რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სიონის ქუჩაზე აღმოუჩენიათ 1500 ფუთი შაქარი. შინაგან საქმეთა მინისტრის საგანგებო ბრძანებულების გაცემამდე, აღმოჩენილი საქონელი შესანახად გადაეცა ხუნანცს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საგანგებო დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილემ, პ. ზ. ფაჩულიამ სიონის ქუჩაზე აღმოაჩინა 1500 ფუთი შაქარი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სისხლის სამართლის მილიციის უფროს ჩაჩავას ფოთში დაუჭერია სამი ბოროტმოქმედი, რომლებსაც 75 ათასი რუბლი ჰქონიათ მიტაცებული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ფოთიდან თბილისში დაბრუნებულა თბილისის სისხლის სამართლის მილიციის უფროსი ჩაჩავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იმ წელს სახალხო უნივერსიტეტში ლიტერატურის ისტორიას, პოლიტიკურ ეკონომიკასა და სამართალს წაიკითხავდა სერგო ჟორჟოლიანი, ზოგად ისტორიას – ელიოზ გიორგის ძე ხუციშვილი, ფიზიკას – აკაკი ქავთარაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იმ წელს სახალხო უნივერსიტეტში სოციალიზმის ისტორიას წაიკითხავდა რაჟდენ მათეს ძე არსენიძე, მსოფლიო ისტორიის შესავალს – გრიგოლ იასონის ძე ნათაძე, ევროპის ხალხთა ცხოვრებასა და ლიტერატურას – ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საღამოს 7 საათზე ნაძალადევის თეატრში გაიმართებოდა ლექცია ქართულ ენაზე. შესავალ სიტყვას სახალხო უნივერსიტეტების მნიშვნელობის შესახებ წარმოთქვამდა ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე, ხოლო ლექციას წაიკითხავდა გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გ. ნასყიდაშვილი იყო ჯარისკაცი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ს. ზუკაკიშვილი იყო მილიციონერი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ეგორ იმედაშვილი იყო მილიციონერი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ი. ეპიტაშვილი იყო მილიციონერი.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ არმენაკ მაგაკოვი ელექტროტექნიკის სახელოსნოს ფლობდა თბილისში, მიხეილის გამზირის 181-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პიროვი ცხოვრობდა ელიზავეტინსკაიას 86-8-ში.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, კონდახჩიანცს მზა ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა თბილისში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს სურსათის მინისტრის რწმუნებული ასათიანი სთავაზობდა სამინისტროს თავის სისტემას, რომელსაც უნდა გამოეწვია ფასების 3-4-ჯერ კლება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სურსათის მინისტრის რწმუნებული ასათიანი თანამდებობიდან გადადგა, რადგან შეუძლებლად მიაჩნდა მოღვაწეობა ახალ პირობებში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ასათიანი იყო საქართველოს სურსათის მინისტრის რწმუნებული.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს სურსათის მინისტრის რწმუნებული ასათიანი იყო პოლკოვნიკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სავაჭრო საქმის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს სურსათის მინისტრის რწმუნებული პოლკოვნიკი ასათიანი თანამდებობიდან გადადგა.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მ. აფრიკიანი ფლობდა ქარვასლას თბილისში.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე მანთაშევი ფლობდა ქარვასლას თბილისში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მ. აფრიკიანის ქარვასლაში სპეციალურ რაზმს აღმოუჩენია მილიონი რუბლის მანუფაქტურა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მანთაშევის ქარვასლაში სპეციალურ რაზმს აღმოუჩენია 50 ვაგონი შაქარი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ხედვა საკმაოდ მძაფრად გაუკრიტიკებია „Kaukasiche Post“-ს. სტატიის თანახმად, ჟორდანიას გამოუთქვამს აზრი, რომ ქართველ ოფიცრობას ქუჩაში მოუწევდა გადმონაცვლება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ხედვა საკმაოდ მძაფრად გაუკრიტიკებია „Kaukasiche Post“-ს. გაზეთი იმედოვნებდა, რომ ქართველი ოფიცრობა არ აჰყვებოდა ჟორდანიას ინიციატივას სახალხო მილიციის შექმნის შესახებ.