საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გ. ნ. იაკუბენკო მუშაობდა კურიერის შტატში. მისი ანაზღაურება იყო 2385 რუბლი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს დავით ორაგველიძე და ივანე კვაჭაძე გვარდიის წევრებად ირიცხებოდნენ თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო რაზმის დაარსების დღიდან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ა. პივოვარსკი საქმისმწარმოებლის თანაშემწედ დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ ჯანაშიას გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახს 600 მანეთი გადასცეს, მის ვაჟს, სიმონ ჯანაშიას, კი სახელმწიფო უნივერსიტეტში ასმანეთიანი სტიპენდია დაუნიშნეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს თევდორე კიკვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა საზოგადოებისა და მთავარი გამგეობის საპატიო წევრად ალექსანდრე ყაზბეგის დანიშვნის თაობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამგეობის წევრების დასახელება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა გრიგოლ რცხილაძისა და ლუარსაბ ბოცვაძის საზოგადოების საპატიო წევრებად დანიშვნის თაობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის მიმართვის საფუძველზე აირჩია საზოგადოების საპატიო წევრად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძე საზოგადოების საპატიო წევრად აირჩია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თევდორე კიკვაძის მიმართვის საფუძველზე ალექსანდრე ყაზბეგი საზოგადოების საპატიო თავმჯდომარედ აირჩია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ივანე ავალიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა, რომ ბიბლიოთეკებზე მეტად სკოლებს სჭირდებოდა ზრუნვა, რადგან წერა-კითხვის უცოდინრობის შემთხვევაში ბიბლიოთეკებს მნიშვნელობა ეკარგებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თევდორე კიკვაძის მიმართვის საფუძველზე დავით კარიჭაშვილი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე ავალიშვილის მიმართვის საფუძველზე ახალ გამგეობას 1919 წლის ბოლომდე თბილისისა და პროვინციების ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობის შესწავლა და მიმდინარე წლის განმავლობაში დასახმარებლად საჭირო თანხის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაავალა.

1918

ტიპი: ავტორობა

ნიკოლოზ ჯანაშიას ეკუთვნის ნაშრომები: „Абхазский культ и быт“, ,,Религиозныя верования абхазцев“ და სამეცნიერო აკადემიის გამოცემა. იგი სხვადასხვა ყოველდღიური გაზეთის გამომცემლობასთანაც თანამშრომლობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს განათლების სამინისტროს კანცელარიის დროებითი დირექტორი მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე ავალიშვილის მიმართვის საფუძველზე ახალ გამგეობას მასწავლებლებისთვის ჯამაგირის გასაზრდელად საჭირო ხარჯების აღრიცხვა დაავალა. სამინისტროს მიერ დადგენილი თანხის მოძიება ახალ გამგეობას მთავრობისთვის უნდა ეთხოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ა. პონიატსკი იუსტიციის სამინისტროს კანცელარიის დირექტორის მოადგილე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი იუსტიციის მინისტრის მოადგილე და საჭიროებისას მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიც იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დ. ქუთათელაძემ გრიგოლ ნათაძეს შეატყობინა, რომ პიღასი აბდუშელიშვილის ქალიშვილი გაკვეთილს პროფესიულ დონეზე უძღვებოდა.