა, იგი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 4 იანვარს სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს საქმისმწარმოებლის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 4 იანვარს ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილის მისამართი თბილისში იყო ჩერქეზიშვილის ქუჩა N 22.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 4 იანვარს თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის საქმის მწარმოებელი სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 იანვარს ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიის არც დროებით დანიშნულმა გამგემ და არც დირექტორმა სპირიდონ ჯორჯიკიამ სამსახურში არ აიყვანეს, რადგან აღმოჩნდა, რომ მის ნაცვლად სხვა თანამშრომელს ეძებდნენ. მას არც დეკემბრის ხელფასი გადაუხადეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 4 იანვარს ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ყოფილი სასულიერო გიმნაზიის ყველა თანამშრომელი თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიაში გადავიდა სამუშაოდ, მაგრამ მას იქ არ გააგრძელებინეს მუშაობა.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ წერეთლისა იყო ირაკლი მელქისედეკის ძე წერეთლის მეუღლე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 იანვარს დირექტორის ნაცვლად ალექსანდრე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ თბილისის წმ. ნინოს ქალთა სასწავლებლის გამგეს მისწერეს, რომ მთავარგამგის მოსახსენებლად სამინისტროში უნდა წარედგინა დაწვრილებითი აღწერა დავით ანანიაშვილის სამასწავლებლო მოღვაწეობის შესახებ ნამსახურეობითი სიის წარდგენით, რადგან მის მიერ წარდგენილი წინა ნამსახურეობითი სია არ იყო დამაკმაყოფილებელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე გრიგოლ ნათაძე, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და მდივანი კონსტანტინე აბაშიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ფოთის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლების გაფიცვის საკითხი გამოსარკვევად გრიგოლ ნათაძისთვის გაეგზავნათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის, გრიგოლ ნათაძის მიერ შემუშავებული ფიზიკური ობსერვატორიის ხარჯთაღრიცხვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის მიერ გამართულ საბჭოს სხდომაზე კერძო საშუალო სასწავლებელთა დებულებების შედგენა გრიგოლ ნათაძეს დაავალეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

განათლების მინისტრის 1919 წლის 2 იანვრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს მასწავლებელ გ. კობახიძისთვის პენსიის გაზრდის საკითხი და დაადგინეს, სიძვირის გამო მისთვის დამატებით დაენიშნათ კლასის დამრიგებლის თანაშემწის გაზრდილი პენსია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გ. მ. ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალ. ბ. მდივანი, უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგე გ. ნათაძე, კანცელარიის დირექტორი ვ. ბერიძე, მდივანი კ. აბაშიძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 2 იანვარს წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელმა დავით ანანიაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილეს მისწერა, რომ 1918 წლის მაისში დაბალი კლასების მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა, რამაც მატერიალურად უკან დახია. გიმნაზიაში უმაღლესდამთავრებულები მეტ ანაზღაურებას იღებდნენ, ვიდრე საშუალო განათლებამიღებულნი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში წერს, რომ პირველად დაამთავრა საშუალო სასწავლებელი, 6 წლის შემდეგ წავიდა მოსკოვში უმაღლესი სწავლის მისაღებად და ამიტომ შევიდა კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიურ ფაკულტეტზე. დაამთვრა ეს ფაკულტეტი და რადგანაც მას მოსკოვის ქალების გიმნაზიაში და ქალების კომერციულ სასწავლებელში ჰქონდა გაკვეთილები, ამიტომ მოინდომა მეორე განყოფილება, იგივე ბანკების, კომერციულ ინსტიტუტში დაემთავრებინა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 იანვარს წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელმა დავით ანანიაშვილმა განათლების მინისტრის მოადგილეს მისწერა, რომ ექვსკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში ექვსი წელი მასწავლებლობდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში წერს, რომ კომერციული ინსტიტუტის კანონების ძალით, გვერდი 30, მუხლი მე-9-ით და 37 გვერდით, ნება ეძლეოდა ერთი სადიპლომო თხზულება შეედგინა და წარედგინა დეკანისთვის თუ რაღა თქმა უნდა, ორივე განყოფილების საგნებს ჩააბარებდა. ამიტომ, უნდოდა ამ კანონების ძალით დაემთავრებინა ორი განყოფილება ეკონომიური და ბანკის და ერთი სადიპლომო თხზულებით მორჩენილიყო, მისთვის ეკონომიური განყოფილების სადიპლომო თხზულების წარდგენა დააგვიანა.