რეგისტრირებული ფაქტები91191
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს გაიმართა ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტების კრება, რომელზეც მიწვეულები იყვნენ დამფუძნებელი ორგანიზაციების წევრები და დამოუკიდებელი პირები – ნახირმწარმოებელი მ. კაჩაროვი, ბაქოს ნავთობმწარმოებელი საბჭოს სხდომის თავმჯდომარე ლ. ი. გულიევი და სხვ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს გამართულ ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტების შეკრებას ესწრებოდნენ დამფუძნებელი ორგანიზაციების წევრები და დამოუკიდებელი პირები – სამთო მრეწველობის კომიტეტის წარმომადგენელი გ. ნ. აგაბაბოვი, მეწარმეთა წარმომადგენელი ა. ა. ენფიანჯიანცი, თბილისის სავაჭრო-საწარმოო კომიტეტის წარმომადგენელი ა. ა. ხანაგოვი და სხვ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს გაიმართა ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტების შეკრება, რომელსაც ესწრებოდნენ დამფუძნებელი ორგანიზაციების წევრები, საწვავის რაიონული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მ. მ. ბრაილოვსკი, საწვავის კომისიის წევრები – მ. ა. ოგანეზოვი, კ. ნ. საპიცკი, ლ. ი. ზაკტრეგერი და სხვ.
1918
ტიპი: თანამდებობა
ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე იყო ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე უნდა განეხილათ საკითხი, რომ მორიგი სხდომები ჩატარებულიყო ოთხშაბათობით 13-15 სთ. და შაბათობით 10-12 სთ., უწყება უნდა გაგზავნოდათ კომისიის შემდეგ წევრებს: თავმჯდომარე ს. დადიანს, მდივან მ. ჩხეიძეს, ს. ჯაფარიძეს, ლ. ნათაძეს, პ. საყვარელიძეს, ალ. წერეთელს, კ. მაყაშვილს, სპ. კედიას, რ. არსენიძეს, გ. ნანეიშვილს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ნოემბერს სამსონ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: ლეო ნათაძე, კონსტანტინე მაყაშვილი, პავლე საყვარელიძე, რაჟდენ არსენიძე, გიორგი ნანეიშვილი და მდივანი მარიამ ჩხეიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე მდივნად აირჩიეს პავლე საყვარელიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე კომისიის მდივნად აირჩიეს მარიამ ჩხეიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე გადაწყდა, კომისიის დამხმარე წევრად გზათა სამინისტროს იურისკონსულტი კონსტანტინე მიქელაძე მიეწვიათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაზე გადაწყდა საჭირო წიგნების მომარაგება, რისი მოწესრიგებაც დაევალა მარიამ ჩხეიძეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო სხდომაში მონაწილეობდნენ სამსონ დადიანი, რაჟდენ არსენიძე, კოტე მაყაშვილი, მარიამ ჩხეიძე, პავლე საყვარელიძე, ლეო ნათაძე და მომხსენებელი გიორგი ნანეიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 122 ბრძანებით ბ. მიხაილოვი 1918 წლის 11 ნოემბრიდან გორის საოსტატო სემინარიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N109 ბრძანებით ალექსანდრე ილარიონის ძე ჯანელიძე თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის ფიზიკის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N109 ბრძანებით იაკობ ნიკოლაძე თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის ხატვის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N109 ბრძანებით მარიამ შიუკაშვილი -კალიუჟნისა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N109 ბრძანებით მღვდელი მახარაძე თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N109 ბრძანებით ალ. ნამორაძე თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N109 ბრძანებით რობერტ ბლეიკი თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N110 ბრძანებით ბარბარე იოსების ასული ვოლსკი თბილისის რეალური სასწავლებლის უმცროსი მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 111 ბრძანებით ანდრია ბესარიონის ძე დგებუაძე ზუგდიდის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის ექიმად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 111 ბრძანებით ევსევი ივანეს ძე ჩიხლაძე ქუთაისის რეალური სასწავლებლის მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 112 ბრძანებით მარიამ პავლეს ასული მილუტინი ქუთაისის რეალური სასწავლებლის ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 111 ბრძანებით პეტრე ვიკენტის ძე გნოინსკი ქუთაისის რეალური სასწავლებლის ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.

