რეგისტრირებული ფაქტები91193
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 3 მარტს „ჯეჯილის“ რედაქტორ-გამომცემელმა ანასტასია წერეთლისამ ჟურნალის სასარგებლოდ გამართა საბავშვო დილა, რომელზეც წარმოადგინეს პიესა „ყვავილთა შორის“.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 ოქტომბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში გამართულ კრებაზე აირჩიეს პირები, რომელთაც ივანე კერესელიძის საფლავზე ძეგლის დადგმის საქმე უნდა მოეწყოთ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე დრამატული საზოგადოების გამგეობისა და სცენის მოღვაწეთა ყრილობის მომწვევი კომისიის წევრი იყო.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს პეტერბურგიდან თბილისში ჩამოსვლას გეგმავდნენ მოძრაობის ნაწილის უფროსი ინჟინერი ვერხოვსკოი, მატერიალური ნაწილის უფროსი ინჟინერი ლენჩევსკი და მთავარი ბუღალტერი ა. ს. პუშკარევი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის აპრილში ალექსანდრე იმედაშვილის მიერ თარგმნილი ვებერის პიესა „პანსიონის ზღუდეთა შორის“ სცენაზე დასადგმელად ნებართვის მისაღებად კავკასიის უმაღლეს მთავრობას წარუდგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს რუსმა მწერალმა კონსტანტინე ბალმონტმა ქართული ენის სწავლა დაიწყო, რათა „ვეფხისტყაოსანი“ დედანში წაეკითხა და ისე ეთარგმნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს იუსტიციის სამინისტრომ კავკასიაში გამოგზავნა თავისი მოხელე კაზარინი. მას დავალებული ჰქონდა ადგილობრივი საპატიმროების მდგომარეობის გაცნობა და მის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავება.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893 წელს „ივერიის“ ახალმა რედაქტორმა დავით მიქელაძემ ძველი თანამშრომლების დიდი ნაწილი, მათ შორის სოფრომ მგალობლიშვილი, სამსახურიდან გაუშვა.

