რეგისტრირებული ფაქტები91191
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 15 ნოემბერს გზათა სამინისტროს უფროსმა ინჟინერმა ა. კანდელაკმა სამინისტროს თანამშრომლებს მოახსენა, რომ საქართველოს რკინიგზის ლიანდაგისა და მისი მიდამოების გენერალ-გუბერნატორის კანცელარიიდან საკანცელარიო ნივთების შესაძენად თანხა მოითხოვეს. სამინისტროში საკმარისი თანხის უქონლობის, საჭირო ნივთების სიძვირისა და კრედიტის დაუფარველობის გამო ისინი გენერალ-გუბერნატორს ვერ დაეხმარებოდნენ. მისი თქმით, გენერალ-გუბერნატორის კანცელარიისთვის ცალკე კრედიტის გახსნა იყო საჭირო. ფაქტი ხელმოწერით კანცელარიის მმართველმა ა. კაჭარავამ დაადასტურა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ბ. კუზანოვი გორის ვაჟთა გიმნაზიის ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ნოემბერს დ. ქუთათელაძემ გრიგოლ ნათაძეს პიღასი აბდუშელიშვილის მასწავლებლად მუშაობის სტაჟი გააცნო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ნოემბერს დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმის მწარმოებელმა მ. ბერძნიშვილმა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მდივანს აცნობეს, რომ სასურველი იყო განათლების სამინისტროს ყველა საქმე, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, წინასწარი განმარტებისთვის სამინისტროში გაეგზავნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ნოემბერს დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მ. ბერძნიშვილმა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მდივანს შეატყობინეს, რომ გორის ქალთა გიმნაზიიდან მასწავლებელ ბაღაშვილის დათხოვნის საქმის სამართლიანად გამოკვლევასა და გადაწყვეტას მხარს უჭერს განათლების სამინისტრო, რისთვისაც მიიღო კიდეც შესაფერისი ზომები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ნოემბერს დ. ქუთათელაძემ გრიგოლ ნათაძეს სთხოვა, რომ 1913 წლის 20 აგვისტოდან პიღასი აბდუშელიშვილი ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიაში მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად დაემტკიცებინა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 ნოემბერს პიღასი აბდუშელიშვილი ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: ავტორობა
რკინიგზის მილიციის სამმართველომ საქართველოს რკინიგზათა გენერალ-გუბერნატორს წარუდგინა 1918 წლის 14 ნოემბერს თურქულ-მუსულმანური კორპუსის ხაზინადრის, შევკეტ ნორმანისთვის 5 500 ვერცხლის მეჯიდიეს დაკავების ოქმის ასლები და მოახსენა, რომ გადათვლილ-დალუქული ფული საგანგებო განკარგულების გაცემამდე თურქი ასკერებისა და დაკავებულების თანდასწრებით შესანახად სალაროში ჩააბარეს. ხელს აწერენ მილიციის უფროსი და საქმეთა მმართველი ა. ამბარცუმიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბერს თბილისის რკინიგზის მილიციის უფროსმა კ. ა. ჩხეტიამ შეადგინა აქტი, რომ საღამოს 11 საათზე ილია დგებუაძემ და სხვა მილიციელებმა განყოფილებაში მიიყვანეს თურქეთის არმიის ჩინოვნიკი, ხაზინადარი შევკეტ ნორმანი და ასკერები – მუკერემ ისმაილ-ოღლი და კამინ მუსტაფა-ოღლი. მათ ბაქოში მიმავალი N4 მატარებლით უკანონოდ გადაჰქონდათ ვერცხლის ფულით სავსე სამი ტომარა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბერს დაკავებული თურქეთის მოქალაქეების საკითხთან დაკავშირებით დაკითხეს უმცროსი მილიციელი ილია დგებუაძე და დამნაშავე შევკეტ ნორმანი. დაკითხვას ესწრებოდა მილიციელი და თარჯიმანი ალექსანდრე ბოჭორაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება რკინიგზის მუშათა და მოსამსახურეების ჯამაგირების დაკმაყოფილების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა ივანე გიორგის ძე ფირცხალაიშვილის მიერ შეწყალების თხოვნის შესახებ. მას 4 თვით შეუმცირდა თბილისის რევოლუციური ტრიბუნალის მიერ მისჯილი პატიმრობა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა ვარდენ საყვარელიძის მიერ შეწყალების თხოვნის შესახებ. უარი ეთქვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის გამოსვლა ავტომობილის საჭიროების თაობაზე. დაადგინეს, ერთი ავტომობილი მიეცათ სასამართლოს უწყებისთვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა საპყრობილეთა უწყებისათვის მომარაგების კომიტეტიდან რამდენიმე ნივთისა და საქონლის მიცემის შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი სამსონ თათარაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 86 ბრძანებით ბენიამინ მარტიროსის ძე არუტინიანი თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიის სომხური ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 87 ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეექვსე გიმნაზიის სომხური ენის პედაგოგი დრენიკიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

