რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, აზერბაიჯანის ელჩმა მამედ ჯაფაროვმა ბაქოს აღების შემდეგ დიპლომატიური პროტესტი გამოუგზავნა საქართველოს მთავრობას და ითხოვა საერთაშორისო სამართლის ძალით თავისი სახელმწიფოს უფლების დაცვა. მისი სიტყვებით, თბილისის გაზეთები შეურაცხყოფას აყენებდნენ აზერბაიჯანის მთავრობას და ჯარს (მაგალითად გაზეთი „ბარბა“).
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ოსმალეთის ელჩმა საქართველოში აბდულ კერიმ ფაშამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა განსაკუთრებული მისია, ოსმალეთსა და საქართველოს შორის რაც შეიძლება მალე დამყარებულიყო კეთილმეზობლური ურთიერთობა. ის ქართველებისა და საქართველოს მეგობრად მიიჩნევდა თავს, ამიტომ ყველა ღონეს იხმარდა ამ მიზნის მისაღწევად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ წარმოდგენაში „Пиковая дама“ მონაწილეობდნენ: ა. ვ. კურბატოვი, ორლოვი, ორლიუკი, ვოლანსკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ წარმოდგენას „Пиковая дама“ დირიჟორობდა სამუელ ალექსანდრეს ძე სტოლერმანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ წარმოდგენაში „Пиковая дама“ მონაწილეობდნენ: ბერევინი, ვრონსკი, ზუბარევი, დემიანენკო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ წარმოდგენაში „Пиковая дама“ მონაწილეობდნენ: განეა-სკვორედკა, მოროზოვა, იანსა, ოვსიანიკოვა, ანა ორლოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბერს პოლკოვნიკი ლიუბიმოვი და კულიკოვსკი სანადიროდ გამგზავრებულან სადგურ „Соудж Булаг“-ის მიმართულებით და მას მერე აღარ გამოჩენილან. მთავრობამ ხელისუფლებას დაავალა ზომების მიღება დაკარგულების ძიებასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ვლადიმერ და მამუკა გიორგის ძე აბაშიძეები, პელაგია გიორგის ასული აბაშიძე, თეკლა კონსტანტინეს ასული აბაშიძე და შალვა დავითის ძე აბაშიძე იუწყებოდნენ, რომ 29 სექტემბერს შორაპნის ოლქის დაბა სავანეს წმ. გიორგის ეკლესიაში ჩატარდებოდა კონსტანტინე გიორგის ძე აბაშიძის პანაშვიდი და ლიტურგია.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 29 სექტემბერს მიხეილის გამზირის 181-ში თავის ელექტროტექნიკის სახელოსნოში მოკლული იპოვეს ამ სახელოსნოს მეპატრონე არმენაკ მაგაკოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 სექტემბერს უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარ-გამგის ბრძანების თანახმად, თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი ნიკოლოზ ბარნაბიშვილი დაინიშნა ვაჟთა მე-2 გიმნაზიის იმავე საგნის მასწავლებლად იმავე წლის პირველი ოქტომბრიდან.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე, ალ. მდივნი 1918 წლის 28 სექტემბრის მოხსენებაში – არაქართულ სკოლებში სახელმწიფო ენისა და ისტორიის შემოღებასა და მასწავლებელთა შტატის დაარსების შესახებ, აღნიშნავდა, რომ ქართული სავალდებულო უნდა ყოფილიყო რესპუბლიკის ყველა სკოლაში, მაგრამ რადგან არაქართველმა მოწაფეებმა ენა სულ არ იცოდნენ, მოსახერხებელი იქნებოდა ჯერჯერობით მხოლოდ პირველ ოთხ კლასში შემოღება, ზედა კლასებში კი – მსურველთათვის. საქართველოს ისტორიაც სავალდებულო უნდა გამხდარიყო არაქართველთათვის, მაგრამ ენის უცოდინრობის გამო, სწავლება დროებით რუსულად უნდა წარმართულიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბერს პირველი კომერციული სასწავლებლის მასწავლებელი იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე სახალხო განათლების სამინისტროს თხოვნით მიმართავს, რომ აცნობონ იმ დაწესებულებებს, სადაც სამსახური აქვს. სახელდობრ: პირველ კომერციულ სასწავლებელს, ქალაქის სახელოსნო სასწავლებელს და მანთაშევის სავაჭრო სკოლის უფროსებს, რათა მათ განკარგულება გასცენ განწესებათა შეცვლის შესახებ, იმ ორი კვირის განმავლობაში, როდესაც იგი თავისი პირდაპირი სამსახურისთვის მოუცლელი იქნება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 სექტემბერს კრებაზე, რომელზეც ფარმაცევტული კათედრის შექმნის საკითხი განიხილებოდა, მოხსენება წაიკითხა ბ. იაკუბოვიჩმა. მან ისაუბრა სასწავლებლის პროგრამაზე და გამოთქვა აზრი რუსულ კერძო უნივერსიტეტთან ფარმაცევტული განყოფილების დაარსების შესახებ. ფარმაცევტებმა მხარი არ დაუჭირეს, რადგან თანხმობის შემთხვევაში ქართულ მთავრობას სახელი გაუტყდებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 სექტემბერს გიორგი გიორგიძე დაესწრო სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომას, რომელზეც მას გაკვეთილები გაუნაწილეს.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 28 სექტემბერს ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე ვერა პავლეს ასულ რუხაძეზე დაქორწინდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა, რადგან მრავალშვილიანი მამა იყო, ამასთანავე, ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობით შვილების სწავლის საფასურის გადახდა უფრო გაუადვილდებოდა. ასევე, მისწერა, რომ ქალთა მე-2 გიმნაზიაში მის ნაცვლად სასურველი კანდიდატი დაენიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1917 წელს საღვთო სჯულს ასწავლიდა ქალთა მე-2 გიმნაზიის ყველა კლასში, თუმცა შტატგარეშე თანამშრომლად ითვლებოდა, რის გამოც მან, პარალელურად, თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში მასწავლებლის ადგილისთვის განცხადება შეიტანა. საბოლოოდ, ორივე გიმნაზიიდან, ქალთა მე-2 გიმნაზიიდან და მე-2 ვაჟთა გიმნაზიიდანაც წარადგინეს მასწავლებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 სექტემბერს „ორხევის“ საფოსტო სადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა მილიციონერი ი. ეპიტაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 სექტემბერს „ორხევის“ საფოსტო სადგურზე მოხდა თავდასხმა. დანაშაულის ადგილზე დაიჭირეს ჯარისკაცები, თ. ღვიმბრაძე და გ. ნასყიდაშვილი, რომლებსაც აღმოაჩნდათ მილიციონერებისთვის ჩამორთმეული „ვინტოვკები“.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 28 სექტემბერს „ორხევის“ საფოსტო სადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მოკლეს მილიციონერი ს. ზუკაკიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 სექტემბერს „ორხევის“ საფოსტო სადგურის მილიციონრებს, ეგორ იმედაშვილს, ი. ეპიტაშვილსა და ს. ზუკაკიშვილს ბოროტმოქმედებმა გამოსძალეს 2750 რუბლი, ვერცხლის ქამრები და საათები და ორი „ვინტოვკა“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 სექტემბრის ღამეს ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ „ორხევის“ საფოსტო სადგურის მილიციონერებს: ეგორ იმედაშვილის, ი. ეპიტაშვილსა და ს. ზუკაკიშვილს.

