რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 5 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ თბილისის მილიციის უფროსის განკარგულებით საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევის, დავით აბულაძის დაპატიმრების შესახებ წერდა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 5 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმის მიერ შაქრის სპეკულაციისთვის პოლკოვნიკ ალექსანდრე იოსების ძე გოგიტიძის, ვლადიმერ ეგნატეს ძე ნარსიას, ბორის ვლადიმერის ძე გორჩაკოვისა და ნიკოლოზ ივანეს ძე ბაქრაძის დააპატიმრების შესახებ წერდა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 5 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ საგანგებო რაზმის მიერ შაქრისა და სხვა სანოვაგის გადამყიდველის – ალექსანდრე, იგივე სერაფიონ, კანჯარიას დაპატიმრების შესახებ წერდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ოქტომბერში სომხეთის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა საქართველოში, ჯამილიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს ნ. რამიშვილს საერთაშორისო რკინიგზის აღდგენასა და კავკასიის გზაზე სამგზავრო და საბარგო მატარებლების მოძრაობის მოწესრიგებაში დახმარება სთხოვა. მინისტრის პასუხის თანახმად, მატარებლების წესიერი მიმოსვლა აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლის, ჯაფაროვის დაბრუნებისთანავე უნდა აღდგენილიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სახალხო სკოლების მთავარ-გამგე გიორგი ჭუმბურიძემ ვარლამ გარდავაძეს მისწერა, რომ განზრახული იყო სასწავლებელთა გახსნა: ბორჯომში, მაჩხაანში, გურჯაანსა და საგარეჯოში. მთავარ-გამგე ვარლამ გარდავაძე სთხოვდა ეცნობებინა სად შეიძლებოდა მისი დანიშვნა ინსპექტორად.
1918
ტიპი: თანამდებობა
ელისაბედ ანჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის ქართულ სკოლაში 1918 წლის 5 ოქტომბრამდე ითვლებოდა პედაგოგად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ოქტომბერს ოსმალეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ქერიმ ფაშა სადარბაზოდ იყო ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძესთან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ოქტომბერს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძესთან ვიზიტად მყოფმა ოსმალეთის ელჩმა აბდულ ქერიმ ფაშამ აღნიშნა, რომ ოსმალეთის პრესა და პოლიტიკური წრეები საქართველოსთან მეგობრული განწყობის დამყარებას ემსახურებიან. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული პრესა, საქართველოს პოლიტიკური წრეები და ეროვნული საბჭოს ღირსეული თავმჯდომარე ოსმალეთთან კეთილმეზობლობისა და მეგობრობის განმტკიცებას ხელს შეუწყობენ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 4 ოქტომბერს ცხინვალიდან სოფელ ზემო ნიქოზში დაბრუნებისას ცხინვალის გიმნაზიის მასწავლებელი ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე მოკლეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 ოქტომბერს ივანე შმიდტს მიეცა ცნობა, დადასტურებული ხელმოწერითა და სახელმწიფო ბეჭდით, რომ ის ნამდვილად გზათა სამინისტროს კურიერი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
სახელმწიფო კონტროლიორ ფ. გოგიჩაიშვილის, პალატის გამგე სმირნოვის, უფროს რევიზორ ირ. გრიგორიანცის 1918 წლის 4 ნოემბრის ფინანსთა მინისტრსისადმი მიმართვაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო კონტროლს შეუძლებლად მიაჩნია, თანხმობა განაცხადოს სოჭის ოლქის სკოლებისთვის 192 880 მან. კრედიტის გახსნაზე, სანამ არ იქნება გამოკვლეული, ოლქი საქართველოს ტერიტორიაში შედის თუ არა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით ნიკოლოზ გიორგის ძე ახმეტელაშვილი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ლუიზა ჰენრიხის ასული ჰორნიგი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის ხატვის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ფრანც შულცი თბლისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით ეკატერინე კენგე თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგი ა. ვალინგი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით ვასილ სიმონის ძე ლორთქიფანიძე ხაშურის გიმნაზიის უმცროსი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით ვერა წერეთელი თბილისის ქალთა მექვსე გიმნაზიის მოსამზადებელი განყოფილების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით სიმონ ივანეს ძე გოზალიშვილი ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 ოქტომბერს ღამით კუკიის ქუჩის N 3-ში ა. გრიგორიანცის ბინაში 5 შეიარაღებული კაცი შევიდა. მოკვლის მუქარით ა. გრიგორიანცს ფული და ძვირფასი ნივთები წაართვეს, სულ – 26. 750 მანეთის. ბოროტმოქმედები მიიმალნენ.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 4 ოქტომბერს, ღამით სასტუმრო „ანგლეტერში“ (მოსკოვის ქუჩის კუთხე) სროლა ატყდა. დაიჭრა ოფიცერი დუმბაძე, რომელიც მიხეილის საავადმყოფოში წაიყვანეს.

