რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ვასილ პლოხოტნიკოვი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, კ. ე. რუხაძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს კარდინალი ბენუა-მარი ლანჟენიე შიშობდა, რომ პალესტინაში წასული ვილჰელმ მეორე გერმანელ კათოლიკეთა დაწესებულებების მფარველობაზე საკუთარ უფლებებს გამოაცხადებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 აგვისტოს ბენუა-მარი ლანჟენიემ პაპს წერილობით სთხოვა, რომ აღმოსავლეთში არსებულ ლათინელ კათოლიკეთა დაწესებულებებზე მფარველობა გაეძლიერებინათ. ლანჟენიემ პაპისგან დადებითი პასუხი მიიღო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ბორჩალოს მაზრის სოფელ აშკალის მცხოვრები გაბრიელ ბაბიკას ძე ფალიაშვილი ბაშკიჩეთის მომრიგებელი მოსამართლის მდივნად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 4 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: ალექსანდრე სარაჯიშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ ღულაძე, ნიკოლოზ ელიავა და ივანე გომართელი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გაიმართა გამგეობის წევრების არჩევნები. სარევიზიო კომისიის წევრებად: აირჩიეს ანდრია ღულაძე, ნიკოლოზ გოგიტიძე, ვასილ სულხანიშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 4 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას, რომლის თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე, 118 წევრი ესწრებოდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციამ დაამტკიცა საქალაქო სკოლების მასწავლებლები. ქანანოვი კუკიის პირველი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
მთავრობის განკარგულებით 1901 წელს თბილისის სახაზინო პალატის ბუღალტრის თანაშემწე ტიტულოვანი მრჩეველი გურამიშვილი პალატის მაგიდის უფროსად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციამ დაამტკიცა საქალაქო სკოლების მასწავლებლები. გროზმანი დიდუბის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1878
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1878 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ დიმიტრი მეღვინეთუხუცესოვი დიმიტრი ბაქრაძის სახლში გაიცნო.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892-95 წლებში ვლადიმერ სპირიდონის ძე აბრამიშვილი სავანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

