რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 27 ივნისს ჭიათურაში დრამატულმა საზოგადოებამ ვალერიან გუნიას მონაწილეობით სპექტაკლი „ღალატი“ წარმოადგინა.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის ივნისში ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის ივნისში ალექსანდრე წუწუნავა და კონსტანტინე ფოცხვერაშვილი რუს მსახიობებთან ერთად დასავლეთ საქართველოში გასტროლებზე წავიდნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 ივლისის „დროების“ ცნობით, ბ. ფურერმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 106.20 მანეთი შესწირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში არტემ ახნაზაროვი ლექსებს წაიკითხავდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში ზ. სარაგაძე სომხური ნაწარმოებებიდან სცენებს წაიკითხავდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში ზ. რჩეულიშვილი, ს. იოსებაშვილი და ი. ცამციაშვილი ლეკურს შეასრულებენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში ი. იმნაძე და ზ. სარაგაძე კინტაურს შეასრულებენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ღარიბი ოჯახის დასახმარებლად ქართული თეატრის მიერ გამართულ წარმოდგენაში დ. გაბაშვილი ჩეჩნურს ხანჯლებით შეასრულებდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 ივნისის „დროების“ ცნობით, იოსებ ქავთარაძე თაღლითურად ვაჭრობდა, რის გამოც მომხმარებელმა კვალიაშვილმა უჩივლა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 ივლისის „დროების“ ცნობით, გალუსტოვისას მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯავახოვის დედამ შვილის ჩამოხრჩობა მოითხოვა.

