რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ნოემბერს შედგენილ პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიის პირის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს ქუთაისის გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმისმწარმოებელი ვ. აბაშიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ნოემბერს თბილისის ქალთა გიმნაზიის დირექტორს 4 ნოემბრის N414 მინაწერის პასუხად სწერენ და სთხოვენ დაუყოვნებლივ წარმოადგინონ ცნობები მასწავლებელი მ. დ. აბდუშელიშვილი-დემიდოვის ცენზის შესახებ. ხელს აწერენ: მთავარგამგე მიქაბერიძე, საქმისმწარმოებელი გვახარია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ნოემბრიდან ნადეჟდა იოსების ასული ბებიაშვილი ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კლდის“ ნომერში შეცდომით დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ივ. კაჩუხაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ მან მხოლოდ ორი თვით, დასვენების მიზნით, დატოვა სამსახური.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ დაარსების დღიდან 1915 წლის პირველ იანვრამდე საზოგადოების საერთო ბალანსი 394 089.98 მანეთს შეადგენდა, 1918 წლის პირველ იანვარს — 560 543.82-ს, იმავე წლის ნოემბერში კი თანხა 264 194.62 მანეთით გაიზარდა. ჯამში საზოგადოების ქონების ღირებულება 1 500 000-ს აღემატებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებას დაესწრო საზოგადოების 32 რწმუნებული და მისი საპატიო წევრი ანასტასია წერეთლისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრება გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა გახსნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე, რომელიც გიორგი ყაზბეგმა გახსნა, პატივი მიაგეს არსენ მამულაიშვილისა და ნიკო ჯანაშიას ხსოვნას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა დავით კარიჭაშვილს ოცდაექვსწლიანი დაუღალავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მდივნად ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე აირჩიეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის N 2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოება 1879 წელს გენერალ სტაროსელსკის დახმარებით დაარსდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1881 წელს ალექსანდრე II-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დიდი ხნით შეჩერდა კულტურული ცხოვრების მსვლელობა, რადგან ადგილობრივი მთავრობა აქტიურად შეუდგა გარუსების პოლიტიკის გატარებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების დამფუძნებელთა მიზანი იყო: სახალხო პირველდაწყებითი სკოლების, ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოების მოწყობა, ქართულენოვანი სახელმძღვანელოების გამოცემა, საკუთრ წიგნთა საწყობების ორგანიზება, ეროვნული მუზეუმისთვის ძველი ხელნაწერებისა და ისტორიულ-არქეოლოგიური საბუთების შეკრება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების დამფუძნებელთა მიზანი რუსეთსა და საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტების ფინანსური უზრუნველყოფისთვის ფონდების დაარსება, ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოწყობა და საზოგადოების ფინანსურ გაძლიერებაზე ზრუნვა იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1907 წლამდე საზოგადოებას მხოლოდ 10 სკოლა ჰქონდა, აქედან საკუთარი ხარჯით 7-ს ინახავდა. მათ რიცხვს 1918 წლამდე 17 სკოლა დაემატა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების ბაქოს, ბათუმის, სოხუმის, გუდაუთის, კავკავის, არმავირის, ნუკრიანისა და თელავის განყოფილებები სკოლებს საკუთარი ხარჯით ინახავდნენ, დანარჩენებს კი საზოგადოების მთავარი გამგეობა აფინანსებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების დამაარსებლები ქართული ენის მასწავლებლებს საკუთარი ხარჯით გზავნიდნენ: ვერის, სოფიის, კუკიის, ავლაბრისა და სამურზაყანოს სკოლებში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების დამაარსებლებმა ომის დაწყების შემდეგ ბაქოსა და სოხუმში დაზარალებულთა და დევნილთა შვილებისთვის სკოლებთან ახლოს თავშესაფრები გახსნეს, რაშიც მთავრობა დაეხმარათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) კალენიკე ნინიძემ განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა რწმუნებულთა კრებას თავად ედევნებინა თვალყური მთავრობის მოქმედებებისთვის და მასწავლებელთათვის შრომის ანაზღაურების საკითხი საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადაეწყვიტა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი მაჭავარიანმა განაცხადა, რომ თბილისის ბიბლიოთეკების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამგეობას 15000 მანეთი უნდა გამოეყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იმ პერიოდში შრომითი ანაზღაურების მაქსიმალური ზღვარი 650 მანეთი იყო, ხოლო მინიმალური — 264 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ საზოგადოებას ჯამში 47 განყოფილება ჰქონდა.

