რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებულ განცხდებაში იმერეთის ეპარქიის საბჭო იუწყებოდა, რომ გარდაიცვალა ქუთაისის მიტროპოლიტი ანტონი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთი „Грузия“ იუწყება ვერა იოსების ასული ვარაზაშვილის გარდაცვალების შესახებ.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ვერა იოსების ასული ვარაზაშვილი სოფრომ და მარიჯან ვარაზაშვილების რძალი იყო.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სოფრომ ვარაზაშვილს ჰყავდა მეუღლე მარიჯანი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც სოფრომ და მარიჯან ვარაზაშვილები შვილებთან ერთად იუწყებოდნენ, რომ გარდაიცვალა მათი რძალი ვერა იოსების ასული ვარაზაშვილი. დასაფლავება შედგებოდა 21 სექტემბერს შორაპნის ოლქის სოფელ ცხრუკვეთში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნიკო პაატას ძე სულხანიშვილი ხელმძღვანელობდა მომღერალთა შერეულ გუნდს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სულხანიშვილის ჰიმნი N11 ჰიმნების კონკურსის ჟიურიმ საუკეთესოდ აღიარა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქართულ კლუბში გაიმართებოდა ნიკო პაატას ძე სულხანიშვილის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ შულგინა და ჭუმბურიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქართულ კლუბში გაიმართებოდა ნიკო პაატას ძე სულხანიშვილის კონცერტი, რომლის დასკვნით ნაწილში გუნდი და სიმფონიური ორკესტრი შეასრულებდა სულხანიშვილის ჰიმნს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქართულ კლუბში გაიმართებოდა ნიკო პაატას ძე სულხანიშვილის კონცერტი, რომელშიც შერეული გუნდი სულხანიშვილის ხელმძღვანელობით შეასრულებდა ცნობილი კომპოზიტორების ჰიმნებსა და ეროვნულ სიმღერებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქართულ კლუბში გაიმართებოდა ნიკო პაატას ძე სულხანიშვილის კონცერტი სამ მოქმედებად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 21 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომლის დირიჟორი იყო სამუელ ალექსანდრეს ძე სტოლერმანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ საბინინი, კურბატოვი და ორლოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ კანშინი, მოლჩანოვი, ვრონსკი და ნიკოლსკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიღებდნენ ამალია ვოლ-ლევიცკაია, გ. ა. შვამბერგი, მ. მ. ვიშემირსკაია, მარია გედევანოვა და ვ. ს. ვლადინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში უნდა გამართულიყო „ტანჰეიზერის“ პრემიერა, რომლის ახალი დადგმა ეკუთვნოდა ვოლტერ ლევიცკის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. კ. რიადნოვი იყო თბილისი კონსერვატორიის პროფესორი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიის პროფესორის თანამდებობაზე კვლავ მიიწვიეს ევგენი კ. რიადნოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა მარტყოფის ზევით, წმ. ანტონის მონასტრის ტერიტორიაზე ვინმე კაცმა აწარმოა სამუშაო. ორი საჟენის სიღმეზე მას მიუკვლევია წყაროსათვის, რომელიც მეტად წააგავდა სურახნის ნავთობს. ღია ყვითელი სითხე ცეცხლთან შეხებისას მომენტალურად აალდებოდა. გლეხებს თავის ყოფაში სურდათ მისი გამოყენება, მაგრამ ამ მასის სწრაფი წვის გამო ვერ შეძლეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია საქართველოში ნავთობის სავარაუდო საბადოებზე. წინამძღვაროვი იმედს გამოთქვამდა, რომ ინჟინერ ოგანეზოვის ენერგიის წყალობით დაბა ილდოყანაში ჩატარებული სამუშაოები შედეგს გამოიღებდა და უკვე ოქტომბერში ამ ადგილას შესაძლებელი იქნებოდა ნავთობის მოპოვება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა ფხოველთან ენერგიული ტემპით მიმდინარეობდა სამუშაოები, რომელსაც ნიკო დეკანოზოვი ხელმძღვანელობდა. იმ დღეებში სამუშაოებზე მიუტანიათ მასალა, დაუდგამთ ანძები, ბურღვა სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და ადგილებში 10 საჟენის სიღრმემდე აღწევდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა ფხოველთან ნიკოლოზ დეკანოზოვის ხელმძღვანელობით ენერგიული ტემპით მიმდინარეობდა სამუშაოები.

